სიმთვრალისგან ბარბაცებენ ღრუბლები, სისხლისფერი მთვარე ხეში გაჩრილა, მინდა გითხრა, მაგრამ ვერ გეუბნები, თუ რა ვნახე გუშინ ჩემი ფანჯრიდან...
შენი ქოლგა წვიმის წვეთებს ართობდა, ქვაფენილზე შენი ქუდიც დავლანდე, ღმერთო, შიში ასე თუ დამათრობდა იმ წამს ალბათ შენ პირადად გამანდე...
გავიგონე მანქანების კივილი, ხალხი უმალ გაჩნდა სახლის კარებთან, როგორ მსურდა შემძლებოდა სირბილი... შენს ოცნებებს ქარი მიაქანებდა. . .
წუთი წამებს უცნაურად უკრავდა, ხის ტოტები დაგყურებდნენ ამრეზით, შენი ქოლგა ტალღებში მიცურავდა, ღმერთო ახლა რატომ არვინ არ მესვრით?
არ მინდოდა შენი თვალი მენახა, სიმარტოვით სიკვდილივით ჩამქრალი, ჩემთვის ისევ საოცნებო შენა ხარ, უშენობას ისევ ჩემს თავს ვაბრალი...
სიმთვრალისგან ბარბაცებენ ღრუბლები, სისხლისფერი მთვარე ხეში გაჩრილა, მინდა გითხრა, მაგრამ ვერ გეუბნები, მეც გადავხტი ქოლგით ჩემი ფანჯრიდან. . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. საღოლ +2 ... ბოლო სწროფამდე ამრეზით ვუყურებდი, მაგრამ ბოლოს მართლა რო მაგრა აგვირგვინებ. მარტო ბოლო სწროფად ღირს ეს ლექსი საღოლ +2 ... ბოლო სწროფამდე ამრეზით ვუყურებდი, მაგრამ ბოლოს მართლა რო მაგრა აგვირგვინებ. მარტო ბოლო სწროფად ღირს ეს ლექსი
5. მინდა გითხრა, მაგრამ ვერ გეუბნები, მეც გადავხტი ქოლგით ჩემი ფანჯრიდან. . .
მომეწონა : )
+2 მინდა გითხრა, მაგრამ ვერ გეუბნები, მეც გადავხტი ქოლგით ჩემი ფანჯრიდან. . .
მომეწონა : )
+2
4. ლავ სთორია აღწერილი ფაქტიურად.. წწწ.პიკზო.ქომზე რომ დადო ბრდღვნა წავა ამაზე )) წარმატებები +1 ლავ სთორია აღწერილი ფაქტიურად.. წწწ.პიკზო.ქომზე რომ დადო ბრდღვნა წავა ამაზე )) წარმატებები +1
3. სევდიანი ისტორიაა,მაგრამ ცოტა არეულივით მომეჩვენა...ან გადატვირთულივით. ქუდი...ქოლგა..ქარი...წვიმა...ღრუბლები...მთვარე.... წარმატებები. სევდიანი ისტორიაა,მაგრამ ცოტა არეულივით მომეჩვენა...ან გადატვირთულივით. ქუდი...ქოლგა..ქარი...წვიმა...ღრუბლები...მთვარე.... წარმატებები.
2. მიღიღინებს რიტმი, მაგრამ ლექსი არ მომეწონა!!
შინაარსი კი აქვს ამატირები,მარა არ ვიტირებ მაინც;) მიღიღინებს რიტმი, მაგრამ ლექსი არ მომეწონა!!
შინაარსი კი აქვს ამატირები,მარა არ ვიტირებ მაინც;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|