 | ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია 11 აგვისტო, 2010 |
მე გავიზარდე რაინდთა წრეში, რომლებზეც ლექსი ჯერ არსად თქმულა, დღეს უმთავრესი ძმობაა ჩვენში და ერთგულება გვახურავს ქუდად.
მე ვერ ვუწოდებ "ვეფხისტყაოსანს" რაინდობისთვის მიძღვნილ პოემას, "ბრძენნი" ამბობენ: გვებრძვის თაობა, და წაიბილწეს ჭკუა, გონება.
დრო არ იცვლება, ახლა ჩვენ აქ ვართ, გინდათ რომ გავხდე თქვენსავით მონა? მაგრამ მითხარით ხოტბა ვის ვასხა, ვინც მტერი ძილში ლაჩრულად მოკლა?
თუ დაიბადე ქვეყნად ვაჟკაცად, ფარსა და მახვილს არ უნდა თმობდე, უნდა გეჭიროს თავი ამაყად, სინდისის ქენჯნით არ უნდა მოკვდე.
უფალმა მოგცა გული, გიყვარდეს! და უერთგულე შენს სიყვარულსა, მისით იცხოვრე კუბოს ფიცრამდე, დარაჯად ედექ მის სიხარულსა.
მაგრამ როდია გული მთავარი?! არ უღალატო შენს თანამებრძოლს, შენმა სისუსტემ რომ სხვა ვაჟკაცი, მომკვდართა რიგში არ განამწესოს.
მე ვერ დავარქმევ ონისეს მართალს, მიუხედავად იმის რომ ეტრფის... ძმის ცოლი უნდა მიიღო დად და თავი მოიკლა, თუ თავს ვერ ებრძვი.
სჯობს ჯოჯოხეთში ტანჯვით იფერფლო, თვალს უსწორებდე დიდ მოსამართლეს. გოჩას ადგილი მე რომ ვიგემო, შუბლში ვესროდი შვილ-მოღალატეს.
თქვენ კი რომ გკითხოთ, "ბრძენთა" თაობავ, ამ უკვდავ ხოტბას მიიჩნევთ კერპად, რაინდთა წრეში თუნდაც ქაჯობა, მე მირჩვენია ცრემლების დენას.
მაგრამ არ გესმით, სიმართლეს ებრძვით, და ყველაფერზე ლაჩრულად სდუმხართ. მე გავიზარდე რაინდთა წრეში, ჩვენ ერთგულება გვახურავს ქუდად...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. შემოგევლე . . . ჩემს გულში ზიხარ ძმი :* შემოგევლე . . . ჩემს გულში ზიხარ ძმი :*
23. momwons gio ! momwons gio !
22. ყველას ისე ესმის ამ საიტზე, როგორც თავად უნდა... რა "გიყოთ"? განაგრძეთ... ;) ყველას ისე ესმის ამ საიტზე, როგორც თავად უნდა... რა "გიყოთ"? განაგრძეთ... ;)
21. 4. ხო... გეთანხმები... შეცდომას ყველა უშვებს... უბრალოდ ძალიან ბევრთან მომსვლია მაგ თემაზე კამათი... შეუყვარდაო და თავს ვერ მოერიაო... ვიცი ყველას არ შეუძლია თავის ხელში აყვანა, მაგრამ მისაბაძიც სწორედ მაშინ ხარ, როცა შეძლებ...
მეც მყვარებია, დღემდე მიყვარს და მუდამ მეყვარება, თანაც მხოლოდ ერთი, მიუხედავად იმისა რომ ჩემი არ არის...
მაგრამ ისეთს არასოდეს არაფერს გავაკეთებ, რაც მას დააზიანებს, სახელს გაუტეხავს და ტალახში ამოსვრის... დიდი მადლობა შეფასებისთვის ... პალიაჩი. 2010-08-11 17:34:00
ხედავ, რას ამბობ? "მეც მყვარებია, დღემდე მიყვარს და მუდამ მეყვარება, თანაც მხოლოდ ერთი, მიუხედავად იმისა რომ ჩემი არ არის..." რატომ მიეცი შენს თავს უფლება, შეგეყვარებინა ქალი, რომელიც შენი არ არის? ან თავს რად იტანჯავ და ან იმას რად სტანჯავ? :)))) თუ იმან არც არაფერი იცის? მაშინ ჩვენ რად გვაბრალებ თავს? ან რატომ გვითხარი საერთოდ ამ უაზრო და არაფრისმომცემი სიყვარულის შესახებ? ვერ ხვდები, რომ ახლა ბოღმა უფრო გალაპარაკებს, - "მე თუ ვერ უნდა გავიხარო ჩემი სიყვარულით, სხვას გმირი რატომ უწოდესო?" ონისე - ნაწარმოების გმირია და არა დადებითი გმირი... :))))
4. ხო... გეთანხმები... შეცდომას ყველა უშვებს... უბრალოდ ძალიან ბევრთან მომსვლია მაგ თემაზე კამათი... შეუყვარდაო და თავს ვერ მოერიაო... ვიცი ყველას არ შეუძლია თავის ხელში აყვანა, მაგრამ მისაბაძიც სწორედ მაშინ ხარ, როცა შეძლებ...
მეც მყვარებია, დღემდე მიყვარს და მუდამ მეყვარება, თანაც მხოლოდ ერთი, მიუხედავად იმისა რომ ჩემი არ არის...
მაგრამ ისეთს არასოდეს არაფერს გავაკეთებ, რაც მას დააზიანებს, სახელს გაუტეხავს და ტალახში ამოსვრის... დიდი მადლობა შეფასებისთვის ... პალიაჩი. 2010-08-11 17:34:00
ხედავ, რას ამბობ? "მეც მყვარებია, დღემდე მიყვარს და მუდამ მეყვარება, თანაც მხოლოდ ერთი, მიუხედავად იმისა რომ ჩემი არ არის..." რატომ მიეცი შენს თავს უფლება, შეგეყვარებინა ქალი, რომელიც შენი არ არის? ან თავს რად იტანჯავ და ან იმას რად სტანჯავ? :)))) თუ იმან არც არაფერი იცის? მაშინ ჩვენ რად გვაბრალებ თავს? ან რატომ გვითხარი საერთოდ ამ უაზრო და არაფრისმომცემი სიყვარულის შესახებ? ვერ ხვდები, რომ ახლა ბოღმა უფრო გალაპარაკებს, - "მე თუ ვერ უნდა გავიხარო ჩემი სიყვარულით, სხვას გმირი რატომ უწოდესო?" ონისე - ნაწარმოების გმირია და არა დადებითი გმირი... :))))
19. ვერც პოზიცია და ვერც ლექსი ვერ მოვიწონე :)
ვერც პოზიცია და ვერც ლექსი ვერ მოვიწონე :)
18. პალიაჩი...უფრო სრულად ვერავინ აგიხსნიდა...:) პალიაჩი...უფრო სრულად ვერავინ აგიხსნიდა...:)
17. პალიაჩ, ძმაო, საერთოდ ლიტერატურული ნაწარმოებები იმიტომ არ იწერება, რომ მათში ყველა საყვარელი, კეთილი, ვაჟკაცი და დადებითი იყოს:)
ლიტერატურული ნაწარმოებები იწერება სწორედ რაღაცით ,,ნორმიდან,, გადახრილ ხალხზე:)
ძლიერი ავტორი კი, სწორედ ის არის, ვინც არ გახვევს თავს თავის აზრს, არ მიჰყავს სწორხაზოვნად და გიტოვებს საშუალებას შენ თავად განსაჯო:)
ორი მომენტი გაქვს მოყვანილი შენ
ერთი ,,ვეფხისტყაოსანი,, როცა მძინარე სასიძო მოკლეს და მეორე ,,ხევისბერი გოჩა,,
არც ერთ მათგანში არ არის ცალსახად გამრთლებული ამ ადამიანების ქცევა.
გაიხსენე ,,როსკიპო, ბოზო დიაცო ქმარი რად მოაკვლევინე?!,,
ხოლო ონისეს რაც შეეხება, არც მას უთქვამს, რა მექნა კაცო მიყვარდა და მართალი ვარ, არ დამსაჯოთო:))
რამდენედაც მე მახსოვს ლამის მკვდარი იყო უკვე და მამამისისთვის არ უთხოვია, გამამართლე მამიო:))
გენიალური ლიტერატურული ნაწარმოები რთული რამეა საერთოდ და ასე იოლი არ არის მისი ასე ცალსახად განხილვა.
აბა შენ იცი პალიაჩ.
და ვინც ონისეს აეგრე ცალსახად გაამართლებს, როგოც შენ აქ კომენტარებში გაქვს ვიღაცის ნათქვამი მოტანილი, ის საერთოდ აზრზე არ არის არც ლიტერატურის და არც ცხოვრების.
არაფერ შუაში არ არის მანდ ,,თაობები,, :)
ონისეს გმირის შესახებ ვერც ასე იტყვი ცალსახად და ვერც ისე, ძმაო. ყველაფერი შეიძლება ადამიანს დაგემართოს ცხოვრებაში, მაგრამ როგორც მოიქცევი, იმის მიხედვით განვითარდება მერე შენი ცხოვრებაც. ონისე ხევისბერს რომ არ მოეკლა, თავს მოიკლავდა, დარწმუნებული ვარ. ძიძიამ კი, აკი მოიკლა კიდევაც თავი...
პალიაჩ, ძმაო, საერთოდ ლიტერატურული ნაწარმოებები იმიტომ არ იწერება, რომ მათში ყველა საყვარელი, კეთილი, ვაჟკაცი და დადებითი იყოს:)
ლიტერატურული ნაწარმოებები იწერება სწორედ რაღაცით ,,ნორმიდან,, გადახრილ ხალხზე:)
ძლიერი ავტორი კი, სწორედ ის არის, ვინც არ გახვევს თავს თავის აზრს, არ მიჰყავს სწორხაზოვნად და გიტოვებს საშუალებას შენ თავად განსაჯო:)
ორი მომენტი გაქვს მოყვანილი შენ
ერთი ,,ვეფხისტყაოსანი,, როცა მძინარე სასიძო მოკლეს და მეორე ,,ხევისბერი გოჩა,,
არც ერთ მათგანში არ არის ცალსახად გამრთლებული ამ ადამიანების ქცევა.
გაიხსენე ,,როსკიპო, ბოზო დიაცო ქმარი რად მოაკვლევინე?!,,
ხოლო ონისეს რაც შეეხება, არც მას უთქვამს, რა მექნა კაცო მიყვარდა და მართალი ვარ, არ დამსაჯოთო:))
რამდენედაც მე მახსოვს ლამის მკვდარი იყო უკვე და მამამისისთვის არ უთხოვია, გამამართლე მამიო:))
გენიალური ლიტერატურული ნაწარმოები რთული რამეა საერთოდ და ასე იოლი არ არის მისი ასე ცალსახად განხილვა.
აბა შენ იცი პალიაჩ.
და ვინც ონისეს აეგრე ცალსახად გაამართლებს, როგოც შენ აქ კომენტარებში გაქვს ვიღაცის ნათქვამი მოტანილი, ის საერთოდ აზრზე არ არის არც ლიტერატურის და არც ცხოვრების.
არაფერ შუაში არ არის მანდ ,,თაობები,, :)
ონისეს გმირის შესახებ ვერც ასე იტყვი ცალსახად და ვერც ისე, ძმაო. ყველაფერი შეიძლება ადამიანს დაგემართოს ცხოვრებაში, მაგრამ როგორც მოიქცევი, იმის მიხედვით განვითარდება მერე შენი ცხოვრებაც. ონისე ხევისბერს რომ არ მოეკლა, თავს მოიკლავდა, დარწმუნებული ვარ. ძიძიამ კი, აკი მოიკლა კიდევაც თავი...
15. მაგრამ არ გესმით, სიმართლეს ებრძვით, და ყველაფერზე ლაჩრულად სდუმხართ. მე გავიზარდე რაინდთა წრეში, ჩვენ ერთგულება გვახურავს ქუდად... :) მაგრამ არ გესმით, სიმართლეს ებრძვით, და ყველაფერზე ლაჩრულად სდუმხართ. მე გავიზარდე რაინდთა წრეში, ჩვენ ერთგულება გვახურავს ქუდად... :)
14. გეთანხმები... მე იმას არ ვამბობ რომ ონისეს გმირი არ უნდა არსებობდეს... მე ის მაღიზიანებს, რომ დღეს ბევრი ამართლებს ონისეს... უყვარდა და რა ექნაო... არადა ეგრე არააა... გეთანხმები... მე იმას არ ვამბობ რომ ონისეს გმირი არ უნდა არსებობდეს... მე ის მაღიზიანებს, რომ დღეს ბევრი ამართლებს ონისეს... უყვარდა და რა ექნაო... არადა ეგრე არააა...
12. აბა, ონისე რომ არ ყოფილიყო მასეთი...ვერც გოჩა იქნებოდა "გენიალური გმირი"...:) სრული ჰარმონიაა... მით უფრო რას ერჩი და ვის ერჩი?... აბა, ონისე რომ არ ყოფილიყო მასეთი...ვერც გოჩა იქნებოდა "გენიალური გმირი"...:) სრული ჰარმონიაა... მით უფრო რას ერჩი და ვის ერჩი?...
11. გოჩას არაფერს :D ონისეს კიდე....... ხევისბერი ქართულ მწერლობაში ერთ-ერთი გენიალური გმირია... არსად არ შემცდარა... და ყველგან ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა... გოჩას არაფერს :D ონისეს კიდე....... ხევისბერი ქართულ მწერლობაში ერთ-ერთი გენიალური გმირია... არსად არ შემცდარა... და ყველგან ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა...
10. გოჩას ადგილი მე რომ ვიგემო, შუბლში ვესროდი შვილ-მოღალატეს. ხო ესროლა იმ კაცმაც რას ერჩი?...:) გოჩას ადგილი მე რომ ვიგემო, შუბლში ვესროდი შვილ-მოღალატეს. ხო ესროლა იმ კაცმაც რას ერჩი?...:)
9. გმადლობთ... ამ ადამიანს ყველაზე მეტად ვცემ პატივს... თუკი ვინმეა ღირსი "ლიტერატორის" წოდების, ეს ნამდვილად თქვენ ხართ ბატონო "ილტოსპირელო"... მაგრამ რა ვქნათ... აქ ლიტერატორები ყველაზე გაუნათლებლები არიან... დასანანია... მაგრამ არა კატასტროფა... :) კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა დაფასებისთვის... გმადლობთ... ამ ადამიანს ყველაზე მეტად ვცემ პატივს... თუკი ვინმეა ღირსი "ლიტერატორის" წოდების, ეს ნამდვილად თქვენ ხართ ბატონო "ილტოსპირელო"... მაგრამ რა ვქნათ... აქ ლიტერატორები ყველაზე გაუნათლებლები არიან... დასანანია... მაგრამ არა კატასტროფა... :) კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა დაფასებისთვის...
8. შენი ხედვაა - ამდენად დასაფასებელი! 5 შენი ხედვაა - ამდენად დასაფასებელი! 5
7. საერთოდ რომ აღარ მოხვიდე ვაბშე დაგლეჯ :D საერთოდ რომ აღარ მოხვიდე ვაბშე დაგლეჯ :D
6. :D ვიცინე ვიცინე და გავედი და აღარ მოვალ :D ვიცინე ვიცინე და გავედი და აღარ მოვალ
5. ეეჰ, რა ვიცი... რა ვიცი... ეეჰ, რა ვიცი... რა ვიცი...
4. ხო... გეთანხმები... შეცდომას ყველა უშვებს... უბრალოდ ძალიან ბევრთან მომსვლია მაგ თემაზე კამათი... შეუყვარდაო და თავს ვერ მოერიაო... ვიცი ყველას არ შეუძლია თავის ხელში აყვანა, მაგრამ მისაბაძიც სწორედ მაშინ ხარ, როცა შეძლებ... მეც მყვარებია, დღემდე მიყვარს და მუდამ მეყვარება, თანაც მხოლოდ ერთი, მიუხედავად იმისა რომ ჩემი არ არის... მაგრამ ისეთს არასოდეს არაფერს გავაკეთებ, რაც მას დააზიანებს, სახელს გაუტეხავს და ტალახში ამოსვრის... დიდი მადლობა შეფასებისთვის ... ხო... გეთანხმები... შეცდომას ყველა უშვებს... უბრალოდ ძალიან ბევრთან მომსვლია მაგ თემაზე კამათი... შეუყვარდაო და თავს ვერ მოერიაო... ვიცი ყველას არ შეუძლია თავის ხელში აყვანა, მაგრამ მისაბაძიც სწორედ მაშინ ხარ, როცა შეძლებ... მეც მყვარებია, დღემდე მიყვარს და მუდამ მეყვარება, თანაც მხოლოდ ერთი, მიუხედავად იმისა რომ ჩემი არ არის... მაგრამ ისეთს არასოდეს არაფერს გავაკეთებ, რაც მას დააზიანებს, სახელს გაუტეხავს და ტალახში ამოსვრის... დიდი მადლობა შეფასებისთვის ...
3. არა გმირიაო არც მე ვამბობ. ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ისევე უყვარს და სძულს როგორც ყველა ჩვენგანს არა გმირიაო არც მე ვამბობ. ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ისევე უყვარს და სძულს როგორც ყველა ჩვენგანს
2. ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი, თუკი ეგ თვითმკვლელობა მას არ აზიანებს, არამედ პრობლემებს არიდებს, კაცი ხარ და გადაწყვეტილებაც შენზეა... მე ასე მესმის... ყველას თავისი გზით ევლოს, მაგრამ მე "ონისესნაირ" პიროვნებას გმირს ნამდვილად ვერ დავარქმევ... ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი, თუკი ეგ თვითმკვლელობა მას არ აზიანებს, არამედ პრობლემებს არიდებს, კაცი ხარ და გადაწყვეტილებაც შენზეა... მე ასე მესმის... ყველას თავისი გზით ევლოს, მაგრამ მე "ონისესნაირ" პიროვნებას გმირს ნამდვილად ვერ დავარქმევ...
1. ძმის ცოლი უნდა მიიღო დად და თავი მოიკლა, თუ თავს ვერ ებრძვი.
ძმის ცოლი რა თქმა უნდა დად უნდა მიიღო გეთანხმები, მაგრამ როცა ადამიანი გიყვარს ძნელია თავის მოკვლაზე ფიქრი. დამიჯერე ესეა +2 კარგად გამოთქმული აზრისათვის ძმის ცოლი უნდა მიიღო დად და თავი მოიკლა, თუ თავს ვერ ებრძვი.
ძმის ცოლი რა თქმა უნდა დად უნდა მიიღო გეთანხმები, მაგრამ როცა ადამიანი გიყვარს ძნელია თავის მოკვლაზე ფიქრი. დამიჯერე ესეა +2 კარგად გამოთქმული აზრისათვის
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|