ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლას
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2010


პირდაპირ და მარჯვნივ

ღამემ მხრებზე მოისხა აბრეშუმის პიჟამა
hotel-ის წინ ფხიზლობენ უპატრონო ძაღლები,
სანუკვარი ბგერებით სავსე ყურის ნიჟარა
ამარეტო – ყინულით და ნომრის გასაღები
პირდაპირ და მარჯვნივ!...
                ***
მოკლესახელოება მაისურით გოგონა
ყვითელკოპლებიან ლეკვს თავზე ეალერსება,
-X-ი ხომ არ გინახავს?
-კი ბიძია როგორ არ...
საკონტროლო გასროლა (ნაპოვნია მასრები)
პირდაპირ და მარჯვნივ!...
                ***
№8 პალატა, X-მა სისხლი გაიღო,
ვიღაც სპილენძის ურდულს ისე ეჯაჯგურება
ხელზე შემოეგრიხა!
-ბოლო სიტყვა რა იყო?
(ჟურნალისტი ამზადებს ექსკლუზიურ რეპორტაჟს)
-“პირდაპირ და მარჯვნივ!”...
                ***
მზეა შუბისტარამდე, გამატერეთ, sorry ser
რიგს იკავებს პერსონა ნედლი შვრიის ყანაში
შავ თმის ღერის ხიდებად სავსე მეგაპოლისი
ქუჩა X-ი იკითხეთ მეგობარო ან მაშინ
პირდაპირ და მარჯვნივ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს