ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კუნძული
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2010


მიპასუხეთ და... გპირდებით, რომ გარდავიქმნები.

საოცრებაა, როცა გრძნობ, რომ ვერაფერს ვერ გრძნობ...
გინდა რაღაცა (მაგრამ, რა?) და ფიქრს კვლავ განაგრძობ:

ვეღარც შენს თავს გრძნობ, ვეღარ ბედავ თუნდაც მეტის თქმას...
მიშველეთ ვინმემ, უპასუხეთ ამ ერთ შეკითხვას:

მინდა დავწერო ლექსი, პროზა, თუნდაც მითები.
ვრჩები წერას და... ტრაგედია: მტკივა თითები!.

ლექსის წერის დროს რად არ მტოვებს მწარე ფიქრები?
მიპასუხეთ და... გპირდებით, რომ გარდავიქმნები.




                        (დიდი მადლობა ქალბატონ თამარს დახმარებისათვის)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები