ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამა...
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

დედაბებიას...

                                                            (მე მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დედა მყავდა...)

სახეზე კვალი ღრმა ნაოჭებს დაუმჩნევია,
შენი ცხოვრების მძიმე წლები, მკვეთრად სჩანს მასზე,
ნაღვლიან თვალებს ცრემლი ცხელი კვლავ შერჩენია,
შენ ერთადერთი ხომ იმედი გაგიხდა მწარე.

შენს მოხუც ხელებს დასტყობია შრომა ულევი,
სახეს ღიმილი აღარ ფარავს კაი ხანია,
შვილი დაკარგე, წაგივიდა სამოთხის ბაღში
მას შემდეგ ხომ შენ სიხარული აღარ გწადია.

ის შენ გაზარდე,შენ აქციე ადამიანად,
და სულ პატარა თოთო ბავშვი წელში გამართე,
შენი ფიქრები,ოცნებები, მისთვის იწვოდა,
რომ ყოფილიყო ის ყოველთვის ამაყი ძალზე...

გსურდა არასდროს დაეხარა მას თავი დაბლა,
და ყველაფერი მას ჰქონოდა ყოველთვის ბევრი.
გსურდა გოგონა ყოფილიყო ყველაზე მაღლა
ყოველთვის მტკიცე ხასიათით გაევლო გზები.

ცდილობდი შვილი გაგეზარდა მშვიდად და ლაღად,
მუდამ ცხოვრების სიხარულით და დიდი რწმენით,
ესეც აგიხდა გოგო გახდა ლამაზი, სადა,
გულით კეთილი, სულით წმინდა ყველასთვის ერთი,

ყველას უყვარდა,და ნატრობდა მისებრ ქალიშვილს,
ამ ანგელოზის აყვავებას უმზერდა ღმერთიც
მაგრამ ბედი ხომ არვინ იცის ვის რას უმზადებს,
ცამ აიტაცა დედამიწის ეს განძი ერთი.

მოსტაცა დედას სანატრელი შვილი განგებამ,
და გულს არასდროს სიხარული აღარ აქვს გვერდით,
ამ ანგელოზის სული ახლა დაგვყურებს ყველას,
და დედას ციდან ის დასცქერის თვალებში ცრემლით.

ქალი დაბერდა უკვე წლები დაატყო სევდამ,
მის გულში დარდი ჩაწოლილა შავი ლაქებით.
ღმერთს ამასღა ვთხოვ რომ აშოროს სულყველა დედას,
გაზრდილი შვილის დაკარგვა და მწარე ნაღველი.
 
                                                                            მარიამ კიკნაველიძე 2010წ.

      ( ლექსს კითხულობს გიორგი მოსიაშვილი და უღრმესი მადლობა მას რომ არსებობს...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები