ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა.ორდენიძე
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2010


ტანჯული საქართველო..

ჩვენს პატარა და ლამაზ სამშობლოს,
წარსულის ტანჯვა შავ ლაქად გასდევს,
ეს ლაქა არის იმათი სისხლი,
ვინც მამულისთვის თავები დასდეს.
  ბევრი დრო ახსოვს ქვეყანას,
  აღზევებაც და დაცემაც,
  მაგრამ ქართველი არასდროს
  ეგუებოდა წაქცევას.
მათი ცხოვრების დევიზი
იყო მამულის დიდება,
მოვა დრო ჩვენი ქვეყქნა
აღსდგება, კვლავ გაბრწყინდება.
  მათი ცხოვრების მიზანი
  იყო ქვეყნისთვის სიკვდლი,
  ერთ ათზეც კი ყოფილან
  არ უჭამიათ სირცხვილი.
ყველამ ჭიქები ავწიოთ,
და შევსვათ მისი დიდება,
ჩვენი სამშობლო ღვთიური,
იყო, არის და იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები