ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდა კალო
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2010


ბრბოს არ ვუყვარვარ

                                    მე ვარ ქმარი და ცოლი
                                    და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
                                    მე მამაჩემის დედა ვარ
                                    მე ჩემი ქმრის და ვარ
                                    თაყვანი მეცით მარად . . .
                                                                            (ჰიმნი ისიდასადმი)


იმ ჰაერს ვსუნთქავ, რომელსაც თქვენ და სუნთქვა მიჭირს.
იმ გზით დავდივარ, რომლითაც თქვენ და არ ვეხები.
მე ჩემ გარშემო მიმოგფანტავთ თმებივით მოჭრილს,
რომ მიწას კოცნოთ ნაკვალევი ჩემი ფეხების.

მე ძლიერი ვარ, ყველაფერი თან არაფრიდან.
თუ ჩემი საშო გველებსა შობს მაშ იყოს ბერწი,
ჩემი ქმრის და ვარ, ცოლიც ვარ და... ეს მე ვარ ფრიდა!
თქვენს თვალში დირეს რომ ვერ ხედავთ, ჩემი ჩანს ბეწვიც.

მე ვერ ვიძლევი თქვენი ჯიშის შთამომავლობას.
გული, რომელიც ამომგლიჯეს უძლებს ტკივილებს...
და ხშირად ვგავარ ცხოვრებაში მომენტს გარდუვალს,
უიმედოებს ხავსზე ხელს რომ ჩააკიდინებს.

სხეულს სიშიშვლე თუ ბეზრდება,ვმოსავ ოლარით,
მე შელეგი ვარ და ხშირად ბრძენზე,ბრძენივით დავალ.
ავზნიანიც ვარ მრუშიც ვარ და  დიდსულოვანიც.
ბრბოს არ ვუყვარვარ, თაყვანს მცემენ მარად და მარად!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები