| ავტორი: ვან რეინი ჟანრი: პოეზია 16 აგვისტო, 2010 |
ნუთუ იმისთვის ვიბრძოდით! ქართული ენა რომ დაგვიწყოდა?! უბედურების მეტი რა ვნახეთ, ენა, მამული სულ წინ გვიძღოდა...? რის ამერიკა, რა ამერიკა? რის ინგლისური, რისი ფრანგული? იცით? რა იშვა ჩვენი ენიდან? რა აზროვნება, გალობა, გული?
,,ღმერთების ენა” უწოდა ლადომ, დღეს კი უღმერთოდ მიტოვებული, კაცმა ამ ქვეყნად ვის უნდა ანდოს? ისევ ქართველ კაცს ენა ქებული.
ქართველი ბიჭი მიდის ქუჩაში ,,ყურზე საყურით” ჰოჰ-ის ხიზანი. ჩვენ ეს გვინდოდა? გამაგებინეთ?
ბრძოლებში ქედი არ მოგვიხრია, საუკუნენი ასე ვიარეთ.
გადავარჩინეთ ენა ქართული, თუმცა ბრძოლებით გადაგვიარეს... ჰეი! ქართველნო! დანნო და ძმანნო! თავს ავარიდებ ზღაპრებს, ქარაგმებს, მე არ მოვუხმობ ალეგორიებს, მოიარებით ნათქვამ არაკებს, პირდაპირ გეტყვით! დედას გაფიცებთ, ქართულ ენაზე მელაპარაკეთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მალადეც კუტატანტალავ.. :):):) მალადეც კუტატანტალავ.. :):):)
3. ქართველი ბიჭი მიდის ქუჩაში....... ნუთუ იმისთვის ვიბრძოდით? ,,ყურზე საყურით”
შე დალოცვილო ისტორია რომ არ იცი კი მივხვდი ახლა პირველად საყურეები კაცების სამშვენისი იყო და არა ქალების ძველ რომში მეომრებს ფარის ფორმის საყურე ეკეთათ მეკობრეებზე აღარაფერს ვამბობ ! და ქართველებსაც ეკეთათ საყურეები, კაბებიც ეცვათ და გრძელი თმებიც.... ეეეეეხ. ქართველი ბიჭი მიდის ქუჩაში....... ნუთუ იმისთვის ვიბრძოდით? ,,ყურზე საყურით”
შე დალოცვილო ისტორია რომ არ იცი კი მივხვდი ახლა პირველად საყურეები კაცების სამშვენისი იყო და არა ქალების ძველ რომში მეომრებს ფარის ფორმის საყურე ეკეთათ მეკობრეებზე აღარაფერს ვამბობ ! და ქართველებსაც ეკეთათ საყურეები, კაბებიც ეცვათ და გრძელი თმებიც.... ეეეეეხ.
1. ვან რეინი _ აი ვინ წერს ამას :) მართლაც რომ საინტერესო ხალხი ვართ ქართველები... უსაზღვროდ საინტერესო :) ვან რეინი _ აი ვინ წერს ამას :) მართლაც რომ საინტერესო ხალხი ვართ ქართველები... უსაზღვროდ საინტერესო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|