ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუბა ხაინდრავა
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2010


*†* ***************** *†*

ქუჩაში ქარი, ქარებზე მზე და
ჩუმი ქალაქი, გიყვარს ბოლო დროს
ჩემი ფანჯრიდან მდუმარე ხედი
გინდა რომ არსად არ დაბოლოვდეს.

რომ ხელი ახსნან შებოჭილ წამებს.
სექტემბრის პირველ დაცვენილ ფოთოლს
უთხარი თუ რა მარშუტით წავლენ
ღმერთის ცისფერი რაშები.
მოთოვს
ამაღამ შენთან ჩემი სიმშვიდე,
რომ წუთით მოკვდეს გარემოება.
მერე უგულო ღამეს ვიშვილებ
და დილით აღარ განვმეორდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები