 | ავტორი: ის.... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 15 სექტემბერი, 2010 |
ოთახი სხვენში. იატაკზე კაქტუსის უამარავი ქოთანი. კუთხეში წიგნებით სავსე კარადა. კედელზე გაფუჭებული რადიო და ბეკსინსკის სურათი, რომელიც, რა თქმა უნდა, ორიგინალი არ არის. ფანჯარასთან ცალსახელურიანი სარწეველა სკამი. ძველი, ფეხმონგრეული მაგიდა, ფურცლებით სავსე. არაბულად სათარგმნი ტექსტები და მე. თვალებდახუჭული ვსვამ "Starbucks"-ის ცხელ, სურნელოვან ყავას. სახურავზე წვიმის წვეთები ხმაურობენ. მახსენდება, რომ ოდესღაც ძალიან მიყვარდა შემოდგომა მალმოში. ერთ წუთში კარი ხმაურით იკეტება... ფანჯარას ღიას ვტოვებ, მაინც შვედეთში ვხოვრობ... მჯერა, რომ ერთ დღეს მე და კარლსონი ერთად შევჭამთ მურაბას.
----------- ყურსასმენები. ჯოპლინი. მუხლზე დაკერებული კომბინიზონი. დღეს ორშაბათია, დიეტის დაწყებას ვაპირებდი, მაგრამ ჰამბურგერის ჭამით მივყვები მალმოს ნაწვიმარ ქუჩებს. წვერიან კაცს ძაღლი მოჰყავს, თვალები მრჩება ყავისფერ ლაბრადორზე... დარწმუნებული რომ ვიყო, დედაჩემი ჩემი ძაღლიანად არ გამომასახლებს გარეთ, დღესვე გავტეხავდი ყულაბას, მამამ რომ მაჩუქა მეექვსე დაბადების დღეზე და პატარა ლეკვს ვიყიდდი... ლაბრადორი ქუჩის ბოლოს გაუჩინარდა. აღარ მაქვს ჰამბურგერის ჭამის სურვილი... ისევ ჯოპლინი. ქუჩები გაყვითლებული ფოთლებით არის სავსე. პარკში ვჩერდები, პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილ საქანელაზე ვჯდები და ვქანაობ, ძირს ვაგდებ დარჩენილ ჰამბურგერს. პოლიციელი მიახლოვდება, ალბათ დამაჯარიმებს. წვერიანი კაცი უკვე მიიყვანდა ლაბრადორს სახლში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. 23.აან,ამან ესე იცის ხოლმე =)) :-* 23.აან,ამან ესე იცის ხოლმე =)) :-*
23. ეს ბოლო კომენტარი რა იყო? :| ვერ მივხვდი ეს ბოლო კომენტარი რა იყო? :| ვერ მივხვდი
22. ნამდვილად ისაა... ნამდვილად ისაა...
21. ჯოპლინი
ბეკსინსკი
კარგ ადგილას ხარ :) ილუსტრაცია ჯოპლინი
ბეკსინსკი
კარგ ადგილას ხარ :) ილუსტრაცია
20. კარგი ჩემგან აქ!!! მომეწონა!!! გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან აქ!!! მომეწონა!!! გაიხარე შენა!!!
19. ara...shentan sxvas velodebi ufro...aq mxolod bolo xazia chemtvis sheni...asea es ara...shentan sxvas velodebi ufro...aq mxolod bolo xazia chemtvis sheni...asea es
18. ერთ დღეს ჩემი ოთახის ფანჯრებს მობეზრდებათ ჰაერში გამოკიდებული ცხოვრება და დაიმსხვრევიან. მე, ალბათ, ქარს დავაბრალებ. იატაკზე დავჯდები და იმაზე დავიწყებ ფიქრს, მომიხდება თუ არა მოკლე თმა... მერე ფიქრიც მომბეზრდება და უბრალოდ გავისეირნებ. ალბათ, სიცივე იქნება მალმოში და თითები გამეყინება. რომელიმე კაფესთან შევჩერდები, ფანჯრიდან დავათვალიერებ ადამიანებს, თვალებდახუჭულნი რომ ისუნთქავენ ცხელი ჩაის, ან ყავის სურნელს. კაშნეში ცხვირჩაყოფილი ისევ გავაგრძელებ გზას და საოცრად მომინდება, რომ გათოვდეს. ვიხეტიალებ ნისლიან ქუჩებში და ბოლოს ხიდთან შევჩერდები, ქუჩის მუსიკოსის გვერდით ჩამოვჯდები და დიდხანს, დიდხანს მოვუსმენ მას. სულაც არ ვიდარდებ, ჩამსხვრეულ ფანჯრებზე და იმაზე, რომ ამაღამ სიცივეში მომიწევს დაძინება.
ერთ დღეს ჩემი ოთახის ფანჯრებს მობეზრდებათ ჰაერში გამოკიდებული ცხოვრება და დაიმსხვრევიან. მე, ალბათ, ქარს დავაბრალებ. იატაკზე დავჯდები და იმაზე დავიწყებ ფიქრს, მომიხდება თუ არა მოკლე თმა... მერე ფიქრიც მომბეზრდება და უბრალოდ გავისეირნებ. ალბათ, სიცივე იქნება მალმოში და თითები გამეყინება. რომელიმე კაფესთან შევჩერდები, ფანჯრიდან დავათვალიერებ ადამიანებს, თვალებდახუჭულნი რომ ისუნთქავენ ცხელი ჩაის, ან ყავის სურნელს. კაშნეში ცხვირჩაყოფილი ისევ გავაგრძელებ გზას და საოცრად მომინდება, რომ გათოვდეს. ვიხეტიალებ ნისლიან ქუჩებში და ბოლოს ხიდთან შევჩერდები, ქუჩის მუსიკოსის გვერდით ჩამოვჯდები და დიდხანს, დიდხანს მოვუსმენ მას. სულაც არ ვიდარდებ, ჩამსხვრეულ ფანჯრებზე და იმაზე, რომ ამაღამ სიცივეში მომიწევს დაძინება.
17. ჰოომ : ) კიდევ მადლობა : D ჰოომ : ) კიდევ მადლობა : D
16. მაგარი რამეა ;;) :) მაგარი რამეა ;;) :)
14. მომწონს, ლაკონური პროზა. ფანჯარას ღიას ვტოვებ, მაინც შვედეთში ვხოვრობ... მჯერა, რომ ერთ დღეს მე და კარლსონი ერთად შევჭამთ მურაბას.–კარგია. თითმის მთელი ცხოვრებაა მოყოლილი რა მოკლედ და თანაც ლამაზად. ჯოპლინი მიყვარს. მომწონს, ლაკონური პროზა. ფანჯარას ღიას ვტოვებ, მაინც შვედეთში ვხოვრობ... მჯერა, რომ ერთ დღეს მე და კარლსონი ერთად შევჭამთ მურაბას.–კარგია. თითმის მთელი ცხოვრებაა მოყოლილი რა მოკლედ და თანაც ლამაზად. ჯოპლინი მიყვარს.
13. მმმ.. : )
მადლობა ყველას : )
მმმ.. : )
მადლობა ყველას : )
12. უუუუუუუუუუუუუუ მომეწონა უუუუუუუუუუუუუუ მომეწონა
10. ან, შენ ისეთი საყვარელი ხარ არავის მივცემ დაჯარიმების უფლებას. :* ჭკვიანი და ჭკვიანი ხარ შენ. ან, შენ ისეთი საყვარელი ხარ არავის მივცემ დაჯარიმების უფლებას. :* ჭკვიანი და ჭკვიანი ხარ შენ.
9. მომეწონა, ძალიან ცოცხალი, სახოვანი, სურათოვანი ნაწერია! იმ"ჩერდაკში" კიდევ ლამის მეც შევყევი ავტორს! :) 555 მომეწონა, ძალიან ცოცხალი, სახოვანი, სურათოვანი ნაწერია! იმ"ჩერდაკში" კიდევ ლამის მეც შევყევი ავტორს! :) 555
8. რაღა უნდა ვთქვა,ყველაფერი გაქვს ნათქვამი
:-*
შენ მართლა სხვანაირად გხედავ :) რაღა უნდა ვთქვა,ყველაფერი გაქვს ნათქვამი
:-*
შენ მართლა სხვანაირად გხედავ :)
7. ეს წინა კომენტარის პასუხი იყო : ) ეს წინა კომენტარის პასუხი იყო : )
6. აჰააა კარ(ქ)ი :D
აჰააა კარ(ქ)ი :D
5. კადრები ცოცხლდება...+7 კადრები ცოცხლდება...+7
4. კაი ლექსი თუ იპოვე ახალდადებული გამაგებინე:)) კაი ლექსი თუ იპოვე ახალდადებული გამაგებინე:))
3. აააპათიუსს :-*
ნათი :-* აააპათიუსს :-*
ნათი :-*
2. პარკში ვჩერდები, პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილ საქანელაზე ვჯდები და ვქანაობ.
მომანდომე :) აი, მე არ ვაგდებ ჰამბურგერებს დაბლა მხოლოდ იმიტომ, რომ საერთოდ არ ვჭამ :) :-* პარკში ვჩერდები, პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილ საქანელაზე ვჯდები და ვქანაობ.
მომანდომე :) აი, მე არ ვაგდებ ჰამბურგერებს დაბლა მხოლოდ იმიტომ, რომ საერთოდ არ ვჭამ :) :-*
1. აქ ყველაზე მეტად შენი პროზა მიყვარს...
უფრო დიიიდ სათქმელს მერე გეტყვი:-* აქ ყველაზე მეტად შენი პროზა მიყვარს...
უფრო დიიიდ სათქმელს მერე გეტყვი:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|