ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2010


გურჯი მეფაიტონე

უცხო ქალაქი! - თითქოს ისე ახლოა ჩემთან,
მეწამულ ქუჩებს საქართველოს სურნელი აწევთ...
მემლექეთს თრთოლვით შავ ღვინოში ჩაძირულს შესვამს -
ოდესღაც გურჯი (ახლა თურქი) მეფაიტონე.

არც მზე შეცვლილა! ლილისფერი იღვრება ზეცა...
(ხშირად, რომ ცრემლი წამოსკდება ჩამოშლილ კედლებს)
(ფრესკაზე - ასე უსაშველოდ ტიროდა დედა -
ღვთისა და ჩუმი ლოცვა ტკივილს ანელებს!)

დუღდა სისხლი და ქართველობა რჩებოდა ფურცლებს,
ახლა გურჯების დიალექტი თქვენამდე დამყვა!
მშობლიურს ისევ იხსენებდა მეფაიტონე:
"ნენე - ნეტავი გურჯისტანი კიდევ მანახა"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები