 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 31 აგვისტო, 2010 |
მიყვარს: აღმზრდელი ქვეყანა, მისი მადლი და ჯავარი, ქვევრში ყურძნისა ღუდღუდი, ხორაგით სავსე მარანი.
ვერხვ-მუხა ტყეთა შრიალი, ალმასის ჩანჩქერთ შხუილი, ანკარა წყაროს რაკრაკი, სერზე რუხი მგლის ყმუილი.
ცაზე ვარსკვლავთა ციმციმი, ცისარტყელების ღიმილი, სიღრმემდე გულის შემძრავი, თეთრი არწივის კივილი.
მიყვარს მე მისი ყვავილი, ხელადუქმნელი ფერების, მთვარე-მზის ოქრო და ვერცხლი, ღუღუნი თეთრი მტრედების.
ენა ქართული მდიდარი, გულღია, დარბაისელი, ცეცხლივით მნათი, მგზნებარე, მოჭირნახულე და ქველი.
დედის ძუძუსთან ნაწოვი მიწის წვენი და ცის მადლი, ჩემი სამშობლოს საუნჯეს, ქვეყნად ვერაფერს შევადრი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ვერხვ-მუხა ტყეთა შრიალი, ალმასის ჩანჩქერთ შხუილი, მეც მიყვარს...:) ვერხვ-მუხა ტყეთა შრიალი, ალმასის ჩანჩქერთ შხუილი, მეც მიყვარს...:)
6. ცაზე ვარსკვლავთა ციმციმი, ცისარტყელების ღიმილი, სიღრმემდე გულის შემძრავი, თეთრი არწივის კივილი.
555 კარგი, გულიანი ლექსია.
ცაზე ვარსკვლავთა ციმციმი, ცისარტყელების ღიმილი, სიღრმემდე გულის შემძრავი, თეთრი არწივის კივილი.
555 კარგი, გულიანი ლექსია.
5. ხო, ესეც შესასწორებელია:
ვერხვ-მუხრან ტყეთა შრიალი, -----> მუხრანი - სახელია და ტყე - მუხნარია... :)
ვერხვ-მუხნარ ტყეთა შრიალი.... ხო, ესეც შესასწორებელია:
ვერხვ-მუხრან ტყეთა შრიალი, -----> მუხრანი - სახელია და ტყე - მუხნარია... :)
ვერხვ-მუხნარ ტყეთა შრიალი....
4. დედის ძუძუსთან ნაწოვი, -------> მძიმე არ უნდა! მიწის წვენი და ცის მადლი,
ეს ასე რომ შეცვალო?
ძუძუსთან ერთად ნაწოვი მიწის წვენი და ცის მადლი....
იმიტომ, რომ ძუძუს წოვასთან ისედაც დედის ძუძუ იგულისხმება... :))) დედის ძუძუსთან ნაწოვი, -------> მძიმე არ უნდა! მიწის წვენი და ცის მადლი,
ეს ასე რომ შეცვალო?
ძუძუსთან ერთად ნაწოვი მიწის წვენი და ცის მადლი....
იმიტომ, რომ ძუძუს წოვასთან ისედაც დედის ძუძუ იგულისხმება... :)))
2. "დედის ძუძუსთან ნაწოვი, მიწის წვენი და ცის მადლი, ჩემი სამშობლოს საუნჯეს, ქვეყნად ვერაფერს შევადრი"
გულიდან წამოსულია... კიდევ უკეთესები!...
"დედის ძუძუსთან ნაწოვი, მიწის წვენი და ცის მადლი, ჩემი სამშობლოს საუნჯეს, ქვეყნად ვერაფერს შევადრი"
გულიდან წამოსულია... კიდევ უკეთესები!...
1. დედის ძუძუსთან ნაწოვი, მიწის წვენი და ცის მადლი, ჩემი სამშობლოს საუნჯეს, ქვეყნად ვერაფერს შევადრი.
ოხ შენ შემოგევლე ჯიგარში ...
დედის ძუძუსთან ნაწოვი, მიწის წვენი და ცის მადლი, ჩემი სამშობლოს საუნჯეს, ქვეყნად ვერაფერს შევადრი.
ოხ შენ შემოგევლე ჯიგარში ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|