ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2010


(ვისი გრძნობების დავიჯერო)

* * *

ვისი გრძნობების დავიჯერო,
ამის თუ იმის?
გავფერმკრთალდები
ღრუბელივით,
წვეთივით წვიმის...
ახლა ბუნების
მწვანე ფონი
ჩემს სევდას არღვევს,
ხეთა ჩეროში
შევერწყმები
ფოთლების ძარღვებს...
ვის დავუჯერო,
რომ ვუყვარვარ,
იმას თუ ამას?
ამდენი სითბო, გასაცემი,
გულით რომ დამაქვს,
ვის ვუწილადო?
ვის მივანდო?
არ ვიცი, არა,
ბუნებას ვმადლობ,
ფოთლის ძარღვებს
რომ მიმაბარა...
ვისი გრძნობების დავიჯერო,
მითხარით ჩქარა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები