ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2010


ცხოვრება ბრძოლაა, ლუციფერ

ცხოვრება ბრძოლაა, ლუციფერ
სიკვდილის კარიბჭის სავალთან
მიიწევ სინათლის ლოდინში
ესწრაფვი სიამეს სამკალთა.

ცხოვრება ხიდია ლუციფერ
სამყაროს ნაცრისფერ კიდეზე
ამ ხიდზე გავდივართ ყველანი
არ ვუფრთხით ხელშემშლელ მიზეზებს.

ცხოვრება რბოლაა ლუციფერ
სიკვდილის სწრაფვაში მავალი
სინათლის აჩრდილთა მეუფეს
სევდა აქვს თავისთვის მრავალი.

ცხოვრება ომია ლუციფერ
მიარღვევ, მიაპობ ნიავქარს
და შენი განდგომაც ღვთისაგან
აჩრდილთან ბრძოლას მიაგავს.

იმედს არ კარგავ ლუციფერ
გჯერა, რომ შენ შეცვლი განგებას
ეს შენი იმედი მარადჟამს
მიაგავს შფოთიან ზმანებას.

ცხოვრება ბრძოლაა, ლუციფერ
სიკვდილის კარიბჭის სავალთან
მიიწევ სინათლის ლოდინში
ესწრაფვი სიამეს სამკალთა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები