ჰაიკუს ხატები და მისი ემოციური შინაარსი უნიკალურია. ტრადიციული ჰაიკუ შედგება ”კიგოსგან”, სეზონური სიტყვისგან ან ”კიდაისგან”, სეზონური ქმედებისგან, რომლებიც აღწერენ ბუნებას რომელიმე სეზონის დროს ან ადამიანთან დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც კავშირშია ბუნებრივ ციკლებთან, მაგალითად, ბრინჯის მოსავლის აღებასთან, შესაბამისად შემოდგომასთან. თითქმის ყველა შემთხვევაში, ტრადიციული იაპონური ჰაიკუ შეიცავს სურათებს, რომლებიც ე.წ. მკვდარ ბუნებას (არასულიერი ბუნება, ფრანგ. ”ნატიურ-მორტ”) ასახავს და მასთან ადამიანის დამოკიდებულებას გამოხატავს. შეიძლება ითქვას, რომ ჰაიკუ არის ფორმა, რომელიც ასახავს, გადმოგვცემს ადამიანის მიმართებასა და შეგრძნებებს ”მკვდარი ბუნებასადმი”. ბუნების ასეთი ხატები-აღწერები შეკრებილია პოეტურ ალმანახებში (იაპონურად ”საიგიკიში”), კატეგორიების მიხედვით (ამალმანახებში ჰაიკუები დალაგებულია არა ანბანის, არამედ ”სეზონის მსახველი სიტყვების - ”კიგოს” მიხედვით). როგორც ერთგან ამოვიკითხე, იაპონელ პოეტებს ხშირად გამოუხატავთ გაკვირვება ჰაიკუს არაიაპონელი ავტორებისადმი. მათ ძნელად ესმოდათ და კითხულობდნენ შემდეგს: ”საიგიკის” არარსებობის პირობებში (”სეზონური სიტყვების გზამკვლევის”, ასე დავარქვათ, ბ.ჩ.), როგორ წერთ-ო, ჰაიკუს-ო”. იაპონიისათვის და იაპონური კულტურისათვის ბუნების ხატების ასეთი ”კატეგორიზაცია” და მისდამი სათუთი დამოკიდებულება არ უნდა იყოს გასაკვირი - გავიხსენოთ, ხშირად გაიგონებთ, რომ რომ იაპონელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ბუნებისადმი. რას ნიშნავს ეს ფრაზა? რატომ არის ეს იაპონელებზე ნათქვამი? ისე მოხდა, რომ იაპონელები, ყველა სხვა მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვანი ერისგან განსხვავებით, ანიმისტები, ანუ ბუნების ღვთაებრივი არსის და მისი შემედგენელი ობიექტების თაყვანისმცემლები არიან. მათ რწმენას კი შინტოიზმი (ხანდახან სინტოიზმი) ეწოდება. შინტო (”კამი-ნო-მიჩი”, ღმერთების გზა), იაპონელთა ტრადიციული რელიგიაა და თავისი შინაარსით იაპონიის და მისი ხალხის სულიერ მარადიულობას გამოხატავს. ბეჯითი და რეგულარული პრაქტიკითა და რიტუალებით, იაპონელი შინტოისტი მუდმივ კავშირშია თავისი ქვეყნისა და ნათესავების წარსულთან. შინტო მოიცავს აუცილებელ რიტუალებს, ამულეტებს, სპეციალურ ჩანაწერებს დაკავშირებულს ბავშვის დაბადებასთან თუ ვინმეს სიკვდილთან. შინტოიზმში ბევრია ცენტრალური აზიასა და ციმბირში გავრცელებული შამანიზმის ელემენტებიც. შინტოს პანთეონი უამრავ ღმერთსა და ღვთაებას მოიცავს და მისი ცენტრალური კონცეფციაა ე.წ. ”კამი” ანუ ყველაფრის (სულიერის, ნივთის, მოვლენის) ”სულიერი შინაარსი”. ეს რწმენა, რომელიც ბუნებისა და მისი შემადგენელი ნაწილებისადმი/ობიექტებისადმი თაყვანისცემას და ლოცვას მოითხოვს, დღემდე მყარად ზის იაპონელის ცნობიერსა თუ ქვეცნობიერში. ასევე ბუნებასთან მჭიდრო კავშირს გულისხმობს იაპონიის სასოფლო-სამეურნეო ცხოვრებაც - იაპონელების ცივილიზაცია, დღევანდელი სახით, დიდწილად, ბრინჯის კულტურის კუნძულებზე შესვლის შემდეგ განვითარდა, ხოლო ბრინჯის აგროციკლი პირდაპირ არის დაკავშირებული მუდმივად განმეორებად, რუტინულ, ბუნებრივ სასოფლო-სამეურნეო სეზონებთან, როდესაც ადამიანის შრომითი კონტაქტი მცენარესთან, მიწასთან, წყალთან, აუცილებელია, ხოლო წვიმიანი და მშრალი პერიოდების ცვლა და სვლა - მუდმივი და განმეორებადი. ჰაიკუ, როგორც ორიგინალური, იაპონური სულიერი კულტურის პროდუქტი, შედგება ბუნებისა და ადამიანის ხატებებით, ამ ორის კონტაქტის ამსახავი სურათებითა და შთაბეჭდილებებით. იაპონური ენის თავისებურებების და ამ ენის იზოლაციური ისტორიიდან გამომდინარე, ჰაიკუმ მიიღო ის კონკრეტიზირებული და მინიმალისტური ფორმა, რომელიც ასეთი პოპულარულია დღეს და რომლის ჩაწვდომასაც ცდილობს ბევრი არაიაპონელი მხატვარი თუ პოეტი.
ჰაიკუს ამერიკელი (წარმოშობით კანადელი) მკვლევარი, ბრიუს როსი წერს: ” ამერიკული ჰაიკუს მეოთხე თაობის პოეტებმა (-80 -იანი წლები) ინგლისურენოვანი ჰაიკუს მრავალფეროვანი ინტერპრეტაციისა და ექსპერიმენტის გზით, თითქმის მთლიანად გააქრეს კლასიკური იაპონური პოეტური ფორმის აუცილებელი ატრიბუტები და მისი შინაარსი: მათ მუდმივად აკლიათ სეზონური მიმართება და უფრო სიურეალისტურ ტექნიკასა და ფიგურატიულ გამოხატვას ეყრდნობიან. მათ მოსპეს პროსოდია (რიტმიკა, ემოციური ინტონაცია, აქცენტირება, ბ.ჩ.) ფორმაში და ფართოდ გაუღეს კარები ადამიანურ, ვიდრე ბუნების, თემებს. თანამედროვე ამერიკული ჰაიკუ გადაიქცა ეროტიზმის, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური და სოციალური გამოხატვის პოეტურ საშუალებად”. უკვე არიან იაპონელი ჰაიკუს ოსტატიც, რომლებიც დღევანდელ იაპონურ ჰაიკუს ახალი ”წესებით” წერენ (ფუმიო ჰოშინაგა). ეს მიუთითებს ჰაიკუს, როგორ პოეტური ფორმის სიცოცხლისუნარიანობაზე და მისი განივითარების პოტენციალზე.
ვფიქრობ, ქართველი მკითხველისა და იაპონური ჰაიკუს მოყვარულთათვის საინტერესო იქნება, თანამედროვე ამერიკელი პოეტების დაწერილი, ”ანგლო-საქსონურ” ტყავში ”გახვეული” ჰაიკუს გაცნობა. მაპატიეთ ირონიზირებისათვის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, გვიანდელი პრეზიდენტი ბუშის ცეკვისა და ახლანდელი 10,000 ინგლისურენოვანი ”მასწავლებლის” დესანტირების შემდეგ, ნებისმიერი ”ანგლო-საქსური”, ”პროტესტანტულ-ევანგელისტური” თუ უბრალოდ, ”ამერიკული” ექსპერიმენტი კავკასიაში, რბილად, რომ ვთქვა, ირონიასა და ღიმილს იწვევს ჩემში. ამასთან, აქვე დავძენ, რომ ჩემი ირონია არანაირად არ ეხება ქვემოთმოყვანილი ინგლისურენოვანი ჰაიკუების პოეტებსა და მათ შემოქმედებას.
შენიშვნა: მოყვანილი ჰაიკუები არაიაპონურია და ინგლისურად არის შექმნილი!
1. Just enough of rain To bring the smell of silk From umbrellas - ავტორი: Richard Wright
თარგმანი:
ვერსია1: ზორბად იწვიმა. ქოლგებიდან მცემს სველი აბრეშუმის უცხო სურნელი.
ვერსია2: იწვიმა ნაზად, სველი ქოლგებიდან მცემს, აბრეშუმის ნაზი სურნელი.
2. waterfall at night-- her long black hair
- ავტორი: Charles Nethaway, Jr.
თარგმანი: ვერსია1: ღამის ჩანჩქერი - ევას გრძელი, შავი თმა.
ვერსია2: ჩანჩქერი ღამით - მისი გრძელი, შავი თმა.
3. The skier stops to leave room for the snow's silence - ავტორი: Kai Falkman
თარგმანი: მოთხილამურე გაჩერდა, რათა დაუთმოს ასპარეზი თოვლის სიჩუმეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მიყვარს აქ შემოსვლა...ჰაიკუები კიდევ უფრო...;-*
წვიმს... სველ ქოლგებს ასდით აბრეშუმის უცხო სურნელი... ( მე ასე გადავაქართულებდი...:)
ღამის ჩანჩქერი - ევას გრძელი, შავი თმა. მომწონს...
მოთხილამურე გაჩერდა, რათა დაუთმოს ასპარეზი თოვლის სიჩუმეს. ესაც მომწონს... მიყვარს აქ შემოსვლა...ჰაიკუები კიდევ უფრო...;-*
წვიმს... სველ ქოლგებს ასდით აბრეშუმის უცხო სურნელი... ( მე ასე გადავაქართულებდი...:)
ღამის ჩანჩქერი - ევას გრძელი, შავი თმა. მომწონს...
მოთხილამურე გაჩერდა, რათა დაუთმოს ასპარეზი თოვლის სიჩუმეს. ესაც მომწონს...
7. ”დაისს” შევახსენებ, რომ ეს იაპონური ჰაიკუები არ არის - ისინი ინგლისურენოვანი ავტორების ორიგინალებია
კი ბატონო, ეს კი წავიკითხე, მაგრამ მე ზოგადად ვთქვი ის, რაც ვთქვი :) ”დაისს” შევახსენებ, რომ ეს იაპონური ჰაიკუები არ არის - ისინი ინგლისურენოვანი ავტორების ორიგინალებია
კი ბატონო, ეს კი წავიკითხე, მაგრამ მე ზოგადად ვთქვი ის, რაც ვთქვი :)
6. დიდი მადლობა კომენტარებისათვის და შენიშვნებისათვის. ვეთანხმები ”სოლეს”, ძალიან თავისუფლად ვთარგმნე ინგლისურიდან და უზუსტობებიც არის (შევასწორებ), თუმცა დრამატულ განსხვავებებს ვერ ვხედავ - ეს მაინც ინგლისურენოვანი ლირიკაა, ასე ვთქვათ, ჰაიკუს ტანსაცმელში და იაპონური სიმბოლიზმი ამ სიტყვებში არ არის. რაც შეეხება ”სინტო”/”შინტოს” ეს იაპონური ენის ”ს” ბგერაა, რომელიც ყველას სხვადასხვანაირად ესმის (რუს. ”მიცუბისი” და ინგლ. ”მიცუბიში”). ”დაისს” შევახსენებ, რომ ეს იაპონური ჰაიკუები არ არის - ისინი ინგლისურენოვანი ავტორების ორიგინალებია. დიდი მადლობა კომენტარებისათვის და შენიშვნებისათვის. ვეთანხმები ”სოლეს”, ძალიან თავისუფლად ვთარგმნე ინგლისურიდან და უზუსტობებიც არის (შევასწორებ), თუმცა დრამატულ განსხვავებებს ვერ ვხედავ - ეს მაინც ინგლისურენოვანი ლირიკაა, ასე ვთქვათ, ჰაიკუს ტანსაცმელში და იაპონური სიმბოლიზმი ამ სიტყვებში არ არის. რაც შეეხება ”სინტო”/”შინტოს” ეს იაპონური ენის ”ს” ბგერაა, რომელიც ყველას სხვადასხვანაირად ესმის (რუს. ”მიცუბისი” და ინგლ. ”მიცუბიში”). ”დაისს” შევახსენებ, რომ ეს იაპონური ჰაიკუები არ არის - ისინი ინგლისურენოვანი ავტორების ორიგინალებია.
5. თემატურად და შინაარსობრივად საინტერესო წერილია, თუმცა, ჩემთვის კარგად დავიწყებულის გახსნებას გავდა და ამით უფრო მეტად ვისიამოვნე..ერთი ეს არის, რომ იაპონური ენის სპეციალისტისგან მახსოვს, რომ იაპონელების რწმენას სინტოიზმი ეწოდება და არა "შინტოიზმი". ჰაიკუს თარგმანიც მგონია, რომ უფრო დახვეწილი ორიგინალიდან შესრულების შემთხვევაში იქნებოდა. აზრების ინტერპრეტაცია, მგონი სერიოზულ განსხვავებას უნდა იძლეოდეს სხვა ენიდან გაქართულების დროს. შეიძლება ვცდები კიდეც..თუმცა, მაინც საინტერესოა თემატურად და შინაარსობრივად საინტერესო წერილია, თუმცა, ჩემთვის კარგად დავიწყებულის გახსნებას გავდა და ამით უფრო მეტად ვისიამოვნე..ერთი ეს არის, რომ იაპონური ენის სპეციალისტისგან მახსოვს, რომ იაპონელების რწმენას სინტოიზმი ეწოდება და არა "შინტოიზმი". ჰაიკუს თარგმანიც მგონია, რომ უფრო დახვეწილი ორიგინალიდან შესრულების შემთხვევაში იქნებოდა. აზრების ინტერპრეტაცია, მგონი სერიოზულ განსხვავებას უნდა იძლეოდეს სხვა ენიდან გაქართულების დროს. შეიძლება ვცდები კიდეც..თუმცა, მაინც საინტერესოა
4. საინტერესო ნარკვევია,თუმცა პირადად ჩემთვის, ახალი არაფერი უთქვამს.როცა თარგმანებამდე ჩამოვედი,მაპატიეთ,მაგრამ მე ინგლისურად სხვანაირად გავიგე. 1. Just enough of rain To bring the smell of silk From umbrellas
- Richard Wright თარგმანი: ზორბად იწვიმა. ქოლგებიდან მცემს სველი აბრეშუმის უცხო სურნელი.
მაგალითად, პირველი, მე ასე მესმის: იწვიმა,სწორედ იმდენი,რამდენიც საკმარისი აღმოჩნდა ქოლგებიდან აბრეშუმის სურნელის მოსატანად.
მეორე: ჩანჩქერი ღამით,-მისი გრძელი, შავი თმა. გაურკვეველია, ავტორმა ღამის თმა იგულისხმა,თუ ქალის.ამიტომაა ასე ლამაზი.ტოვებს კითხვას მკითხველისთვის.
მესამეზე არაფერს ვიტყვი რადგან სახეს"რათა ადგილი დაუთმოს"(ორიგინალში),მე მგონი თარგმანისეული სახე"დაუთმოს ასპარეზი",სჯობს. მე მაპატიეთ,თუ სხვანაირად მესმის, მაგრამ საქმე ეხება თარგმნას და არა ახალი ჰაიკუს დაწერას.:) საინტერესო ნარკვევია,თუმცა პირადად ჩემთვის, ახალი არაფერი უთქვამს.როცა თარგმანებამდე ჩამოვედი,მაპატიეთ,მაგრამ მე ინგლისურად სხვანაირად გავიგე. 1. Just enough of rain To bring the smell of silk From umbrellas
- Richard Wright თარგმანი: ზორბად იწვიმა. ქოლგებიდან მცემს სველი აბრეშუმის უცხო სურნელი.
მაგალითად, პირველი, მე ასე მესმის: იწვიმა,სწორედ იმდენი,რამდენიც საკმარისი აღმოჩნდა ქოლგებიდან აბრეშუმის სურნელის მოსატანად.
მეორე: ჩანჩქერი ღამით,-მისი გრძელი, შავი თმა. გაურკვეველია, ავტორმა ღამის თმა იგულისხმა,თუ ქალის.ამიტომაა ასე ლამაზი.ტოვებს კითხვას მკითხველისთვის.
მესამეზე არაფერს ვიტყვი რადგან სახეს"რათა ადგილი დაუთმოს"(ორიგინალში),მე მგონი თარგმანისეული სახე"დაუთმოს ასპარეზი",სჯობს. მე მაპატიეთ,თუ სხვანაირად მესმის, მაგრამ საქმე ეხება თარგმნას და არა ახალი ჰაიკუს დაწერას.:)
3. ლე ვან სან მოგიკითხე და ბევრი რამის უკეტ გაგებაში მოხმარებისთვის გადაგიხადე დიდი იაპონური მადლობა:) დიდი: არი გატო შენ:) პირველი ჰაიკუ;ასე ხომ არ აჯობებდა: თავსხმა წვიმაა,(იწვიმა ძლიერ) სველ ქოლგებს აბრეშუმის, ასდით სურნელი. ლე ვან სან მოგიკითხე და ბევრი რამის უკეტ გაგებაში მოხმარებისთვის გადაგიხადე დიდი იაპონური მადლობა:) დიდი: არი გატო შენ:) პირველი ჰაიკუ;ასე ხომ არ აჯობებდა: თავსხმა წვიმაა,(იწვიმა ძლიერ) სველ ქოლგებს აბრეშუმის, ასდით სურნელი.
2. გაიხარე, ლევან... ძლივს არ გავიგეთ, რას მოითხოვს "ჰ ა ი კ უ"? კარგია, რომ ჩემი ჰაიკუებით "გატაცებას" პირველ საფეხურზევე "მოეკუპრა პირი!"
ჰაიკუ - იაპონელებმა წერონ! ჩვენ - დალოცვილ ქართულ სიტყვას ვიტყვით და 16 მარცვლიანი შაირით ვიშაირებთ! :)))))
დიდი მადლობა, ასეთი დეტალური ახსნისთვის და... დიდი 5 შენ! გაიხარე, ლევან... ძლივს არ გავიგეთ, რას მოითხოვს "ჰ ა ი კ უ"? კარგია, რომ ჩემი ჰაიკუებით "გატაცებას" პირველ საფეხურზევე "მოეკუპრა პირი!"
ჰაიკუ - იაპონელებმა წერონ! ჩვენ - დალოცვილ ქართულ სიტყვას ვიტყვით და 16 მარცვლიანი შაირით ვიშაირებთ! :)))))
დიდი მადლობა, ასეთი დეტალური ახსნისთვის და... დიდი 5 შენ!
1. საინტერესო იყო ჰაიკუზე - "ჰაიკუს იაპონური შინაარსი".
მომწონს ძალიან იაპონური (აღმოსავლური) პოეზია - განსხვავებულია ნამდვილად ფორმითაც და შინაარსითაც. სამწუხაროდ, ენის არცოდნის გამო იძულებული ვარ, მხოლოდ თარგმანით ვისიამოვნო! საინტერესო იყო ჰაიკუზე - "ჰაიკუს იაპონური შინაარსი".
მომწონს ძალიან იაპონური (აღმოსავლური) პოეზია - განსხვავებულია ნამდვილად ფორმითაც და შინაარსითაც. სამწუხაროდ, ენის არცოდნის გამო იძულებული ვარ, მხოლოდ თარგმანით ვისიამოვნო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|