შემოდგომის ადრიანი დილა იყო, მზე ახლახანს ამოსულიყო. ქუჩაში უკვე შეიმჩნეოდა სიცოცხლე, მანქანები სადღაც მიეჩქაროდნენ გაურკვეველი მიმართულებით, ცაში ისმოდა ახლახანს აფრენილი თვითფრინავის საშინელი ხმა, სადღაც შორი-ახლოს კი ჩიტუნების ჭიკჭიკი. დილის ექვსი საათი იყო. ტროტუარებზე ადამიანები დასეირნობდნენ ძაღლებთან ერთად... ალბად რთულია ძაღლის ყოლა, - ყოველდღიურად უნდა ასეირნო და კიდევ უამრავი სხვა რამ გააკეთო, რასაც ყველა ვერ გაუძლებდა. ღმერთო, რა მჭირს?! რატომ დავიწყე ძაღლებზე საუბარი, არ ვიცი, ალბად მექანიკურად გამომივიდა, მე მაპატიეთ... ჰო, გავაგრძელებ ჩემს მონაყოლს.... მეძინა. გამაღვიძა ტელეფონის ზარმა. თვალები გავახილე, ეკრანს შევხედე და ვნახე, რომ შეტყობინება იყო მოსული. გავხსენი და წავიკითხე. სულ ეს ეწერა: “ გთხოვ, დამირეკე.” ჯეოსელს აქვს ასეთი ფუნქცია, თუ დასარეკი არ გაქვს, შეგიძლია მეგობარს უფასოდ სთხოვო დაგირეკოს. კი, ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ უფრო გვიან არ შეიძლებოდა? დილის 6 საათი ხდებოდა. რა ტკბილად მეძინა... თან ამ ღამეს ძალიან გვიან მომიწია დაძინება და ამის გამო მაგარი დაღლილი ვიყავი... მაგრამ იმის გამო, რომ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა მომწერა უბრალოდ გადავურეკე. -ჰო, გისმენ.... -დილა მშვიდობისა საყვარელო, როგორ ხარ ? -კარგად, შენ? რამე ხომ არ მოხდა? -კი, მოხდა! სად ხარ? -სახლში ვარ, და რა მოხდა? -რას აკეთებ? -მძინავს... და შენ? -მე რაღაცას ვაკეთებ... გცალია? -რას აკეთებ? ექვსი საათია... ჯერ არ მცალია მძინავს... არ მეტყვი რა მოხდა? -როდისთვის ადგები? -9 საათისათვის -კარგი, მაშინ გთხოვ რამე ლამაზი კაბა ჩაიცვი, ტაქსში ჩაჯექი და გადმომირეკე. -რატომ? -გთხოვ, უბრალოდ რასაც გეუბნები, შეარულე... -კი მაგრამ კაბა აქ არ მაქვს... -გთხოვ რამე მოახერხე.... -კარგი... ავდექი, შხაპი მივიღე, ლამაზად ჩავიცვი და გარეთ გავედი. ტაქსში ჩავჯექი და მას დავურეკე. ტაქსი ადგილიდან დაიძრა, შევეკითხე მძღოლს: -სად მივდივართ? -სიურპრიზია და ვერ გეტყვით!!! ბოლოს ნუცუბიძეზე გაჩერდა მანქანა, იგი უკვე მელოდებოდა გარეთ. კლასიკურად შავი შარვალი და თეთრი მაისური ეცვა. მომესალმა, მივესალმე... მძღოლს გადაუხადა და ჩემსკენ მობრუნდა. -როგორ ხარ? -კარგად, და რას აპირებ? -ჩემი გჯერა? -კი. მითხარი რას აპირებ? -მაშინ წამომყევი. თვალებზე შავი ნაჭერი ამაკრა, ხელზე მომკიდა და წავედით. მთელი გზა დუმდა, მეც ხმას არ ვიღებდი. ლიფტში შემიყვანა და სავარაუდოდ მე-6 სართულზე ამიყვანა, და შემდეგ კარების გახსნის ხმა გავიგე და შევედით... იქ, თვალებიდან ნაჭერი მომხსნა და დავინახე, რომ ძალიან ლამაზად მოწყობილ სახლში ვიმყოფებით. უეცრად ისიც გამოვიდა ოთახიდან და წითელი ვარდების დიდი თაიგული მაჩუქა. მადლობა გადავუხადე და შევეკითხე: - აქ რა გვინდა? სად ვართ? - ბიძაჩემის სახლია. ნუ გეშინია, ხომ იცი, რომ შენ არაფერს გაგიბედავ. წამომყევი. ერთად შვედით პატარა ოთახში, სადაც ოთახის შუაში პატარა მრგვალი მაგიდა იდგა, მასზე კი შამპანიური, ორი ბაკალი და ანთებული წითელი სანთლები... შევედით თუ არა, ჩემი საყვარელი კომპოზიცია დაიწყო. -საიდან გაიგე, რომ ამ სიმღერაზე მეტად არაფერი მიყვარს? - თუ გიყვარს, შეუძლებელიც, შესაძლებელი ხდება გავუღიმე და მაგიდას მივუსხედით. პირველი რამოდენიმე წუთი ხმის ამოუღებლად ვიყავით, ბოლოს მან დაარღვია სიჩუმე შემდეგი სიტყვებით: -გთხოვ, არ წახვიდე პოლონეთში და გახდი ჩემი ცოლი. მან ბეჭედი გამომიწოდა. შევხედე მას და მთელი გულით მომინდა დავთანხმებოდი, მაგრამ ვუპასუხე: - მაპატიე, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან უეცარია ჩემთვის და ასე მალე პასუხს ვერ გეტყვი, უფრო სწორად კი ჩემო პასუხია –არა! - -რატომ, არ გიყვარვარ? - იცი, არც ვიცოდი, რომ შენ გყვარებივარ! მეც ზუსტად ასეთი გრძნობით ვარ შენს მიმართ, მაგრამ... - რა მ,აგრამ? - მაგრამ, ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი.მე წავალ - გთხოვ, ცოტახანს დარჩი. - არა, უნდა წავიდე. კარებს მივუახლოვდი, მაგრამ ის გამომყვა, შემომაბრუნა და მაკოცა. ხმის ამოუღებლად ვიდექი... დამეთანხმებით ალბათ რომ პირველი კოცნა ყველაზე სასიამოვნო, თბილი, ტკბილი და რაც მთავარია დაუვიწყარია. მეც დავტკბი ამ სასიამოვნო მოვლენით. ბოლოს კი თვალებში შევხედე, კარები გავაღე და წავედი.... სამუდამოდ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. არადა ყველაზე მეტად უყვარდა იმ გოგოს ეს ადამიანი.... არადა ყველაზე მეტად უყვარდა იმ გოგოს ეს ადამიანი....
8. იმის გამო, რომ სასწავლებლად მიდის სხვა ქვეყანაში -ესაა და ეს. ეს ისტორია სინამდვილეში მოხდა და ახლა ის ადამიანი, ადგილს ვერ პოულობს, ძალიან ცუდად არის, მაგრამ სწავლას ვერ უღალატებს... იმის გამო, რომ სასწავლებლად მიდის სხვა ქვეყანაში -ესაა და ეს. ეს ისტორია სინამდვილეში მოხდა და ახლა ის ადამიანი, ადგილს ვერ პოულობს, ძალიან ცუდად არის, მაგრამ სწავლას ვერ უღალატებს...
7. მიზეზი ვერ დავინახე, რის გამო წავიდა. რომანტიკული კი იყო :) მიზეზი ვერ დავინახე, რის გამო წავიდა. რომანტიკული კი იყო :)
6. არა, უფრო პატარამ დაწერა.... არა, უფრო პატარამ დაწერა....
5. ძალიან ბანალურია და იმედია ავტორი არ მიწყენს. ასაკიც არ ვიცი ამ ვატორის, მაგრამ 15 წლის შეყვარებული გოგონას ნაწერს ჰგავს. ძალიან ბანალურია და იმედია ავტორი არ მიწყენს. ასაკიც არ ვიცი ამ ვატორის, მაგრამ 15 წლის შეყვარებული გოგონას ნაწერს ჰგავს.
4. უბრალოდ ავიღე... თუ ავდექი? ვერ მოვიწონე..მომიტევე... უბრალოდ ავიღე... თუ ავდექი? ვერ მოვიწონე..მომიტევე...
3. :D მე მაპატიეთ :D მე მაპატიეთ
1. უბრალოდ ავიღე და წავედიიი... სამუდამოდ. შემდეგ კი ვინანე. უბრალოდ ავიღე და წავედიიი... სამუდამოდ. შემდეგ კი ვინანე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|