 | ავტორი: გუკა ჟანრი: პროზა 7 სექტემბერი, 2010 |
დასაფლავებამ მშვიდად ჩაიარა, ყველანაირი გართულებების გარეშე. ბიჭები მიწას აბარებდნენ მათი ბავშვობის ძმაკაცს, თვალებზე ყველას ცრემლი ადგათ და ნამტირალევი სახეების დამალვასაც არ ცდილობდნენ. ისმოდა ქალების განწირული ტირილი, ნათესავების, ახლობლების, დათოს დედა იმდენად შოკში იყო რომ სერთოდ გათიშულიყო ამ სამყაროდან და ვერ აცნობირებდა რა ხდებოდა, მხოლოდ შიგადაშიგ მოთქვამდა ხოლმე: „ვაი შვილოო, ვაიიი, შენ მოგიკვდი შვილოო. მეც თან წამიყვანე, არ დამტოვო მარტო ...” თავში ყველას ერთი კითხვა უტრიალებდა ვის? ვის და რატომ უნდა მოეკლა დათო? - შაკო გიგამ დარეკა, ხვალ ჩამოდის თბილისში - რომელ საათზე? - დილის რეისით მოფრინავს - მაგრად დავიღალე, წამო წავიდეთ ბატონო კობა, მემგონი ჩვენი წასვლის დროა, ყველა წავიდა საფლავი დაცარიელდა – რიდით მოახსენა ერთ-ერთმა თანამშრომელმა შ.ს მინისტრის მოადგილეს - შეგიძლიათ მანქანებში ჩასხდეთ მეც მოვალ ხუთიოდე წუთში კობა დაიხარა დათოს საფლავთან და აქვითინდა. კობა და დათო ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ, ბაღიდან ერთად მოდიოდნენ. შემდგომ მათ მიერ არჩეულმა ცხოვრების სხვადასხვა გზამ დააშორა ბიჭები ერთმანეთს. კობა სასწავლებლის დამთავრების შემდგომ ლონდონში წავიდა საწავლებლად, სადაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო, ახალგაზრდა სტუდენტი კვალიფიკაციის ასამაღლებლად Scotland Yard –ში მიიწვიეს სადაც რამოდენიმე თვე მოსამზადებელ კურსებს გადიოდა. Scotland Yard –ში სტაჟირება გავლილ უკვე გამოცდილ და პერსპეკტიულ ახალგაზრდას საქართველოში, ძალოვან სტრუქტურებში, სამუშო ადგილის პოვნა არ გასჭირვებია. სამშობლოში დაბუნებულ კობას სულ მცირეოდენ ხანში ძალოვანი უწყებიდან ცნობა მოუვიდა მისი შ.ს მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ. დათო კი... უბრალო თბილისელი ბიჭი იყო რომელსაც რალი იტაცებდა და ხშირდ იღებდა მონაწილეობას, რამოდენიმეჯერ გაიმარჯვა კიდეც. - ნახე კობა? - კი - ნეტა ხვალ რა მოხდება... - ეეეჰ - რაო კობამ? ელაპარაკე? - ხო რა „ლაითად”. „საძაღლეთი” იყო, რაზე უნდა მელაპარაკა. ამათი დედა ვატირე, კაცის დაკრძალვასაც თუ ამდენი მილიციელი ჭირდებოდა პირველად ვნახე - მე სახლში გადავედი რა წავუძინებ, კობა თუ შეგეხმიანა გამაღვიძე. იმედია რამეს გაარკვევდა შაკო დასაძინებლად გავიდა სახლში, ლუკას კი დათოს სისხლიანი სახე არ ამოსდიოდა თავიდან, სწორედ ლუკა იყო დათოს გვერძე მისი სისცოცხლის ბოლო წუთებში, ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხა, ადგილზევე გარდაიცვალა, სისხლისგან დაიცალა. ლუკასაც უყვარდა რალი და ხშირად დაყვებოდა ხოლმე დათოს, იმ დღესაც კუს ტბაზე ერთად იყვნენ, როგორც ყოველთვის იხალისეს გაერთნენ ცოტა ფული წააგეს და უკან ბრუნდებოდნენ, როდესაც ეს ავტოკატასტროფა შეემთხვათ. უეცრად დათომ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდნენ. ლუკა გონებაზე იყო, არც მძიმე ჭრილობა ქონია რამე, დათო კი სისხლში იყო ამოსვრილი, სასაწრაფო რომ მოვიდა უკვე გარდაცვლილი დახვდათ. რამოდენიმე დღეში მოვიდა ექსპერტიზის პასუხი, პასუხი რომელმაც მრავალი კითხვა დაბადა. საქმე კი შემდგომში მდგომარეობდა: მანქანას მუხრუჭები ქონდა გადაჭრილი და საჭე გაჭედილი, რაც აშკარად არ იყო ავარიის შედეგი, ეს იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცამ სპეციალურად გადაჭრა მუხრუჭები, რათა ეს ავარია მომხდარიყო, ვიღაცას დათოს მოკვლა სურდა, მაგრამ ვის? იჯდა ლუკა და ამ კითხვაზე პასუხს ეძებდა გონებაში. - ლექსო შე ძველო, რაფერ ხარ თუ იცი? მუდამ მხიარულ ნოტაზე მყოფი ვანო მიესალმა ძმას - ვარ რა, როგორც შემეფერება, თქვენ როგორ ხართ? ლექსო მიესალმა ძმას და თეოს და გადაკოცნა ისინი. ბიჭები სად არიან? რატო არ მოვიდნენ? მოხდა რამე? ლექსოს გაუკვირდა ბიჭების არ ყოფნა, ეს პირველი შემთხვევა იყო, ამ ორი წლის განმავლობაში. ბიჭებს არც ერთი „პაემანი” არ გამოუტოვებიათ და ვანოსთან და თეოსთან ერთად დადიოდნენ ხოლმე ლექსოს სანახავად. - მოხდა ლექსო, მოხდა, მძიმედ ჩაილაპარაკა ვანომ - კარგით ბიჭებო თქვენ ისაუბრეთ მე მანმადე ზაურის ვნახავ, ჩაილაპარაკა თეომ და ძმები მარტო დატოვა. - რა მოხდა? - ლექსო გუშინ დათკა დავმარხეთ... ვანომ დეტალურად მოუყვა ლექსოს, დათუნას გარდაცვალების ამბავი. მოუყვა ისიც, რომ ბოლო ხანებში სერიოზულ პრობლემებში იყო გახვეული, რომ რალით იყო გატაცებული და ხშირად დიდ ფულსაც აგებდა ხოლმე. - ერთი თვის წინ სამიათასი ჩავუბარეთ, პირობა დადო მეტს აღარ ითამაშებდა, უკვე ბოლოს თავისი მანქანის გაყიდვასაც აპირებდა მაგრამ... ლექსო გაქვავებული იჯდა და უსმენდა ამ ამბავს, ყურებს არ უჯერებდა, სიზმარი ეგონა და თითქოს ელოდა როდის გამოფხიზლდებოდა. - ლექსო, ლექსოო გესმის? - ხო, ხო რა? რა თქვი? - რა და ამ დღეებში შენთან კობა აპირებს მოსვლას, შენი საქმის გადახედვა იწყება, ესე თქვა რამოდენიმე თვეში ყველაფერი მორჩებაო და უნდა დაგელაპარაკოს - ხო კარგია, ბიჭები როდის მოვლენ? - არ ვიცი, ლუკამ იცის რაღაც მგონი და ცდილობენ გაერკვნენ რა ხდება - კარგი. ლექსო შემობრუნდა და ბადრაგს გაყვანა თხოვა, ეს პირველი შემთხვევა იყო ამ ორი წლის განმავლობაში, როცა ლექსომ თეოსთან დაულაპარაკებლად დატოვა პაემნების ოთახი. „კამერაში” შესული მძიმედ დაეშვა ლოგინზე და თვალები ჭერს მიაშტერა. - რას ვიზამთ ლექსო ვწუხვარ, ცხოვრება მძიმეა! - ზაურ ის ჩემი ძმა იყო, ძმააა! - ვიცი, მესმის მაგრამ ... ვერაფერს ვეღარ უშველი ზაური ლექსოს დაჭერიდან რამოდენიმე თვეში აიყვანეს, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი და შემდგომ როგორც ხდება ხოლმე, რამოდენიმე გაუხსნელი დანაშაულიც ზედ მიაწერეს და ხუთ წლიანი განაჩენიც გამოუტანეს. ბედისწერამ ძველი ნაცნობები ერთ „კამერაში” მოახვედრა, ბევრჯერ ერთად „იხიპიშეს”, იჩხუბეს და დაძმაკაცდნენ კიდეც. - ალო, ლუკა შენ ხარ? - ხო კობა, რავა ხარ? - როგორ უნდა ვიყოთ აბა, სასწრაფოდ უნდა გნახოთ - სად შევხვდეთ? - შაკოსთან შეძლებ გამოსვლას? - კი, ერთ საათში შაკოსთან დამხვდით ლუკა: ვითომ რამე გაიგო? შაკო: რავიცი აბა, იქნებ იმ ვიდეო ჩანაწერზე ნახა რამე? ლუკა: არამგონია, მაგ ვიდეოს ასჯერ მაინც ვუყურეთ, მაგრამ უშედეგოდ. ლაპარაკი იყო იმ ვიდეო ფირზე რომელსაც ლუკა იღებდა რალის დროს, იგი ყოველთვის ესე იქცეოდა, შემდგომ ამონტაჟებდა და ერთობოდა ხოლმე. იმ დღესაც ყველაფერი გადაიღო და იმ იმედით რომ ფირზე რაიმე საინტერესოს ნახავდნენ, რომელიც დათუნას მკვლელამდე მიიყვანდა ბიჭებს, ეს ვიდეო ასჯერ მაინც ნახეს, თუმცა არაფერი მნიშვნელოვანი არ იყო გადაღებული, ყოველ შემთხვევაში შეუიარაღებელი თვალით არაფერი არ ჩანდა. ბიჭებმა ეს ვიდეო ფირი კობას გადასცეს, ოღონდ იმ პირობით, რომ მხოლოდ იგი ნახავდა და არავითარი პოლიცია. კობამ რამოდენიმე ახლო მეგობარი მოიშველია და ფირის შესწავლას შეუდგნენ. შაკო: კაკუნია, მემგონი კობაა კობა უხასიათოდ იყო, თვალები ჩასისხლიანებული ქონდა სახე შეშუპებული, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ლუკა: რა გჭირს? რას გავხარ? კობა: არაფერი უძილო ვარ შაკო: რამე გაარკვიე? კობა: კი, რამოდენიმე ჩემი ახლო ნაცნობი მოვიშველია ამ საქმის პროფესიონალები და დამნაშავის კვალსაც დავადექით შაკო: დაიცა დაიცა, მართალია შ.ს მინისტრი ხარ, მაგრამ ჩვენ თუ შეიძლება ჩვენთვის გასარკვევ ენაზე გველაპარაკე და სიტყვათა კომბინაცია „კვალსაც დავადექით” აგვიხსენი რას ნიშნავს კობა: ჯერ ერთი შ.ს მინისტრის მოადგილე შაკო: ხო რა, რა მნიშვნელობა აქ! კობა: მოკლედ ფირზე, ერთ კადრში, ჩანს ჩრდილი, რომელიც თქვენი მანქანის საბარგულთან ჩერდება და რამოდენიმე წამში უჩინარდება. ლუკა: მერე? სულ ეს არის? კობა: არა, ჩვენ ვიყავით კუს ტბაზე ზუსტად იმ ადგილას სადაც თქვენი მანქანა ეყენა და იმ მხარეს საითაც ჩრდილი გაუჩინარდა მხოლოდ ბუჩქებია, აი ბუჩქების უკან კი მოტოციკლის საბურავების ნაკვალევს მივაგენით, ეხლა კი ლუკა გონება დაძაბე და კარგათ გაიხსენე, ყველა ის მოტოციკლი რომელიც რალიზე ნახე ლუკა: მოტოციკლი? რალიზე? როგორც წესი მოტოციკლები ნაკლებათ „იჩითებიან” ხოლმე, იმ დღეს კი საერთოდ თვალიც კი არ მომიკრავს, რომ მენახა აუცილელად დავაკვირდებოდი და მემახსოვრებოდა. კობა: მაშინ გაიხსენე ყველა ის მოტოციკლისტი ვისთანაც შეხება გქონიათ შენ და დათკას! ლუკა წამით ჩაფიქრდა და უცბად, მოულოდნელად წამოიყვირა: ლუკა: არტურა! ეგ ნაბოზარი შაკო: ვინ არტურა? ლუკა: არტურიკა, დათკამ რომ გაწეწა, როგორ არ გამახსენდა ეგ ძაღლიშვილი! კობა: შეიძლება მეც გავიგო ვინ არის არტურიკა? ლუკა: დათომ გათავნა ორიათასში, თავნის დღეს რვაასი მოიტანა და გვთხოვა „გავრაშოტდეთო”, მეტი არ მაქო, დათუნა მოწეულში იყო და ... დათკა: „გავრაშოტდეთ?” არტურა: ხო რა, კაცურად მეტი არ მაქ ლუკა: აიღე და შეეშვი რა ცოდოა დათკა: მანდ რამდენია? რტურა: რვაასი დათკა: რამდენი აკლია? არტურა: ათასორასი დათკა: ხოდა ათასორასიან მაზს გიდებ ეხლა, რომ ათასორას ბუქნს ვერ გააკეთებ? თუ გააკეთე რაშოტი იქნება, თუ არადა დღის ბოლომდე კიდევ ოცი წუთია და ორმაგს მოიტან, ვერ მოიტან და იცი რაც მოხდება, გაწყობს? არტურა: არაა საჭიროა ამდენი ბუქნები და გართულება, სიტყვა თქვი და ეგ არის რა... დათკა: შე ნაბოზარო, სიტყვა უკვე ვთქვი და პასუხს ველოდები შენგან, თუ ტრაკი არ გქონდა რას თამაშობდი შენი... ლუკა: და დათუნამ მუშტი სახეში დააჯახა, არტურა წამოდგა და ბუქნების გაკთება დაიწყო თავის პადელნიკი კიდევ გვერდძე დავუყენეთ და ვათვლევინებდით. დათკა: რამდენია? გენო: 1197, 1198, 1199, 1200 და მორჩა არტურა: და... დათ... დათო ეს არ შეგრჩება ლუკა: შენი დედა ნაბოზარო... ლუკა: და დავაყარეთ, მაგრად მოხვდა და წამოსვლისას მოკვლით დაგვემუქრა, იმ მომენტში ამან გაგვამხიარულა ეხლა კი... ეხლა კი ყველაფერი ნათელია! კობა: ლუკა დარწმუნებული ხარ? კარგად დაფიქრდი იქნებ ვინმე სხვა კიდე? ლუკა: არა, არა და არა! დარწმუნებული ვარ, საუბედუროდ დაწმუნებული ვარ შაკო: ესე იგი მოგვიწევს ჩვენი ძველი ნაცნობის მონახულება და დათუნასთან შესახვედრად გაგზავნა. იმ დღეს ბიჭებს არაფერი არ მოუმოქმედებიათ, კობას თხოვნით საქმის ჩაწყნარებას ელოდნენ თან 2 დღეში ლექსოს საქმის გადახედვა იწყებოდა და კობას თქმით პირველივე სასამართლოს შემდეგ ლექსოს გაათავისუფლებდა. ლექსოს ადვოკატმა ყველა სამხილი და ლექსოს უდანაშაულობის დამადასტურებელი საბუთი კობას წარუდგინა, თავის მხრივ კობამ შესაბამის უწყბას გადასცა საბუთები და საქმის გადახედვა მოითხოვა. - სად ხარ გიგა? - საქმეზე ვარ გასული, ხდება რამე? - არა, რომ მოიცლი ამ ნომერზე შემომეხმიანე, ხვალ ლექსოს სასამართლოა - იასნა, ბაზარი არაა ყველა დიდი მოლოდინით ელოდა სასამართლოს, კობამ ყველა დაარწმუნა რომ სასამართლო გაამართლებდა ლექსოს და უფრო მეტიც ნუკრისა და ბიძამისზე ძებნა გამოცხადდებოდა. სასამართლო დარბაზი თითქმის ბოლომდე სავსე იყო, ლექსოს ოჯახის წევრები, ძმაკაცები, ახლობლები, ნათესავები, თეო თავისი ოჯახით, მოკლედ ლექსოს ყველა გულშემატკივარი დარბაზში იყო იმის მოლოდინით რომ სასამართლო დარბაზიდანვე შეძლებდნენ ლექსოს სახლში წაყვანას. სასამართლო პროცესის დაწყება ჭიანურდებოდა, ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ყველაფერი ისე მოხდა როგორც კობა და ლექსოს ადვოკატი ამბობდნენ, ლექსო გაამართლე, თუმცა სუფთა ჰაერზე, კიდევ ერთი თვე ვერ მოახერხებდა გასვლას. საქმე დახურულად გამოცხადა, ლექსო გაამართლეს თუმცა საქმის ბოლომდე დასრულებამდე აუცილებელი იყო ლექსოს კიდევ რამოდენიმე ხნით საპყრობილეში გაჩერება. - გილოცავ ლექსო - არ მჯერა ტო! სად არის კობა? ჩემი გმირი სად არის?! ყველა გახარებული იყო, განსაკუთრებით თეო, რომელიც თავისთვის კუთხეში იდგა და ლექსოს ბედნიერ სახეს შესცქეროდა და ამით გამოხატავდა სიხარულს. - თეოო! ლექსო სწრაფი ნაბიჯებით თეოსკენ გაემართა, ჩაეხუტა და ბედნიერი სახით უთხრა: - თავისუფალი ვარ, თავისუფალიი! არ მჯერა თეოო! - უნდა დაიჯერი სხვა რა გზა გაქ? ცოტაც მოითმინე და ეგ არის, იმედია პაემანი არ დაგვიწყია?! - რას ლაპარაკობ, მაგას რა დამავიწყებს მაგრამ ადგილის შერჩევა შენ მოგიწევს, მე ორი წლით ჩამოვრჩი ამ ცხოვრებას. ლექსომ თეოს გაუღიმა და გულში ჩაიკრა ნელნელა ხალხი დაიშალა ლექსო საკანში დააბრუნეს სადაც უკვე იცოდნენ ეს ამბავი და თანასაკნელები დიდი სიახრულით შეეგებნენ. - სვაბოდას გილოცავ ძმა! - გაიხარე ზაურ, მაგრამ კიდევ ერთი თვე მომიწევს თქვენი როჟების ყურება - ეს ნახე რა, ერთი თვე აღარ გინდა ჯდომა? 3 წლის მაგივრად? - არა ტო, რას ამბობ! - ხო მართლა, ლუკამ დარეკა შენთან უნდოდა ბაზარი, მე ვუთხარი „სუდზეა” ჯერ არ დაბრუნებულა თქო - უეჭველი რაღაც მოხდა, დარბაზში მარტო ლუკა არ იჯდა, მომე აბა ტელეფონი დავურეკო. ლექსო: რა ხდება ლუკა? ლექსო ვარ ლუკა: შეგიძლია ბაზარი? ლექსო: კი ლუკა: ყველაფერი გავარკვიე ... ლუკა არუტურას სანახავად იყო წასული, რადაც არ უნდა დაჯდომოდა უნდა ეპოვნა, მაგრამ არტურა სადღაც გაუჩინარებულიყო. ლუკამ გენადას, არტურას პადელნიკის პოვნა შეძლო: - გენო სად არის შენი ნაბოზარი პადელნიკი? - არ ვიცი ლუკა, არ მომკლა გთხოვ... - შენ მოკვლას არც ვაპირებ, უბრალოდ რა იცი არტურას ადგილსამყოფელის შესხებ მითხარი! - არ ვიცი, სომხეთში აპირებდა წასვლას, გუშინ დამირეკა, ფული მთხოვა, წამალზე დამიჭირესო - მერე? - რა მერე აბა, ვერაფერიც ვერ მივეცი არ ვიცი რა ქნა. - დათუნაზე რა იცი? - არაფერ შუაში არ ვარ, მე ვეუბნებოდი ვთხოვდი არ გინდა თქო, მოკვლა არც იმას არ უნდოდა, შეშინება უნდოდა, არ მომკლა გთხოვ... - შე ნაბოზარო შენა... ლუკამ გენო თავის აგარაკზე წაიყვანა და პადვალში ჩაკეტა, - ჯერ აქ იყავი მერე მოგიფიქრებ რამეს შენი... ლექსო: ესეიგი მე რა უნდა გავაკეთო? ლუკა: მოკლედ ციხე შეაწუხე უნდა გაიგო ვინმე არტურ სარქისიანი თუ ზის სადმე, მე გარეთ მოვძებნი მივაგნო იქნებ. ლექსო: იასნა, თუ რამე დარეკე. - რა ხდება ლექსო? იკითხა ზაურმა - მეხუთეში გვყავს ვინმე? - და რა არის რომ? ლექსომ უამბო ზაურს ლუკას მონაყოლი. - რა პრობლემაა ტო, რამოდენიმე კამერის მაყურებელთან ვძმაკაცობ. - ხოდა დაურეკე და სიტუაციაც აუხსენი. გიგა: არაფერი ახალი? შაკო: არა ტო, ვერსად მივაგენით, ყველა ბაიკერ კლუბი და როკ კლუბები მოვიარე მაგრამ არ არის. გიგა: ლუკა სად არის? შაკო: აგარაკზე იმ ჩემისას საჭმელს და წყალს ჩაუტანს და მოვა, ორი დღეა წყალიც კი არ დაულევია, ცოდოა ეგ ძაღლიშვილი. ბიჭებმა კიდევ ორი დღე ირბინეს მაგრამ ამაოდ, აი მესამე დღის დასასრულს კი ზაურის თავისმა ნაცნობმა დაურეკა რომლის თქმით, არტურ სარქისიანი მისი თანასაკნელი უნდა ყოფილიყო. - ზაურ „კაროჩე”, როგორმე უნდა მივაღწიოთ მაგ კლიენტამდე. - რას აპირებ ლექსო? - გასაკეთებელს გავაკეთებ ჩემსას... - დაფიქრდი ლექსო, ერთი თვე და გარეთ ხარ, მაგ ნაბოზრის გულისთვის აქ ნუ დაილპობ თავს! - მაგ ნაბოზარმა ჩემი ძმა დაბრიდა... - ლექსო... მაინც დაფიქრდი ზაურმა ვერ შეძლო ლექსოსთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამას ვერც ვერავინ შეძლებდა, მას განაჩენი გამოტანილი ქონდა, რომელსაც წინ ვერავინ და ვერაფერი ვეღარ დაუდგებოდა. - შაკო ვიპოვეთ! - სად არის? - მეხუთეში ზის - რას აპირებ? - თვითონაც ხვდები! - ლექსო არა... - ... ლექსომ ყურმილი დაკიდა. - ლუკა სასწრაფოდ ჩემთან გადმოდი - რა ხდება? - მალე მოდი და გეტყვი! - კარგი შაკო: დაბრიდავს... აუუ რა, არ უნდა გვეთქვა! ლუკა: იქნებ რამე მოვიფიქროთ? შაკო: რა აბა, ციხის უფროსთან დარეკავ და ეტყვი: ლექსო არტურა ძაღლიშვილის დაბრედვას აპირებს და ხელი შეუშალეთო? ლუკა: გამოსავალი ხო უნდა იყოს? შაკო: აუ აუ აუ... არტურას ბედი იმ საღამოსვე გადაწყდა, ბიჭებმა შეძლეს მეხუთე კორპუსში გადასვლა და არტურას კამერაში მოხვედრა. - გაუმარჯოს არტურ! - გაუმარჯოს - იცი ვინ ვარ? - წარმოდგენა არ მაქ, და არც მაინტერესებს! - შე ნაბოზარო, როცა გელაპარაკები ფეხზე წამოდექი! ლექსო ეცა წამოწოლილ არტურას, მუხლი მკერდზე დააბჯინა და დანა ყელზე დაადო. - რას აკეთებ! კაი ბიჭი ვარ! განწირული ხმით წამოიკნავლა არტურამ. - კაი ბიჭი ხარ არა?! შენი დედა... ლექსომ რაც ძალიდაღონე ქონდა მუშტი სახეში დააჯახა. არტურას წარბიდან სისხლი წასკდა - რა დაგიშავეთ რა გინდათ? - დათუნამ გამოგვგზავნა! ასე გვითხრა, მაგ ნაბოზართან საქმე მაქო და უნდა წაგიყვანოთ! - არა მე... მე მოკვლა არც მიფიქრია, უბრლოდ შეშინება მინდოდა... - ხო არა?! ზაური: ლექსო მალე! მემგონი ბადრაგმა რაღაც იყნოსა - შენი დედა ნაბოზარო... ამ სიტყვებთან ერთად ლექსომ დანა ყელში გამოიუსვა არტურას. არტურამ ერთი შეყვირება მოასწრო და სული დალია. ყვირილმა ბადრაგის ყურამდეც მიაღწია და ისედაც ეჭვნარევი და უკვე იმაში დარწმუნებული, რომ საკანში რაღაც ხდებოდა საკნისკენ დაიძრა. ლექსო: ზაურ თავს მიხედე! მალეეეე! ზაური: ლექსო წამო, იქნებ მოვასწროთ! ლექსო: მალე გადი თქო! ამასობაში ბადრაგიც მოვიდა, როგორც კი ლექსოს ხელში სისხლიანი დანა შენიშნა, რაციაში რაღაც ჩასძახა და იარაღი მოიმარჯვა. ლექსო კარცერში გამოკეტეს, არტურას შველა კი ვერ შეძლეს, სისხლისგან დაიცალა და მისი უსულო სხეული პირდაპირ ციხის მორგში გადაასვენეს. მიუხედავად ციხის ადმინისტრაციის მცდელობისა, რომ ეს ამბავი ციხის კედლებს გარეთ არ გასულიყო, იმ საღამოსვე საინფორმაციო გადაცემების დიდი ნაწილი დაეთმო მეხუთე იზოლატორში მომხდარ, ამ შემზარავ ფაქტს, მეორე დღეს კი ყველა წამყვანი გაზეთის პირველი გვერდი დაიკავა მეტად დამაინტრიგებელი შინაარსის სათაურებით: „ვინ და რატომ მოკლა არტურ სარქისიანი?” „შეშლილი თუ შურისმაძიებელი მკვლელი?” „2 წლის წინ დაწყებული ისტორიის გაგძელება თუ დასასრული?” ლექსომ კარცერში ამოყო თავი, შემდეგ იყო სასამართლო და ლექსოს რომელსაც სულ რამოდენიმე დღე რჩებოდა თავისუფლებამდე თორმეტ წლინი სასჯელი შეუფარდეს. კვირაზე მეტი გაატარა ლექსომ კარცერში. კობა: არა რა მაინც ვის მოუვიდა თავში აზრად ლექსოსთვის ამ ყველაფრის მოყოლა? გიჟები ხართ რა! ბიჭი დაღუპეთ! ლუკა და შაკო იჯდნენ და უსმენდნენ როგორ ტუქსავდა მათ კობა, მართალიც იყო. არაფრისდებით არ უნდა შეეტყობინებინათ ლექსოსთვის ეს ამბავი. ლუკა: ხო კაი გეყო ეხა, ლექსოს ნახვას როდის შევძლებთ? კობა: მემგონი რომ სანატრელი გაგიხდებათ მაგ ბიჭის ნახვა! მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უპირებენ გადაყვანას! შაკო: დავიჯერო შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია? კობა: მაინც რისი? შაკო: თუნდაც პაბეგის! კობა: შეიშალე?! ლუკა: აბა როგორ ფიქორობ ლექსო 15 წელს გატარებს საკანში?! კობა: შეშლილები ხართ! და კობამ სახლის კარი გაიჯახუნა და გავიდა. ბიჭები ერთმანეთს შეყურებდნენ და ჩაფიქრებულიყვნენ. - შაკო გახსოვს პატარები ფეხბურთს რომ ვთამაშობდით ხოლმე? - აბა აბაა, სულ ჩხუბი გვქონდა ხოლმე სხვა უბნელებთან - ეხ ნეტავ ის დრო იყოს... - კარგი იყო ბავშვობა... - და არტურას პადელნიკს რას უპირებ? უეცრად რეალოაში დააბრუნა ბიჭები ამ კითხვამ - ლექსომ თავისი გასაკეთებელი გააკეთა, ჩვენი ჯერია შაკო! - როდის? - დღესვე ღამე. ბიჭებმა იმ საღმოსვე აიყვანეს გენო თბილისის ზღვაზე, შაკო მანქანაში დარჩა, ლუკამ პისტოლეტი გატენა და გენო ძალით გადაათრია მანქანიდან. მოკვდი ნაბოზარო! გამწარებული ხმით იღრიალა ლუკამ და სამჯერ ესროლა გენოს, გენომ ამოიხრიალა და სუნთქვა შეწყვიტა. ბიჭები სწრაფად მოშორდნენ ადგილს, ცხედრის გადამალვა არც უფიქრიათ. - კობასგან რა ისმის? - არ ვიცი, დღეს არ დაურეკავს საერთოდ, ტელეფონიც გათიშული აქ. - და საერთოდ დაგვეხმარება? - რას ამბობ გიგა! ჯერ ერთი ჩვენი ბავშვობის ძმაკაცია! მერე მეორე კობას გარეშე შანსი არ გვაქ! - ეგ „იასნა” მარა... მოკლედ დაველოდოთ გიგა და ლუკა სკვერში იხდნენ და ბაასობდნენ, თან კობას ზარს ელოდნენ. კობას მობი გათიშული აქ, შაკოც მთელი დღეა არ გამოჩენილა, მემგონი რაღაც ხდება. ამ ფიქრებში იყო ლუკა როდესაც მისი მობილური აწკრიალდა. ლუკა: შაკოა - ხო შაკო - ლუკა სად ხართ? - უბანში, რა ხდება? - სასწრაფოდ ჩემთან ამოდი ლუკა: რაღაც ხდება გიგა, მალე შაკოსთან! თხუთმეტიოდე წუთში ლუკა და გიგა შაკოსთან იყვნენ და მეტად შემაძრწუნებელ ამბავს ისმენდნენ: შაკო: თეოსიანებმა დარეკეს, თეო და თავის და ვიღაცას გაუტაცია, უკვე მეორე დღეა, გუშინ დაურეკავთ და თვისბოლოს 500 000 ლარს ითხოვენ გიგა: ეგღა გვაკლდა ეხლა... შაკო: ეგ კიდევ არაფერი, თეოს მამამ გადავიხდიო, პრობლემა ის არის რომ ერთ-ერთში ითხოვენ მაგ თანხას... ლუკა: და ეგ როგორ?! გაოგნდა ლუკა შაკო: არჩევანის გაკეთებას სთავაზობენ მშობლებს ეგ ნაბოზრები, ან თეო ან თეოს და, ერთ-ერთს მოვკლავთო! და კიდევ ერთი: ესე უთქვამთ გიგა და ლექსო მოგვიკითხეო! გიგა: ნუკრი?! კბილები გაახრჭიალა გიგამ. მაინც ვერ ისვენებს ეგ ნაბოზარი ლუკა: რისი გაკეთება შეგვიძლია ამ დროისთვის? შაკო: 20 რიცხვია დღეს, ლექსოს გამოყვანას როდისთვის ვგეგმავთ? ლუკა: კობას პასუხს ველოდებით შაკო: ყველა ვარიანტში ჯერ ლექსოს საქმეს უნდა მივხედოთ! ლექსოს „პაბეგის” მერე რამეს მოვიფიქრებთ ერთად! მთავარია ლექსომ, ვერფერი ვერ გაიგოს ამ დროისთვის. გიგა: სახლში დავადგეთ კობას? შაკო: წავედით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ბოლოდან დაწყება ახალი მოდაა? :)) ბოლოდან დაწყება ახალი მოდაა? :))
8. ნაწილ-ნაწილ და წვალებ-წვალებით, ასე ორი დღე სულ წამ - წ ა მ ე ბ ი თ, როგორც იქნა წავიკითხე მეორე ნაწილი :D
ახლა პირველს წავიკითხავ.... ის უფრო დიდია ხომ? :D
ნაწილ-ნაწილ და წვალებ-წვალებით, ასე ორი დღე სულ წამ - წ ა მ ე ბ ი თ, როგორც იქნა წავიკითხე მეორე ნაწილი :D
ახლა პირველს წავიკითხავ.... ის უფრო დიდია ხომ? :D
7. აჰა... აბა ერთი "დალშე" ვნახოთ... მე კი დაახლობით მივხვდი რაები გველის წინ მარა დაველოდოთ... 5 აჰა... აბა ერთი "დალშე" ვნახოთ... მე კი დაახლობით მივხვდი რაები გველის წინ მარა დაველოდოთ... 5
6. ვაიმე რა უნდა ვთქვა..ნუ ხარ ბოროტი ნუ მოკალი ყველააა 5 ვაიმე რა უნდა ვთქვა..ნუ ხარ ბოროტი ნუ მოკალი ყველააა 5
5. ძალიან ყვითელი სათაურიადა და თუ შეუცვლი უკეთესი იქნება. ასე უფრო მეტს მოუნდება წაკითხვა. ძალიან ყვითელი სათაურიადა და თუ შეუცვლი უკეთესი იქნება. ასე უფრო მეტს მოუნდება წაკითხვა.
4. გაიხარეთ, დიდი მადლობა :)
გაიხარეთ, დიდი მადლობა :)
3. 555 რაც ასეთ პროზას ჭირდება, თითქოს ყველაფერი აქვს! თხრობა აშკარად გეხერხება! თუმცა ზოგიერთი ადგილები დასახვეწია! თავადვე გადახედე - მიხვდები! 555 რაც ასეთ პროზას ჭირდება, თითქოს ყველაფერი აქვს! თხრობა აშკარად გეხერხება! თუმცა ზოგიერთი ადგილები დასახვეწია! თავადვე გადახედე - მიხვდები!
2. შცოტლანდ ყეარდ –ში ----->> გადაალათინურე, გუკა... ცუდად ჩანს ასე.
ყოჩაღ, გუკა! მართლა ყოჩაღ! ოღონდ პუნქტუაციას მეტად მიაქციე ყურადღება. :)))) 5 შცოტლანდ ყეარდ –ში ----->> გადაალათინურე, გუკა... ცუდად ჩანს ასე.
ყოჩაღ, გუკა! მართლა ყოჩაღ! ოღონდ პუნქტუაციას მეტად მიაქციე ყურადღება. :)))) 5
1. ვახ, დამძაბა :) დაველოდები გაგრძელებას ვახ, დამძაბა :) დაველოდები გაგრძელებას
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|