სულ პირველ ნაბიჯზე შენი ცრემლიანი თვალები,დე.. #1 დილის ექვსი საათი..დედა საბანს ექაჩება უკვე მთელი ძალით. -გაიღვიძე,გიორგი გეძახის! -ვინ გიორგი? -ვაჟბატონი! აზრის მიუცემლად წამოხტომა,ტანსაცმლის შემოცმა და..ეზოში გეძებ თვალებით..არ ხარ..დედის ირონიული ღიმილი..მე კი..შენ მიკლიხარ ტირილს.. @ @ @
მამაც იქვე.. #2 "არ მიყვარს ეს ადამიანი!სულელია.. მამას დაკვირვებული გადახედვა და ღიმილით ნათქვამი:"რას ერჩი,მშვენიერი ბიჭია" როგორ მინდოდა ჩაგხუტებოდი,მაა @ @ @
სევდიანი თვალები .. მიკვირს მათი აქ დანახვა.ნაბიჯს მაინც წინ ვდგამ.. #3 ექვს მესიჯად ნათქვამი: "1 მე 2 შენ 3 მიყ 4 ვარ 5 ხარ 6 თამო!" პასუხი_"მაპატიე,ვერ!" სევდიანი თვალები..
@ @ @
თეეეთრი კბილები და ჰოლივუდის ღიმილი... მუდმივი დარიგების ობიექტად მთვლიდი უკვე..
#4 ჩემი მესიჯი:"ტრაკი ხარ,ჟურიკ!" პასუხად:"ჩეეემი ჟურიკააა..."
@ @ @
ჩემი ყველაზე უთქმელი და მაინც ყველაფრის მცოდნე..თავის ქიმიურ დასთან ერთად..თვალს მიკრავენ და მიღიმიან.. #5 "სცადე,თამ!მე შენთან ვარ ყველაფერში..უუბრალოდ,ნორმის ფარგლებში მაინც"
არ იცით,მიყვარხართ
@ @ @
ცისკენ ვიხედები და...გგონია,დამავიწყდი?ვიცი,აქ ხარ და ..მიღიმი.. #6 ჩემი ოთახის კედელზე კვლავაც კიდია მკლავმოჭრილი მაისური შენი წარწერით: "კარგი გოგო ხარ,თამუნა! ღმერთი გფარავდეს მუდამ!" ჩემი ანგელოზი... ვილოცებ კვლავაც..
@ @ @
კაბა მედება ფეხებში და ვიღაც მეხმარება..გვერდით გავხედე..და ვიღაც არა..ჩემი ყველაზე ამოჩემებული და არამდგრადი გოგო.. #7 გრძელი ცისფერი კაბა მომედო ფეხებზე..კიბეებზე ავრბოდით..ჩვენ..
"სასწაულია ეს თაამ,რა არ ხდება" შენი გაოცებისგან გაფართოებული და ჩემი გაბრწყინებული თვალები.. "ბედნიერი ხარ,თამ?" პასუხი ჩემს თვალებში დაინახე
@ @ @
თიითქმის შენნაირი თვალები..თბილი ღიმილი..
# 8 "ლალი დეიდა.ნუუ.ნუ ტირი..კარგად იქნება.დამიჯერე.,მე ხომ თითქმის ექიმი ვარ?ვაიმე,წყალი ჩქარა" და სახეში შემოლაწუნება.. სანამ გონზე მოხვიდოდი,ჩაგჩურჩულე:"მაპატიე,დე"
მგონი,.ვერ გაიგე
@ @ @
იქვე თითქმის შენნაირღიმილიანი ჭროღათვალება ხევსური
#9 შენ არ იყავი..თავჩაღუნული მივდიოდი "ცხელა,წამო,ნაყინი გაჭამო,მოწყენილო გოგო" უეცრად მოსული ღიმილი და განწყობა.. შოკოლადის თხილისნი ნაყინი.. მა- მი- კოო...
@ @ @
დაბალი მწვანეთვალება ქალი..თბილი ბებო..ჩემი არა,..უფრო სწორად.,მთლად ჩემი არა
#10 "რაღაც მინდა მოგიყვე თამ.აქ,ამ ეკლესიაში დიიდი ხნის წინ შესულა გოგო და უთხოვია სერაფიმ საროველისთვის,ვუყვარდე უზომოდ და ერთად ვიყოთო...მათ შენც იცნობ..ისინი უკვე მოხუცები არიან...და კვლავაც ერთად." ეკლესიის ეზოში შევდიოდით..სერაფიმ საროველის სახელობის.. შენ შემთხვევით არაფერს ყვები
@ @ @
#11
ეკლესიაში ვართ..რეალობაა(?) თავს მარჯვნივ ვატრიალებ და შენი,უკვე ჩემი თვალები..ღიმილი...შენ..ჩემი..ეეგოისტურად ჩემი.. ფრაგმენტებად მახსენდება ყველაფერი... -მიყვარხარ-მეუბნები მე .... არა,არ ვიტირებ.. ვიღიმები.. _მეც,გიო...