| ავტორი: ლომთაძე ჟანრი: პოეზია 5 სექტემბერი, 2010 |
გამოვედევნე სიზმარს-ნანატრ საკალმახეებს, ვიფიქრე: " ჭია-სატყუარა რას გამახელებს".
დავხარბდი ფართე კალაპოტს და სივრცის სიახლეს, ეს სიფართე კი, უფრო მეტ ნეხვს, ნაგავს მიათრევს.
გამოვექეცი ვიწროებს და წყალთა სიცივეს, თუმც კი ვიცოდი ბარს იმღვრევა მთას რომ იწვიმებს.
და თუ ოდესმე, ვინმე ოდესმე ჩემს ამბავს დაწერს, მოყვება ალბათ, რომ ვერ ავცდი მღვრიეში ფაცერს.
ახლა ვაფასებ ჩემს ხევს და ჩქერებს თავქაფიანს, როდესაც ირგვლივ ბაზარი-მყრალი ქალაქია.
ეპიგონისას დაემსგავსა აქ ყოფა ნახატს. ნაოცნებარი საკალმახე გადმექცა დახლად.
დახლზე ნათრევი, ნატანჯი და ტყავგახეხილი, ჩარჩის ხელში ვარ მომწყვდეული, ღარიბ გლეხივით.
თავს მადგას, სქელი, უთუოდ კარგად, ნასვამ-ნაჭამი და რა ფასადაც უნდა მყიდის ქლესა ვაჭარი.
იქნება ჯობდა ბარად სიზმრებს არ მოვყოლოდი, დავრჩენილიყავ ჩქერში, მაგრამ მთაში ბოლომდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ძალიან კარგია :)
ძალიან კარგია :)
8. საინტერესოა არადა გემრიელია ეგ ოხერი თევზი( კალმახია როგორც ჩანს) განსაკუთრებით ხელით დაჭერილს აქვს გემო, აქ ნახსენებ პატარა ღელეებში... საინტერესოა არადა გემრიელია ეგ ოხერი თევზი( კალმახია როგორც ჩანს) განსაკუთრებით ხელით დაჭერილს აქვს გემო, აქ ნახსენებ პატარა ღელეებში...
7. კარგი თევზია , ჭკვიანი...:) მაგრამ რომ არის გვიანი?...
კარგი თევზია , ჭკვიანი...:) მაგრამ რომ არის გვიანი?...
6. "გამოვედევნე სიზმარს-ნანატრ საკალმახეებს, ვიფიქრე: " ჭია-სატყუარა რას გამახელებს".
"იქნება ჯობდა ბარად სიზმრებს არ მოვყოლოდი, დავრჩენილიყავ ჩქერში, მაგრამ მთაში ბოლომდე."
კარგი მიგნებაა სათქმელისთვის! ხშირად ვცდებით ხოლმე "სატყუარათი"... "გამოვედევნე სიზმარს-ნანატრ საკალმახეებს, ვიფიქრე: " ჭია-სატყუარა რას გამახელებს".
"იქნება ჯობდა ბარად სიზმრებს არ მოვყოლოდი, დავრჩენილიყავ ჩქერში, მაგრამ მთაში ბოლომდე."
კარგი მიგნებაა სათქმელისთვის! ხშირად ვცდებით ხოლმე "სატყუარათი"...
5. იქნება ჯობდა ბარად სიზმრებს არ მოვყოლოდი, დავრჩენილიყავ ჩქერში, მაგრამ მთაში ბოლომდე.
5 იქნება ჯობდა ბარად სიზმრებს არ მოვყოლოდი, დავრჩენილიყავ ჩქერში, მაგრამ მთაში ბოლომდე.
5
4. იქნება ჯობდა ბარად სიზმრებს არ მოვყოლოდი, დავრჩენილიყავ ჩქერში, მაგრამ მთაში ბოლომდე.
მაგარია, მესმის შენი გულის ფეთქვა, გაიხარე, ავტორო! 555 იქნება ჯობდა ბარად სიზმრებს არ მოვყოლოდი, დავრჩენილიყავ ჩქერში, მაგრამ მთაში ბოლომდე.
მაგარია, მესმის შენი გულის ფეთქვა, გაიხარე, ავტორო! 555
3. აზრი კარგია უდავოდ, მაგრამ ალაგ-ალაგ ლექსის რიტმი ირღვევა სერიოზულად აზრი კარგია უდავოდ, მაგრამ ალაგ-ალაგ ლექსის რიტმი ირღვევა სერიოზულად
2. იგავ-არაკია ფაქტობრივად იგავ-არაკია ფაქტობრივად
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|