ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა.ორდენიძე
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2010


იმედი და საქართველო..

ქართველებს ბევრჯერ მოუხდათ
თენება შავი დღისაო,
არ გვაკლდა ტყვიის გუგუნი
და არც სიმრავლე მტრისაო.
მათი ნასროლი ისრები,
სულ მუდამ ქნევა ხმლისაო,
უთანასწორო ბრძოლები,
გაყიდვა მეგობრისაო,
ტაცება, შუღლი, ტყუილი,
ღალატი ქვეყანისაო,
მაგრამ ის დიდი იმედი
არ დაგვიკარგავს ღვთისაო,
ჩვენ რწმენა მუდამ გვენება
ნათელი მომავლისაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები