ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უფლისციხე
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2010


...და უეჭველად ქალი; ვნებით მჩქეფარე და თვალით უცხო, როგორც მეძავი ბაბილონისა!...

  ეძიე ქალი !
ფრანგული შეგონება ღაღადებს უთავბოლო ჭეშმარიტებას...
გული ვერ ეძებს ქალს,
ვიდრე მის სხეულს - ლერწმის ტოტივით მოქნილ ბროლისქვას
არ შეუერთებს თავდავიწყებას!...
        ვიდრე ყელს ქვემოთ, უძირო ვნებას,
        მცხუნვარე მზეზე,
        თეთრვარდისფერად შეკიდულ ორ მწიფე მტევნას
        არ გაახელებს და აწკრულს არ მიიკრავს გულის კარიბჭეზე.
გული ვერ ეძებს ქალს ვერა, ვერა,
ალუბლად დახეთქილ  წითელ ბაგეებს როცა ჰკოცნის და ეალერსება...
                ...................................................             
                როცა გაძღება სხეული ხორცით -
                ჭეშმარიტებას ნაზიარევი,  საამო ომით...
ურცხვი თითებით სიწმინდეებს დაუწყებს თამაშს...
როს ბოლო ბოლო წერტილს დაუსვამს სარეცლის ამბავს,
                მერე იგრძნობს და მერე ჩასწვდება  ქალის გენიას...
                მის სულის სიღრმეს - უძირო უფსკრულს, საცქერლად ვნებიანს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები