ჩემს ოთახს სამი ფანჯარა აქვს, ფანჯრის მიღმა აივანია, აივნიდან დიდიხნის წინ მოჭრილი კომში თვლემს. აქ,ჩემთან ცხოვრობს ჩემი ძმა, რომელიც ყოველთვის ელოდება ჩემს ხმას და სუფთა გამოხედვას, ჩვენ ხშირად ვაცოცხლებთ საფოსტო ყუთებს, ის ეძებს, ეძებს რაღაც შინაგან სიმხურვალეს და ავიწყდება, რომ ფეთქავს. მე ყოველ დილით ვიცვამ ყვითელ სერაფანს და მჯერა, რომ საღამოს მოვყვები ჭექა-ქუხილში ამით ჩემს ძმას გავახარებ.
მე ამელი მქვია ჩემს ძმას ერე,ჩვენ ორივეს ხშირად გვჯერა და იშვიათად არ გვჯერა, არასოდეს ვართ ცალცალკე. მერე ისევ იწყება ახალი დღე და ველი როდის შემომიღებს კარს და მეტვის "ამელ შენ ლურჯი ფერი გაქვს და საერთოდაც არ მომწონს ეს", მასზეც ვამჩნევ სილურჯეს, მაგრამ უმალავ ლურჯ თმას არ უხდება და ეტკინება. ხშირად მინდა, რომ უფერულები ვიყოთ, ის ყოველ ღამე იპარება ჩემს საძინებელში და თმაში მეფერება თან განუწყვეტლივ იმეორებს "მხატვრის ქალიშვილი არ ტირის", დილით ბედნიერი ვიღვიძებ, რადგან ჩემი საყვარელი საჭმელი მელოდება, მე ხომ ესე მიყვარს ერეს გაკეთებული საჭმელი და ისევ დაღამდება ერე დაწვება გულაღმა, მიაშტერდება ჭერს, ჭერს, რომელსაც ალაგ-ალაგ გამოჯონილი წყლისგან გაყვითლებული გაზეთები უყვებიან ძველ ამბებს, ერე მშვიდად უყურებს ამ ყველაფერს და კრემაციაზე ოცნებობს, ფიქრობს იმ დღეზე, როდესაც მისი სანთლის სუნიანი მეგობრები მოიპარავენ მის გვამს დასაწვავად, ფერფლს კი გააბნევს ჩვენი ძლიერი დედა, რომელსაც ეცმევა პრადას თეთრი ფეხსაცმელი, ის არასოდეს ტირის ჩვენთან, რადგან იცის, რომ ძლიერი გვგონია, იგი არასოდეს არის მარტო, რადგან ყოველთვის უწევს აკომპანიმენტს უკვე შეთვისებული მუქი ყავის ნალექი და სიგარეტი "ჯი_ტან", რომელსაც ადრე ეწეოდა, მაგრამ ეხლა სხვა სიგარეტს, რომ ეწევა მაინც მასზე ფიქრობს.
ერე მშვიდად გადატრიალდება და მიუსწრებს სიზმრის მატარებელს, რომელიც დილით ბაქანზე ამიქშინებს ბოლოჯერ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. სხვაში რომ დაგედო არ ვიტყოდი... მაგრამ ახლა შეასწორე
ეხლა <> ახლა თეთრი პრადას ფეხსაცმელი <> პრადას თეთრი ფეხსაცმელი უკვე შეთვისებული ყავის მუქი ნალექი <> ყავის უკვე შეთვისებული მუქი ნალექი
და რამდენიმე კიდე,, და სასვენი ნიშნები
ახლა ზოგადად! ... მესმის აქ რაც ხდება და ვგრძნობ,,, რამდენიმე ადგილი საშინლად ძალიან მომეწონა!!
++
იბედნიერე სულ! სხვაში რომ დაგედო არ ვიტყოდი... მაგრამ ახლა შეასწორე
ეხლა <> ახლა თეთრი პრადას ფეხსაცმელი <> პრადას თეთრი ფეხსაცმელი უკვე შეთვისებული ყავის მუქი ნალექი <> ყავის უკვე შეთვისებული მუქი ნალექი
და რამდენიმე კიდე,, და სასვენი ნიშნები
ახლა ზოგადად! ... მესმის აქ რაც ხდება და ვგრძნობ,,, რამდენიმე ადგილი საშინლად ძალიან მომეწონა!!
++
იბედნიერე სულ!
6. ზმანება ყოველტვის უცნაურია მეგობარო :) ზმანება ყოველტვის უცნაურია მეგობარო :)
5. უცნაური ზმანება კია!!! 55 უცნაური ზმანება კია!!! 55
4. ჰეი,ძალიან,ძალიან მომეწონა (მომეწონა მთლად ის სიტყვა არ არის რაც უნდა იყოს აქ,მაგრამ დავიკიდეთ ჩვენ ხო კაი ტიპები ვართ :D)
მიყვარხართ შენც და შენი ძმაც :-* ჰეი,ძალიან,ძალიან მომეწონა (მომეწონა მთლად ის სიტყვა არ არის რაც უნდა იყოს აქ,მაგრამ დავიკიდეთ ჩვენ ხო კაი ტიპები ვართ :D)
მიყვარხართ შენც და შენი ძმაც :-*
3. შენ ჩემი აპათია ხარ, და ეგ ნაკლებად მაინტერესებს მიხვდებიან თუ არა... იცი! :* შენ ჩემი აპათია ხარ, და ეგ ნაკლებად მაინტერესებს მიხვდებიან თუ არა... იცი! :*
2. ვინც შენ არ გიცნობს ის კარგად ვერ მიხვდება რა ურთიერთობაზე წერ...მე მიხარია რომ შენ და ერეს გიცნობთ და ორივე მიყვარხართ ძალიან..ეგ ლურჯიც ვიცი...
:-* ვინც შენ არ გიცნობს ის კარგად ვერ მიხვდება რა ურთიერთობაზე წერ...მე მიხარია რომ შენ და ერეს გიცნობთ და ორივე მიყვარხართ ძალიან..ეგ ლურჯიც ვიცი...
:-*
1. განწყობიან ნაწერებზე ვგიჟდები. ეტყობა, ამინდი მოქმედებს ყველაზე :) განწყობიან ნაწერებზე ვგიჟდები. ეტყობა, ამინდი მოქმედებს ყველაზე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|