 | ავტორი: თენგიზი ჟანრი: პოეზია 15 დეკემბერი, 2010 |
ხშირად დამსიზმრებია ამღვრეული მორევი. ბედის უკუღმართობას ფესვებამდე ვიძიებ, სინანული მტანჯავს და ფიქრსაც ვყვები მიწიერს და როგორც უცხო სტუმარს, მწუხრი მეამბორება.
გულს მისერავს წარმავალ დღეთა აურზაური და როგორც ცივ სარკეში, ჩემს ცრემლიან ანარეკლს, თვალუწვდენელ უფსკრულის ცივი სუნთქვა განაგებს...
ვიცი მალე დაცხრება, ეს უაზრო ხმაური, ჩემი მხსნელი ზეცაა, ძალა არაქაური... ვიმოსები უმტკიცეს, რწმენის ნორჩი ფოთლებით...
ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად, დავტოვე ყველაფერი სიმარტოვის მაღლობთან, სინანული მომყვება ძველი საგანძურიდან. ფიქრი - წყარო უშრეტი, შემრჩა მწყურვალს იმედად (თანდათან მსუბუქდება წუთისოფლის უღელი), მუხლი გამითამამდა, კვლავ გახდა დაუღლელი... ლექსი - ოქროს თავთავი, გულში გამოილეწა...
მიწიდან ვარ და ისევ, მიწას დავუბრუნდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ადამიანი იმისთვისაა შექმნილი, თავის თავში რომ აღმოაჩინოს ის, ვისი აღმოჩენაც საჭირო და აუცილებელი, რადგან მერე, გაგრძელებულ არსებობაში იქ აღმოჩნდეს, სადაც სითბოა და სიყვარული მარადი. ადამიანი იმისთვისაა შექმნილი, თავის თავში რომ აღმოაჩინოს ის, ვისი აღმოჩენაც საჭირო და აუცილებელი, რადგან მერე, გაგრძელებულ არსებობაში იქ აღმოჩნდეს, სადაც სითბოა და სიყვარული მარადი.
29. ანეგდოტი საინტერესო უფრო იყო, ვიდრე სასაცილო, ჩემთვის; კი, მართალია, ეგ ანეგდოტი საჩვენსასაუბრო იყო(მეც მიხარია, რომ უფროს მეგობრად აღგიქვამ)... მზე ერთია და მრავალზე მრავალი; ყველას ერთად გვეყოფა, ჩვენ თუ ვეყოფით; ჩვენ მხოლოდ ერთად ვეყოფით... ახლა ერთი ჩემი აზრი გამახსენდა და რადგან საუბარს შევყევით, გაგიზიარებთ: ,,თუ ორივეს გცივათ, მზე ჯერ მას მიუტანე და შენც მოგეთბუნებაო, – შინაგანი ხმის კარნახით. –ჩემთვის მთავარი მე არ ვარ" – ამიტომაცაა, რომ მზის ჩასვლა ნიშნავს მხოლოდ გაყინულ დროს, უფრო სწორედ უდროობას, რომელიც არაფერია მარადისობასთან მიმართებაში და შეუდარებელია შეუდარებლობასთან.
თქვენც ასევე, წარმატებები უცოდველობაში.
ანეგდოტი საინტერესო უფრო იყო, ვიდრე სასაცილო, ჩემთვის; კი, მართალია, ეგ ანეგდოტი საჩვენსასაუბრო იყო(მეც მიხარია, რომ უფროს მეგობრად აღგიქვამ)... მზე ერთია და მრავალზე მრავალი; ყველას ერთად გვეყოფა, ჩვენ თუ ვეყოფით; ჩვენ მხოლოდ ერთად ვეყოფით... ახლა ერთი ჩემი აზრი გამახსენდა და რადგან საუბარს შევყევით, გაგიზიარებთ: ,,თუ ორივეს გცივათ, მზე ჯერ მას მიუტანე და შენც მოგეთბუნებაო, – შინაგანი ხმის კარნახით. –ჩემთვის მთავარი მე არ ვარ" – ამიტომაცაა, რომ მზის ჩასვლა ნიშნავს მხოლოდ გაყინულ დროს, უფრო სწორედ უდროობას, რომელიც არაფერია მარადისობასთან მიმართებაში და შეუდარებელია შეუდარებლობასთან.
თქვენც ასევე, წარმატებები უცოდველობაში.
28. რა კარგი და ორიგინალური ლექსია, ხიბლი აქვს :) წარმატებები, თენგიზ, ძალიან კარგი ხარ! :) რა კარგი და ორიგინალური ლექსია, ხიბლი აქვს :) წარმატებები, თენგიზ, ძალიან კარგი ხარ! :)
27. ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად, დავტოვე ყველაფერი სიმარტოვის მაღლობთან, სინანული მომყვება ძველი საგანძურიდან. ფიქრი - წყარო უშრეტი, შემრჩა მწყურვალს იმედად (თანდათან მსუბუქდება წუთისოფლის უღელი), მუხლი გამითამამდა, კვლავ გახდა დაუღლელი... ლექსი - ოქროს თავთავი, გულში გამოილეწა...
მიწიდან ვარ და ისევ, მიწას დავუბრუნდები.
მიხეილ ქვლივიძემ თქვა ერთხელ:
''კაიკაცობის მძიმე უღელი ყოველთვის მედგრად გამიწევია, არ დავცემულვარ მუხლმოუღლელი, სიმღერით სევდა დამიძლევია''. - ო
თქვენც ამას გისურვებთ, მედგრად გაგეწიოთ ''კაიკაცობის მძიმე უღელი'', არასდროს დაგღლოდეთ მუხლი და არ დაცემულიყავით. ღმერთმა მხნეობა და გამძლეობა მოგცეთ. კიდევ ბევრი კარგი ლექსი დაგეწეროთ! რწმენაში გაგაძლიეროთ უფალმა! აქვე ბარბარობასაც გილოცავთ!
ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად, დავტოვე ყველაფერი სიმარტოვის მაღლობთან, სინანული მომყვება ძველი საგანძურიდან. ფიქრი - წყარო უშრეტი, შემრჩა მწყურვალს იმედად (თანდათან მსუბუქდება წუთისოფლის უღელი), მუხლი გამითამამდა, კვლავ გახდა დაუღლელი... ლექსი - ოქროს თავთავი, გულში გამოილეწა...
მიწიდან ვარ და ისევ, მიწას დავუბრუნდები.
მიხეილ ქვლივიძემ თქვა ერთხელ:
``კაიკაცობის მძიმე უღელი ყოველთვის მედგრად გამიწევია, არ დავცემულვარ მუხლმოუღლელი, სიმღერით სევდა დამიძლევია``. - ო
თქვენც ამას გისურვებთ, მედგრად გაგეწიოთ ``კაიკაცობის მძიმე უღელი``, არასდროს დაგღლოდეთ მუხლი და არ დაცემულიყავით. ღმერთმა მხნეობა და გამძლეობა მოგცეთ. კიდევ ბევრი კარგი ლექსი დაგეწეროთ! რწმენაში გაგაძლიეროთ უფალმა! აქვე ბარბარობასაც გილოცავთ!
26. რწმენაში გაძლიერებას გისურვებთ
++2 რწმენაში გაძლიერებას გისურვებთ
++2
25. ვიმოსები უმტკიცეს, რწმენის ნორჩი ფოთლებით...
ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად--განსაკუთრებით.55555 ვიმოსები უმტკიცეს, რწმენის ნორჩი ფოთლებით...
ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად--განსაკუთრებით.55555
24. ,,მიწა ვართ და მიწადვე ვიქცევით'', როგორც სულხან-საბას იგავში ეუბნება მეფეს ჯუმბერი- მართალი ხართ, ბატონო თეიმურაზ. მადლობა, რომ მხარში მიდგეხართ და სტიმულს მაძლევთ... რა თქმა უნდა, არ შევჩერდები და, მიუხედავად აქ სხვების აპათიისა ჩემდამი, მე მაინც არ გავჩერდები, რადგან, როგორც ზაზა ბურჭულაძე ამბობს, მწერლობა უფლისგან ბოძებული ნიჭია და კალამი ჩემი სხეულის ნაწილია... მის გარეშე არ შემიძლია არსებობა, როგორც ხელოვნურ სუნთქვაზე შეერთებულ ადამიანს აპარატის გარეშე:) 555555555555555 ,,მიწა ვართ და მიწადვე ვიქცევით``, როგორც სულხან-საბას იგავში ეუბნება მეფეს ჯუმბერი- მართალი ხართ, ბატონო თეიმურაზ. მადლობა, რომ მხარში მიდგეხართ და სტიმულს მაძლევთ... რა თქმა უნდა, არ შევჩერდები და, მიუხედავად აქ სხვების აპათიისა ჩემდამი, მე მაინც არ გავჩერდები, რადგან, როგორც ზაზა ბურჭულაძე ამბობს, მწერლობა უფლისგან ბოძებული ნიჭია და კალამი ჩემი სხეულის ნაწილია... მის გარეშე არ შემიძლია არსებობა, როგორც ხელოვნურ სუნთქვაზე შეერთებულ ადამიანს აპარატის გარეშე:) 555555555555555
22. ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად,
მიწიდან ვარ და ისევ, მიწას დავუბრუნდები. ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად,
მიწიდან ვარ და ისევ, მიწას დავუბრუნდები.
21. მოდი გაგაცინებ და ერთ უკბილო (ძველ) ანეგდოტს მოგიყვები. ერთი ყრუ შეხვდება მეორეს. სად მიდიხარო, - აბანოშიო. აუ რა საწყენია, აბანოში მივდივარ და მეგონა შენც წამოხვიდოდიო. მე მიხარია, რომ უფროს მეგობრად აღმიქვამ. არ ვარ ამით განებივრებული ურაკელთაგან. მე ყველაფერში გეთანხმები, მხოლოდ აი აქ - "მაშინ რას ნიშნავს მზის ჩასვლა? მხოლოდ გაყინულ დროს, უფრო სწორედ უდროობას, რომელიც არაფერია მარადისობასთან მიმართებაში და შეუდარებელია შეუდარებლობასთან...", რასაც რაღა თქმა უნდა ვეთანხმები, თავს ინტერპრეტაციის უფლებას მივცემდი და გეტყოდი, რომ მზე მიტომ გვტოვებს დროებით, სხვა ადამიანებიც რომ გაათბოს. ჩვენ ხომ ბევრნი ვართ და გაბნეულნი, ის კი ერთია და გვეძებს. წარმატებები. მოდი გაგაცინებ და ერთ უკბილო (ძველ) ანეგდოტს მოგიყვები. ერთი ყრუ შეხვდება მეორეს. სად მიდიხარო, - აბანოშიო. აუ რა საწყენია, აბანოში მივდივარ და მეგონა შენც წამოხვიდოდიო. მე მიხარია, რომ უფროს მეგობრად აღმიქვამ. არ ვარ ამით განებივრებული ურაკელთაგან. მე ყველაფერში გეთანხმები, მხოლოდ აი აქ - "მაშინ რას ნიშნავს მზის ჩასვლა? მხოლოდ გაყინულ დროს, უფრო სწორედ უდროობას, რომელიც არაფერია მარადისობასთან მიმართებაში და შეუდარებელია შეუდარებლობასთან...", რასაც რაღა თქმა უნდა ვეთანხმები, თავს ინტერპრეტაციის უფლებას მივცემდი და გეტყოდი, რომ მზე მიტომ გვტოვებს დროებით, სხვა ადამიანებიც რომ გაათბოს. ჩვენ ხომ ბევრნი ვართ და გაბნეულნი, ის კი ერთია და გვეძებს. წარმატებები.
20. ბედის უკუღმართობას ფესვებამდე ვიძიებ, სინანული ტანჯავს და ფიქრსაც ვყვები მიწიერს
ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად
მიწიდან ვარ და ისევ მიწას დავუბრუნდები.
საინტერესო სტრიქონებია ბედის უკუღმართობას ფესვებამდე ვიძიებ, სინანული ტანჯავს და ფიქრსაც ვყვები მიწიერს
ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად
მიწიდან ვარ და ისევ მიწას დავუბრუნდები.
საინტერესო სტრიქონებია
19. მე მოგმართავთ, როგორც უფროს მეგობარს, თქვენის ნებართვით, და აღვნიშნავ, რომ მე-9 წერილს თქვენი წერილის პირველ აბზაცთან საერთო არაფერი აქვს და ვიცი, რომ თქვენც მიხვდით ამას, რამდენადაც მთლიანობაში მე-12 წერილი მეუბნება ამას. კავშირი არ აქვს, თორემ გეთანხმები აბსოლიტურად და მეც იგივეს ვცდილობ. ის, რისი თქმაც მე მინდოდა ზუსტად: მზის დროებით ჩასვლა შეიძლება ბუნებრივ ,,მოვლენადაც" ჩაითვალოს, თუნდაც იმიტომ, რომ ზოგჯერ ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული და უძლურნი ვართ სურვილის მიუხედავად, მაგრამ მანამდელი გამოსხივებით ის ,,ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად" და ესაა ძალა, რომელიც არსებობს ჩვენგან დამოუკიდებლადაც, რომელიც ,,მზის ჩასვლაზე" გაცილებით ძლიერია და რომელიც ,,სიძნელეს გზისა გაუადვილებს მოძმესა ჩვენსა''. მაშინ რას ნიშნავს მზის ჩასვლა? მხოლოდ გაყინულ დროს, უფრო სწორედ უდროობას, რომელიც არაფერია მარადისობასთან მიმართებაში და შეუდარებელია შეუდარებლობასთან...
შესაბამისად, ქართული ლექსის სულსაც ნიაღვარი არ წაიღებს, - ვერ წაიღებს, რადგან ქართული პოეზიის კულტურა შექმნილია უკვე და მე ამას მიდასტურებს ყველა განზომილებით მაღალი აქტივობა ახალ საუკუნეში. მაგრამ ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და მაღლა, შესაძლებლობით თუ არა, სურვილით მაინც, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ, თორემ სხვა შემთხვევაში ჩვენი ნაწერი ვერ დაგვწერს ჩვენ.
აქვე უნდა ვთქვა, რომ სიტყვა ,,ვაფასებ" არ მიყვარს და არცერთი სიტყვა, რომელიც ფასი-ს ფუძისგან წარმოდგება. არ მიყვარს, იმიტომ კი არა, რომ არ უნდა მიყვარდეს (მაგალითად სიტყვა ფასეულობა), არამედ ჩემს პირად სამყაროში მიუღებლად მიმაჩნია პირადად მე ეგ სიტყვა, ისევე, როგორც, მაგალითად ძახილის ნიშანი.
და ბოლოს, და პირველად , ისევ და ისევ ,,მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად".
მე მოგმართავთ, როგორც უფროს მეგობარს, თქვენის ნებართვით, და აღვნიშნავ, რომ მე-9 წერილს თქვენი წერილის პირველ აბზაცთან საერთო არაფერი აქვს და ვიცი, რომ თქვენც მიხვდით ამას, რამდენადაც მთლიანობაში მე-12 წერილი მეუბნება ამას. კავშირი არ აქვს, თორემ გეთანხმები აბსოლიტურად და მეც იგივეს ვცდილობ. ის, რისი თქმაც მე მინდოდა ზუსტად: მზის დროებით ჩასვლა შეიძლება ბუნებრივ ,,მოვლენადაც" ჩაითვალოს, თუნდაც იმიტომ, რომ ზოგჯერ ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული და უძლურნი ვართ სურვილის მიუხედავად, მაგრამ მანამდელი გამოსხივებით ის ,,ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად" და ესაა ძალა, რომელიც არსებობს ჩვენგან დამოუკიდებლადაც, რომელიც ,,მზის ჩასვლაზე" გაცილებით ძლიერია და რომელიც ,,სიძნელეს გზისა გაუადვილებს მოძმესა ჩვენსა``. მაშინ რას ნიშნავს მზის ჩასვლა? მხოლოდ გაყინულ დროს, უფრო სწორედ უდროობას, რომელიც არაფერია მარადისობასთან მიმართებაში და შეუდარებელია შეუდარებლობასთან...
შესაბამისად, ქართული ლექსის სულსაც ნიაღვარი არ წაიღებს, - ვერ წაიღებს, რადგან ქართული პოეზიის კულტურა შექმნილია უკვე და მე ამას მიდასტურებს ყველა განზომილებით მაღალი აქტივობა ახალ საუკუნეში. მაგრამ ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და მაღლა, შესაძლებლობით თუ არა, სურვილით მაინც, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ, თორემ სხვა შემთხვევაში ჩვენი ნაწერი ვერ დაგვწერს ჩვენ.
აქვე უნდა ვთქვა, რომ სიტყვა ,,ვაფასებ" არ მიყვარს და არცერთი სიტყვა, რომელიც ფასი-ს ფუძისგან წარმოდგება. არ მიყვარს, იმიტომ კი არა, რომ არ უნდა მიყვარდეს (მაგალითად სიტყვა ფასეულობა), არამედ ჩემს პირად სამყაროში მიუღებლად მიმაჩნია პირადად მე ეგ სიტყვა, ისევე, როგორც, მაგალითად ძახილის ნიშანი.
და ბოლოს, და პირველად , ისევ და ისევ ,,მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად".
18. არც არასოდეს ნია-კო, არც არასოდეს. არც არასოდეს ნია-კო, არც არასოდეს.
16. ხშირად დამსიზმრებია ამღვრეული მორევი.
ნათელ სიზმრებს და განწყობას გისურვებ თენგიზ... ხშირად დამსიზმრებია ამღვრეული მორევი.
ნათელ სიზმრებს და განწყობას გისურვებ თენგიზ...
15. გაგაძლიეროთ უფალმა! გაგაძლიეროთ უფალმა!
14. ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად,
მუხლი გამითამამდა, კვლავ გახდა დაუღლელი... ლექსი - ოქროს თავთავი, გულში გამოილეწა...
მომწონს...5 ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად,
მუხლი გამითამამდა, კვლავ გახდა დაუღლელი... ლექსი - ოქროს თავთავი, გულში გამოილეწა...
მომწონს...5
13. ასეთი ნაფიქრალ-ნააზრევისთვის მომწონხარ და არ მითხრა ახლა, ქათინაურიაო ეს... :) შენ იცი, მზე ცას რომ არ ტოვებს... :) ასეთი ნაფიქრალ-ნააზრევისთვის მომწონხარ და არ მითხრა ახლა, ქათინაურიაო ეს... :) შენ იცი, მზე ცას რომ არ ტოვებს... :)
12. მუხრან აბაშიძე-ს. ყოველი სიტყვა ისეა გაგებული, როგორც ის უნდა გაგებულიყო. არ იჯავრო ძამია. თუ დამაკვირდები, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ვარსკვლავების დაკრეფას ცდილობს, არც ის, ვისაც ქათინაურის გაგონება თავად ლექსს ურჩევნია და არც ის, სიმართლისათვის თვალში ჩახედვის რომ ეშინია... დღეს ასეა, ჩემს სამყაროში მზე დროებით დაბნელდა (სათქმელი აღარაა) და მე კვლავ მის გამოჩენას ველი. მანამდე კი, ვკითხულობ აქაურებს (ანუ თქვენ); ლაკატკით დავდევ ქართულ პოეზიაში ნიაღვარივით მოვარდნილ უმსგავსოებას, წალეკვით რომ ემუქრება ქართული ლექსის სულს (ვაი მის პატრონს, მოვერევიო რომ გონია); ვცდილობ გავამხნევო ადოლფა, მომწონს კუზიანი კვაზი (არაა მატყუარა, თორემ იმდენჯერ აქვს თავის კუზი დაფიცებული, ეგ რომ მატყუარა იყოს შეახმებოდა ნაღდად); და კიდევ ვაფასებ იმ პოეტებს, რომლებიც იმიტომ კი არ წერენ, რომ წერონ, არამედ წერენ იმიტომ, რომ მათი ნაწერი ადამიანებს ამ სოფლის ორღობეებში სიარულისას დაეხმაროს, თუნდ სულ უმნიშვნელოდ, მაგრამ დაეხმაროს. ერთი სიტყვით სწორად გაგიგე ძამია... მუხრან აბაშიძე-ს. ყოველი სიტყვა ისეა გაგებული, როგორც ის უნდა გაგებულიყო. არ იჯავრო ძამია. თუ დამაკვირდები, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ვარსკვლავების დაკრეფას ცდილობს, არც ის, ვისაც ქათინაურის გაგონება თავად ლექსს ურჩევნია და არც ის, სიმართლისათვის თვალში ჩახედვის რომ ეშინია... დღეს ასეა, ჩემს სამყაროში მზე დროებით დაბნელდა (სათქმელი აღარაა) და მე კვლავ მის გამოჩენას ველი. მანამდე კი, ვკითხულობ აქაურებს (ანუ თქვენ); ლაკატკით დავდევ ქართულ პოეზიაში ნიაღვარივით მოვარდნილ უმსგავსოებას, წალეკვით რომ ემუქრება ქართული ლექსის სულს (ვაი მის პატრონს, მოვერევიო რომ გონია); ვცდილობ გავამხნევო ადოლფა, მომწონს კუზიანი კვაზი (არაა მატყუარა, თორემ იმდენჯერ აქვს თავის კუზი დაფიცებული, ეგ რომ მატყუარა იყოს შეახმებოდა ნაღდად); და კიდევ ვაფასებ იმ პოეტებს, რომლებიც იმიტომ კი არ წერენ, რომ წერონ, არამედ წერენ იმიტომ, რომ მათი ნაწერი ადამიანებს ამ სოფლის ორღობეებში სიარულისას დაეხმაროს, თუნდ სულ უმნიშვნელოდ, მაგრამ დაეხმაროს. ერთი სიტყვით სწორად გაგიგე ძამია...
11. ლექსი - ოქროს თავთავი, გულში გამოილეწა...
წარმატებები, თენგიზს და ბევრი + + + + + ლექსი - ოქროს თავთავი, გულში გამოილეწა...
წარმატებები, თენგიზს და ბევრი + + + + +
10. ვიმოსები უმტკიცეს, რწმენის ნორჩი ფოთლებით...
კარგი სამოსელია :) ვიმოსები უმტკიცეს, რწმენის ნორჩი ფოთლებით...
კარგი სამოსელია :)
9. 5 ,,გულს მისერავს წარმავალ დღეთა აურზაური და როგორც ცივ სარკეში, ჩემს ცრემლიან ანარეკლს, თვალუწვდენელ უფსკრულის ცივი სუნთქვა განაგებს..."
... და თქვენ და მეშვიდე წერილის ავტორს (ამ შემთხვევაში მეშვიდე წერილისთვის) დიდი პატივისცემა ჩემგან... ... ,,და გეწეროთ ღიმილიანი ლექსები" ნებისმიერ შემთხვევაში ,,მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად" (გთხოვთ სწორად გამიგოთ). 5 ,,გულს მისერავს წარმავალ დღეთა აურზაური და როგორც ცივ სარკეში, ჩემს ცრემლიან ანარეკლს, თვალუწვდენელ უფსკრულის ცივი სუნთქვა განაგებს..."
... და თქვენ და მეშვიდე წერილის ავტორს (ამ შემთხვევაში მეშვიდე წერილისთვის) დიდი პატივისცემა ჩემგან... ... ,,და გეწეროთ ღიმილიანი ლექსები" ნებისმიერ შემთხვევაში ,,მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად" (გთხოვთ სწორად გამიგოთ).
8. 55555 დიდი და ფაქიზი პოეტური სულის პატრონი ხარ, ჩემო ძმაო თენგიზ! მინდა სულ ხალისი და გაზაფხულები გისურვო ცხოვრებაში! 55555 დიდი და ფაქიზი პოეტური სულის პატრონი ხარ, ჩემო ძმაო თენგიზ! მინდა სულ ხალისი და გაზაფხულები გისურვო ცხოვრებაში!
7. ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად...
რა უცნაურია, ყველას ეს სიტყვები რომ ჩარჩენია გულში ღრმად... თენგიზ, გითხარი ერთხელ, გამოცდილება წლებს კი არა, ტკივილებს მოაქვს-მეთქი. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წელი დააბიჯებს ადამიანი დედამიწაზე, თუკი მას დაბადებიდან ტკივა, არა, საკუთარი და პირადი კი არა, საერო, საერთო და დედამიწისეული... სხვათა ტკივილების გამზიარებელო, ერის გასაჭირზე მოფიქრალო ძალიან კარგო ადამიანო, გისურვებ, რომ მალე გაგმზიანებოდეს!!! და გეწეროს ღიმილიანი ლექსები!!! ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად...
რა უცნაურია, ყველას ეს სიტყვები რომ ჩარჩენია გულში ღრმად... თენგიზ, გითხარი ერთხელ, გამოცდილება წლებს კი არა, ტკივილებს მოაქვს-მეთქი. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წელი დააბიჯებს ადამიანი დედამიწაზე, თუკი მას დაბადებიდან ტკივა, არა, საკუთარი და პირადი კი არა, საერო, საერთო და დედამიწისეული... სხვათა ტკივილების გამზიარებელო, ერის გასაჭირზე მოფიქრალო ძალიან კარგო ადამიანო, გისურვებ, რომ მალე გაგმზიანებოდეს!!! და გეწეროს ღიმილიანი ლექსები!!!
6. "ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად"
წარმატებებს გისურვებ ჩემო თენგიზ! "ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად"
წარმატებებს გისურვებ ჩემო თენგიზ!
5. ძალიან კარგია! +5!!! ძალიან კარგია! +5!!!
4. ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად,.........
გადმომედო ამ ლექსის განწყობა დღეს და მიმაქვს ..... ძალიან მომეწონა! ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად,.........
გადმომედო ამ ლექსის განწყობა დღეს და მიმაქვს ..... ძალიან მომეწონა!
3. +777მომწონს თქვენი პოეზია,გულს ესალბუნება... +777მომწონს თქვენი პოეზია,გულს ესალბუნება...
2. ეგ ჩემო კეთილო აღარ მახსოვს როდისაა დაწერილი, 2003-ში გამოსული კრებულიდანაა. ისე პროცესი სამწუხაროდ მიმდინარეობს და ამ ჩემი ნაფლეთების დაჭერით და სიბინძურის ჭაობიდან ამოყვანით დღესაც დაკავებული ვარ, თუ ამის გაგება გინდოდა... სამწუხაროდ დღეს ვეღარაფერს ვერ ვწერ, დავბრმავდი და დავყრუვდი. ადოლფას და კვაზის თუ წევეღლაბუცები რაცხას. ჰო კიდო, შატილიონმა დამაწერია ამას წინეთ ლექსად. და კიდო ვინცხა ვინცხეებსაც ვეპრუტუნები გარითმული სტრიქონით ხანდისხან, მარა გაგიგია?! ზოგი არ მპასუხობს (აბა ჩემთან ხო არ ისაუბრებენ, ტიანშანზე ცხვირდადებულები) და ზოგი კიდე რითმებს წუნობს, მომწყდი თავიდან, ვისი ტიკი-ტომარა ხარო. ეგ ჩემო კეთილო აღარ მახსოვს როდისაა დაწერილი, 2003-ში გამოსული კრებულიდანაა. ისე პროცესი სამწუხაროდ მიმდინარეობს და ამ ჩემი ნაფლეთების დაჭერით და სიბინძურის ჭაობიდან ამოყვანით დღესაც დაკავებული ვარ, თუ ამის გაგება გინდოდა... სამწუხაროდ დღეს ვეღარაფერს ვერ ვწერ, დავბრმავდი და დავყრუვდი. ადოლფას და კვაზის თუ წევეღლაბუცები რაცხას. ჰო კიდო, შატილიონმა დამაწერია ამას წინეთ ლექსად. და კიდო ვინცხა ვინცხეებსაც ვეპრუტუნები გარითმული სტრიქონით ხანდისხან, მარა გაგიგია?! ზოგი არ მპასუხობს (აბა ჩემთან ხო არ ისაუბრებენ, ტიანშანზე ცხვირდადებულები) და ზოგი კიდე რითმებს წუნობს, მომწყდი თავიდან, ვისი ტიკი-ტომარა ხარო.
1. ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად, დავტოვე ყველაფერი სიმარტოვის მაღლობთან, სინანული მომყვება ძველი საგანძურიდან. ფიქრი - წყარო უშრეტი, შემრჩა მწყურვალს იმედად (თანდათან მსუბუქდება წუთისოფლის უღელი), მუხლი გამითამამდა, კვლავ გახდა დაუღლელი... ლექსი - ოქროს თავთავი, გულში გამოილეწა...
მიწიდან ვარ და ისევ, მიწას დავუბრუნდები.
ძალიან სუფთაა :)
მაინტერესებს რომელ წელსია ეს დაწერილი ძია თენგიზ ? თუ ახალია ?
ყველა სიკეთით..
დამდეგ ახალ წელს ... იხარეთ:) ნაფლეთ-ნაფლეთ ამომყავს, სული სიბინძურიდან და ჩურჩულით ვსახლდები სიყვარულის მახლობლად, დავტოვე ყველაფერი სიმარტოვის მაღლობთან, სინანული მომყვება ძველი საგანძურიდან. ფიქრი - წყარო უშრეტი, შემრჩა მწყურვალს იმედად (თანდათან მსუბუქდება წუთისოფლის უღელი), მუხლი გამითამამდა, კვლავ გახდა დაუღლელი... ლექსი - ოქროს თავთავი, გულში გამოილეწა...
მიწიდან ვარ და ისევ, მიწას დავუბრუნდები.
ძალიან სუფთაა :)
მაინტერესებს რომელ წელსია ეს დაწერილი ძია თენგიზ ? თუ ახალია ?
ყველა სიკეთით..
დამდეგ ახალ წელს ... იხარეთ:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|