ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლას
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2010


კამილა

ახლა ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი
ნალის ცვეთამდე სამსახურში მიდგას იორღა,
ვიხსენებ - წეკოს პაპიროსში როგორ ვახვევდით
ღრმა ნაფაზები სასულეში გადაგვდიოდა.

დამახრჩო ნერწყვმა, შენ სარკის წინ პოზებს იმყარებ
ამჟაღავნებს ფოტოს თვალის ჩაკვრა, ფირის ჩხაკუნი
მერე თეძოზე მიიტმასნი კუბურ სიგარებს
და მრავალსართულს ჩამოირბენ ქუსლის ბაკუნით

იტყვი: ო, არა! ორგანიზმი თავისას ითხოვს
ცისარტყელაში გაიარა დრამის ქალწულმა,
დაგეხვა თავბრუ, უჩვეულო იგრძენი სითბო
ფურის ცურივით ფანტაზიამ როცა დაგწურა.

ჭორის მორევში იძირები და ითხოვ შველას
ძირგამსკდარ ნავებს სარეცხივით წამოკრეფს ამწე,
წყვილი ნიჩაბი ერთი მოსმით შემოგეფშვნება
და ნაპირამდე ხავსშემხმარი სახით მოაღწევ.

ახლა ყველაფერს დაეთმობა თავის ადგილი
ერთი სანთელი მრუმე ღამეს მთლად გაანათებს,
ვიხსენებ თხილის ნარგავებს რომ ტკეჩებს ვათლიდით
და გასაყიდად ვამზადებდით დაწნულ კალათებს.
                                                                                          2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს