ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAVROSHA
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2010


###

ახლა, ღამე არის შესაფერი,
კვლავ, რომ პაემანი დაგინიშნო,
თან ქუჩები არის ცარიელი,
მოდი, გრძნობებით ავავსოთ.
მთვარეც გაებუტა მარტოობას,
და კვლავ, მე და ღამე მარტო ვრჩებით,
და თუ, ეს ცხოვრება მინორია,
ალბათ, კიდევ ბევრჯერ გავწვიმდები.
მერე რა, ასეთია ჩემი გზები,
თუმცა, მე ამ გზებით შევიშალე,
ერთსაც არ შევჩივლებ არვის ქვეყნად,
რადგან, ერთი რამე ვისწავლე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები