ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კუნძული
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2010


.......

პატარა სოფლად პატარა წყარო
ადიდებულა როგორც მდინარე
იტანჯებოდა აღელვებული
თავის ცოდვიდან გამომდინარე
წყაროსთან თურმე ერთი წლის წინათ
მამამ და შვილმა წყალი აიღო
უეცრად გიჟი წვიმა მოვარდა
ბავშვი შეინდო, მამა წაიღო.
ეს ისტორია გაიგო ყველამ
წყაროს არავინ ეკარებოდა
ყველას შეძულდა მხოლოდ 4 წლის
პატარა გოგოს ებრალებოდა.
ერთხელ წყაროზე მიმავალ გოგოს
ჩუმი ნაბიჯით გამოყვა დედა
როცა პატარა წყაროსთან ნახა
საწყალს შიშიდან დაეცა ელდა
დედამ ხმამაღლა უყვირა გოგოს
მეტი არ გნახო ამ წყეულ წყალზე
პატარა ბავშვი ჩაიკრა გულში
ობოლი ცრემლი მოადგა თვალზე.
ღვთის განგებით კი უეცრად წყარო ალაპარაკდა
ზღაპრად უამბო პატარა გოგოს მისი ტკივილი
დედა წავიდა პატარა გოგო წყაროსთან დარჩა
როგორც ზღაპარში ისე დაიწყეს ჩუმად ტირილი
მას შემდეგ გოგო ყოველდღიურად წყაროსთან დადის
რადგან წყაროსთან საუბრისას ეშვება გული
ერთად ლოცულობს წყაროც და გოგოც რადგან ადიდონ
ერთმა მსხვერპლის და მეორემ კიდე მამიკოს სული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები