ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2010


ნაზი ფანტელი

თეთრ დუმილს არღვევს ნაზი ფანტელი
და ცივი თოვლი ხვდება მსმენელად.
გაყინულია სულის ძაფები,
გარიყულია გული, გონება,
და მეფობს ხორცის თეთრი სხეული,
და ის სინაზე წეღან რომ მოკვდა,
ამ სიუხეშეს იყო წვეული,
ამ სიუხეშეს ერგო მშენებლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები