ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურანდა აჩელაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2010


ჩვენ


გატირებ
მჩვევია მხოლოდ სიბრალული ტირილის შემდეგ,
გაჩუქებ ჩურჩულს,
ფინჯან ჩაისთან თანაბარ განცდას,
განანებ ზედმიწევნით მოჭერილ კაბას და მკვეთრ თვალისფერს,
ელსადენებში ჩახლართული ჩიტების ჟღურტულს -
კედელზე ვკაწრავ.

გაცეკვებ დაცემამდე გალეშილ გვამებზე
მერე ჩვენც დავწვეთ,
გავეგოთ ფეხქვეშ ზორბა დიასახლისს - წითელკაბიანს:
სინდისი რომ ჰქვია
და ყოველ ღამეს ხორცს რომ უზელენ, მკერდს რომ უსრესენ
გუშინ, გუშინწინ, იმის წინ, თუ დღეს, ხვალ, გაისად.

გაისად ალბათ მოვა თოვლი შავი ფანტელებით
და ყოველ მეორე ახალშობილს, ექნება მესამე თვალი,
ახდება ყველა თავხედი ოცნება: ცისფერი, ვარდისფერი,
გაფერადდება დროც და უსათუოდ იქნება ჟღალი.

გავტყდები,
მოვიხრები მამაშენის დაღლილი თითებივით,
სიმართლე მომშივდება,
ვერ გავღეჭავ  ნატეხ ხმელ სიტყვას,
გავცამტვერდები
ცას მტვერი დაედება,
სხეულს ანაფხეკი
ოფლით და მიწით აზელილი
სიჩუმე - ჩუმად არ მინდა გითხრა.

ძილი მომერევა
როცა მომშივდება ჩასისხლული სიზმრის ოხშივარი,
თავგზა ამერევა
თვალებამოკარკლული სიკვდილი მახლავს,
გული ამერევა შენ რომ დაგინახო სახემოცინარი,
გადავიკარგები, თავგზა არეული დროს ვკარგავ  სადღაც.

გავხლეჩ
ჩემს კუთვნილ რამდენიმე კუბურ მეტრ ჰაერს,
ჩემს მიწას და მერე თუნდაც მუშტით მომერიე,
ბაგეზე დამედება, სევდას გამომძალავს, იქნება ღვთისნიერი,
ჩემთვის მიწიერი  ჩემი მკვდარი სისხლით მთვრალი სომელიე.                     

დაგცინებთ
გამეტებით დაგალეწავთ თავზე ჩემს უმწეობას,
განანებთ მწარედ,
რომ თქვენსავე სინანულს ნანობთ,
ურცხვად დაგამდაბლებ, ფეხებს დაგიკოცნი, ვიღაც ოხერი ხარ,
ვგავარ ბედის ანაბარად მიტოვებულ უსახურ ფანტომს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები