გალაქტიკა, მზის სისტემა, დედამიწა, ევროპა, საქართველო, ხაშური... ყინულნარევი მარტინი ვერცხლის ვარაყიან ბროლის პატარა ჭიქებში პირდაპირ გერმანიიდან, ტაბიძის ქუჩაზე. "ტკბილ სუფრას" ჩვენ ვამშვენებთ, სწორედაც რომ ვამშვენებთ... ვსაუბრობთ, არა ამას საუბარი კი არა, ენის მოფხანა უფრო ჰქვია. ვსაუბრობთ ყველაფერზე, წარსულით ვიწყებთ მერე კი, აწმყოზე რჩევას მთხოვ. მე გაოგნებული გიყურებ და მტკივა შენი ყველა ჭრილობა რომელიც ჩემსას ჰგავს... ვხვდები, შენში ჩემი ცხოვრების წარსულს ვხედავ და მე მაქვს შანსი (ასეთი კი ცოტას აქვს), საკუთარი შეცდომები გამოვასწორო სხვაში. ეს ხომ უნიკალური შემთხვევაა... ამაზე ბევრი ოცნებობს, ეს იგივე წარსულში დაბრუნება და ცხოვრების ხელახლა დაწყებაა, ეს სტიმულია მომავლისა რომელიც მაგალითი უნდა იყოს შენთვის რადგან მერე გამოსწორება აღარაფერს დასჭირდეს... წვიმს, თუმცა არ ვდნებით. ხელს მხვევ და მასში ვგრძნობ ნდობას, სითბოს, მომავლის რწმენას, იმედს გაზაფხულის და სიყვარულს. გეხვევი და შენი სითბო მწვავს... სული გიხურს მაშინ როცა სხვებს ეყინებათ. ჩემი უბრალო და თან ბრალიანი, ჩემი ამაყი და თან თავმდაბალი, ჩემი უდარდელი და თან სევდიანი, ჩემი სულელი და თან ჭკვიანი, ჩემი გულღია და თანაც იდუმალი პატარა გოგო ხარ და მე შენ ძალიან მტკივიხარ, მინდა აღარ მტკიოდე და მიხაროდე... თავსხმა წამოვიდა, მაგრამ ჩვენ ხომ ასეთ წვიმაშიც შეგვიძლია ვისეირნოთ?.. როგორც მამიდაშენი იტყოდა ჩვენთვის არ წვიმს... ჩვენ შეგვიძლია სითბო მოვახუროთ ერთმანეთს და ვისაუბროთ იმ ენაზე რომელიც ორივემ კარგად ვიცით, დავტკბეთ ერთმანეთის პოვნით, და მდუმარე საუბრით გავათენოთ ნესტიანი ღამე...
პ.ს. ფინთიიი ეს შენ გუშინდელი დაპირებული ჩანახატი. გაკოცე და ხვალ გადმომირბინე, თორემ 20ში თბილისში უნდა ვიყო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. თუ ბბბოდიში და პროზაში?:):) თუ ბბბოდიში და პროზაში?:):)
14. რა ხდება ამ მგონი ლექსში?:) რა ხდება ამ მგონი ლექსში?:)
12. +5 :))) წარმატებები +5 :))) წარმატებები
11. ააქ რაღაც ბუდეააა :-?? ააქ რაღაც ბუდეააა :-??
10. ჩემი უბრალო და თან ბრალიანი, ჩემი ამაყი და თან თავმდაბალი, ჩემი უდარდელი და თან სევდიანი, ჩემი სულელი და თან ჭკვიანი, ჩემი გულღია და თანაც იდუმალი პატარა გოგო ...
ჰო :) ეს ჩვენი ლილიტია :) :-* ჩემი უბრალო და თან ბრალიანი, ჩემი ამაყი და თან თავმდაბალი, ჩემი უდარდელი და თან სევდიანი, ჩემი სულელი და თან ჭკვიანი, ჩემი გულღია და თანაც იდუმალი პატარა გოგო ...
ჰო :) ეს ჩვენი ლილიტია :) :-*
9. შენში ჩემი ცხოვრების წარსულს ვხედავ და მე მაქვს შანსი (ასეთი კი ცოტას აქვს), საკუთარი შეცდომები გამოვასწორო სხვაში. ამ წინადადებამს თითქოს სხვა მიმართულებით უნდა წაეყვანა თხრობა...:) მომწონს ავტორი...:) შენში ჩემი ცხოვრების წარსულს ვხედავ და მე მაქვს შანსი (ასეთი კი ცოტას აქვს), საკუთარი შეცდომები გამოვასწორო სხვაში. ამ წინადადებამს თითქოს სხვა მიმართულებით უნდა წაეყვანა თხრობა...:) მომწონს ავტორი...:)
8. "და ჩვენც ვიფხანთ დიდი მონდომებით". ----> ეს წინადადება მოაშორე ოღონდ, რა?
და რამდენიმე კორექტურაა, მიხედე! გალაკტიკა, -----> გალაქტიკა წვიმსთუმცა -----> წვიმს, თუმცა თავსხმა ეამოვიდა ------> წამოვიდა მდუმარე საბრით -------> საუბრით
კარგია... :))) "და ჩვენც ვიფხანთ დიდი მონდომებით". ----> ეს წინადადება მოაშორე ოღონდ, რა?
და რამდენიმე კორექტურაა, მიხედე! გალაკტიკა, -----> გალაქტიკა წვიმსთუმცა -----> წვიმს, თუმცა თავსხმა ეამოვიდა ------> წამოვიდა მდუმარე საბრით -------> საუბრით
კარგია... :)))
7. იქნებ საღამოს სასეირნოდ მაინც გამომიშვან და მაშინ გნახავ.. :)) იქნებ საღამოს სასეირნოდ მაინც გამომიშვან და მაშინ გნახავ.. :))
6. ძალიან გულწრფელად დაწერილია და ამიტომ მომეწონა:) ძალიან გულწრფელად დაწერილია და ამიტომ მომეწონა:)
5. მთელი მუღამიც მაგაში იყო, რომ ჩვენ მასე დავლიეთ, და მარტო მარტინი? ისე რამ აგვარევინა ერთმანეთში სამი სასმელი?.. :)) ხარი ხართან დააბის "პონტი" იყო ზუსტად. და რამდენი ვინმე ვინატრეთ ჩვენს გვერდით... ისე ერთი ზარი და მათი უმრავლესობა იქ გაჩნდებოდა. შენ რას იტყვი გვანც?.. :-* გკოცნით გეხვევით და წავედი ოღონდ დროებით... არავის ქონდეს ილუზია რომ საერთოდ წავალ :)) მთელი მუღამიც მაგაში იყო, რომ ჩვენ მასე დავლიეთ, და მარტო მარტინი? ისე რამ აგვარევინა ერთმანეთში სამი სასმელი?.. :)) ხარი ხართან დააბის "პონტი" იყო ზუსტად. და რამდენი ვინმე ვინატრეთ ჩვენს გვერდით... ისე ერთი ზარი და მათი უმრავლესობა იქ გაჩნდებოდა. შენ რას იტყვი გვანც?.. :-* გკოცნით გეხვევით და წავედი ოღონდ დროებით... არავის ქონდეს ილუზია რომ საერთოდ წავალ :))
4. მარტინის ყინული არ უხდება, გემოს და სამკურნალო თვისებებს უკარგავს და არც პატარა ჭიქა - არომატს ვერ აღიქვამ... მარტინის ყინული არ უხდება, გემოს და სამკურნალო თვისებებს უკარგავს და არც პატარა ჭიქა - არომატს ვერ აღიქვამ...
3. კლარას ლექსები ღრმად შევისუნთქე წუხელვე... იქნებ დღესაც გამოძვრე როგორმე რა. მზიას მე ვთხოვ თუ გინდა. :* ;;) უარს ხომ არ მეტყვის... კლარას ლექსები ღრმად შევისუნთქე წუხელვე... იქნებ დღესაც გამოძვრე როგორმე რა. მზიას მე ვთხოვ თუ გინდა. :* ;;) უარს ხომ არ მეტყვის...
2. ვაიმეეეეე ჩემიი თბილიიი......აბა მართლაც რა მაგარი საღამო იყო გუშინ...გიჟური,წვიმიანი და თან ალკოჰოლით გაჟღენთილი... :)) ვაიმეეეეე ჩემიი თბილიიი......აბა მართლაც რა მაგარი საღამო იყო გუშინ...გიჟური,წვიმიანი და თან ალკოჰოლით გაჟღენთილი... :))
1. ჩანახატიო და პროზაში? ჩანახატიო და პროზაში?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|