ჩემი გრძნობები დღეს ხომ ისევ შენზე მღერიან, ჩემთან ღრუბლები იკარგება ვარდისფერ ალში, შენი თითებიც ხომ თლილი და თეთრი ფერია, ვიდრე კლავიშით მელოდიას სინაზეს აცლი.
ჩემი ლექსებიც დღეს უბრალოდ – მელანქოლია… გაიშიშვლებენ სხეულს როგორც შეშლილი რაში, მოგონებები ლალის თვლებად კვლავ ენთებიან, შესაშური მაქვს სიყვარული და ვნებების მარში.
სამრეკლოს ზარებს აგუგუნებს შენი ფერწერა, ვცდილობ დაგხატო მომღიმარი, ცეკვისას ქარში, ჩემთან გვირილებს სულ ერთ ფურცელს ევედრებიან, რომ ეზიარონ სიყვარულის ხელოვან აჩრდილს.
შენი სურნელი - დღეს უბრალოდ ჩემში მეტია ვიდრე სტრიქონი ეურჩება ატმის ნორჩ ყვავილს, მაგ თვალებიდან ვიცი სითბო უფრო მეტია, ვიდრე სიცივე იანვრიდან ნარჩენი - აპრილს.
მინდა მოგიყვე, გესაუბრო – შენ ჩემთვის ერთო, მინდა გაგანდო ემოცია სულს რომ მიშფოთებს, მინდა გისურვო, შემოგკადრო, შენ – ჩემზე მეტო, რომ შენი სუნთქვა მირჩევნია ყვითელ მიმოზებს.
ახლა – საოცარ დუმილს ვითხოვ, შენგან ნაჩვევი, სუნთქვაც არ მინდა გავიგონო ჩემი თავისაც... მე მოგიძღვენი ეს ლექსები როგორც განდეგილს, უფალი უძღვნის ნეტარებას, რწმენას, საფიცარს... მიმიღე ისე – თითქოს სული მეყიდოს შენგან, და ამაშორე შენს გარეშე ყოფნის ტკივილი, მინდა დამინდო სასულეთში, ჩვევა მიწიდან... ცოდვადშობილი ანგელოზის ფრთების კივილი.
შენ ჩემი დღეს ხარ, მეც მოგანდე დღეს სული ჩემი, მინდა შენს გვერდით მივაღწიო ცხოვრების კიდეს, და თუ შენ ჩემსკენ მომავალ გზას ასე ღალატობ, მე თვითონ მოვალ... და თვითონვე მოგტაცებ რითმებს. : )
20 აგვისტო. 2010წ. მარიამა კიკნაველიძე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. :)))))) წარმატებებიუსი 5555 :)))))) წარმატებებიუსი 5555
16. ხო,ეხლა რა:_ წავიკითხე ყველა,უმეტესობა სუსტია,თუმცა ნიჭი აშკარად იგრძნობა ამ ავტორში და ვიმედოვნებ რომ დაიხვეწება.... ამ ლექსზე ვიტყოდი არაუშავსთქო+7 და აგვედი. წარმატებები ავტორს და მოვალ აქ კიდევ;) ხო,ეხლა რა:_ წავიკითხე ყველა,უმეტესობა სუსტია,თუმცა ნიჭი აშკარად იგრძნობა ამ ავტორში და ვიმედოვნებ რომ დაიხვეწება.... ამ ლექსზე ვიტყოდი არაუშავსთქო+7 და აგვედი. წარმატებები ავტორს და მოვალ აქ კიდევ;)
15. ჰო ახალი ვარ ) მადლობა ჰო ახალი ვარ ) მადლობა
14. შენ ეტყობა ახალი ხარ ამ საიტზე... :) წარმატებებს გისურვებ შემოქმედებით საქმიანობაში! ;) ;) ;) შენ ეტყობა ახალი ხარ ამ საიტზე... :) წარმატებებს გისურვებ შემოქმედებით საქმიანობაში! ;) ;) ;)
13. შრომის გაკვეთილზე დაწერილი მარში:
ტაშ, ტაშ ტაშ, ტარამ ტარამ, მრავალჟამიეერ.. ტუუუშ ტუშ, ტურუმ ტურუმ მრავალჟამიეეეეეეეეეეეეეეეერ :)) შრომის გაკვეთილზე დაწერილი მარში:
ტაშ, ტაშ ტაშ, ტარამ ტარამ, მრავალჟამიეერ.. ტუუუშ ტუშ, ტურუმ ტურუმ მრავალჟამიეეეეეეეეეეეეეეეერ :))
12. მადლობაა დიდი მადლობაა დიდი
11. კარგი ლექსია და თან მეხუთე კომენტარის ბოლო ნაწილსაც ვეთანხმები:) კარგი ლექსია და თან მეხუთე კომენტარის ბოლო ნაწილსაც ვეთანხმები:)
10. : ) )) მიგიხვდი მიგიხვდი : ) მადლობ : ) : ) )) მიგიხვდი მიგიხვდი : ) მადლობ : )
9. ღიმილი კომენტარებში და მიმოწერაში ... ლექსში გრძნობას სიტყვები უნდა გადმოსცემდნენ და არა სმაილები,იმედია მიმიხვდი :)
კარგი გოგო ხარ. ღიმილი კომენტარებში და მიმოწერაში ... ლექსში გრძნობას სიტყვები უნდა გადმოსცემდნენ და არა სმაილები,იმედია მიმიხვდი :)
კარგი გოგო ხარ.
8. რატო მოვაშორო ? : ) რატო მოვაშორო ? : )
7. აჰმ...ჰო..ნორმალურია..
მე-2 კომენტარიი :) :)
გვირილები-ვო..
მივაჭედე 5 რულსმანი,ოღონდ ლექსის ბოლოდან ღიმილაკი მოშალე... აჰმ...ჰო..ნორმალურია..
მე-2 კომენტარიი :) :)
გვირილები-ვო..
მივაჭედე 5 რულსმანი,ოღონდ ლექსის ბოლოდან ღიმილაკი მოშალე...
6. მადლობათ ყველას... : ))) დიიიდი :* მადლობათ ყველას... : ))) დიიიდი :*
5. მიმიღე ისე – თითქოს სული მეყიდოს შენგან, და ამაშორე შენს გარეშე ყოფნის ტკივილი
ნაშრომი ლექსია მიმიღე ისე – თითქოს სული მეყიდოს შენგან, და ამაშორე შენს გარეშე ყოფნის ტკივილი
ნაშრომი ლექსია
4. ნორმალურია. კარგია ნორმალურია. კარგია
3. შენი თითებიც ხომ თლილი და თეთრი ფერია,
ო ეგეთი თითები!.. 5 შენი თითებიც ხომ თლილი და თეთრი ფერია,
ო ეგეთი თითები!.. 5
2. სამრეკლოს ზარებს აგუგუნებს შენი ფერწერა, ვცდილობ დაგხატო მომღიმარი, ცეკვისას ქარში, ჩემთან გვირილებს სულ ერთ ფურცელს ევედრებიან, რომ ეზიარონ სიყვარულის ხელოვან აჩრდილს.
კარგია... განსაკუთებით ლურსმანს მოეწონება, გვირილებიოო :):):) სამრეკლოს ზარებს აგუგუნებს შენი ფერწერა, ვცდილობ დაგხატო მომღიმარი, ცეკვისას ქარში, ჩემთან გვირილებს სულ ერთ ფურცელს ევედრებიან, რომ ეზიარონ სიყვარულის ხელოვან აჩრდილს.
კარგია... განსაკუთებით ლურსმანს მოეწონება, გვირილებიოო :):):)
1. შენი სურნელი - დღეს უბრალოდ ჩემში მეტია ვიდრე სტრიქონი ეურჩება ატმის ნორჩ ყვავილს, მაგ თვალებიდან ვიცი სითბო უფრო მეტია, ვიდრე სიცივე იანვრიდან ნარჩენი - აპრილს.
:) ბოლო კუპლეტში შენ ჩემი დღეს ხარ---->დღეს შენ ჩემი ხარ ჯობია მგონი :) აბა ნახეე? :) შენი სურნელი - დღეს უბრალოდ ჩემში მეტია ვიდრე სტრიქონი ეურჩება ატმის ნორჩ ყვავილს, მაგ თვალებიდან ვიცი სითბო უფრო მეტია, ვიდრე სიცივე იანვრიდან ნარჩენი - აპრილს.
:) ბოლო კუპლეტში შენ ჩემი დღეს ხარ---->დღეს შენ ჩემი ხარ ჯობია მგონი :) აბა ნახეე? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|