ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მესამე
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2010


წერილი ჩემს პატარას...

სად იზრდები,პატარავ?
სად იზრდები,სადა?
შენი მამა არ არის,
იქ არ არის მამა.
ვინ გზრდის,ჩემო პატარავ-
ქარი გადამპრენი?
ჭრელ ფერების კამარა?
მზე სინათლის მფენი?
აქ არა ხარ,პატარავ.
გული მტკივა ძლიერ.
ცხრამეტწლისას ჭაღარა
მივაჟკაცებს იერს.
როგორ მინდა,პატარავ,
ხელი რომ ჩაგჭიდო.
შენი მზერა ცანცარა
ნერვის ძაფით ვიგრძნო.
როგორ მინდა,პატარავ,
რომ გაკოცო შუბლზე.
მე ბიჭუნა აღარ ვარ-
კაცი მდგარი მუხლზე.
მითხარ,ჩემო პატარავ,
რად დაგმალეს,რადა?
შენი მამა სად არის,
დაგიკარგეს სადა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები