ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელდღუნია
ჟანრი: იუმორისტული
19 სექტემბერი, 2010


სოსიედადი - მადრიდის რეალი

ბედნიერი წამია,
ბედნიერი დღე არის,
სოსიედადს ეწვევა,
დღეს მადრიდის რეალი.

ველით ულევ შეტევებს,
გოლებს, თანაც ლამაზებს,
იმედია დავახევთ,
დღეს ბურთს ველურ ბაყაყებს.

კასილასი მყარად დგას,
გოლებს ვეღარ უტანენ,
ადანი და დუდეკი,
კოკა-კოლას წრუპავენ.

მარსელოა ურყევი,
არ იზარებს ქმედებას,
დაცვაში ხომ ქაჯია,
არ აკლდება შეტევას.

კარვალიო ვერ დარბის,
დაგვიბერდა საწყალი,
მაგრამ საიმედოა,
არ გვყავს მისი ბადალი.

პეპე კვლავ იუხეშებს,
მაგრამ არა ძალიან,
დაცვის შეურყევლობა,
სწორედ მისი ბრალია.

მარცხენა ფლანგს ამაგრებს,
სწორედ ჩვენი იმედი,
სერხიო რამოსი ხომ,
არის გუნდის ლიდერი.

ესპანელი ლომები,
არც შუა ხაზს აკლია,
ხაბი ალონსო გვიდგას,
ესპანელი ხარია.

ჯანზე არის ხედირა,
ალონსოს გვერდს უმაგრებს,
მგონი ცოტა წააგავს,
რაიხსტაგის მუტანთებს.

გამოგვადგა ოზილი,
სწრაფი არის ძალიან,
არც ტექნიკა აკლია,
თურქი მამაძაღლია.

დი მარია არ ცხრება,
ნერვებს ვეღარ იოკებს,
დაამტკიცა უკვე რომ,
ძირითადს იმსახურებს.

კრისტიანო კვლავ ირბენს,
თავბრუს დასცემს სულ ყველას,
როცა დარბის წააგავს,
მოფარფატე პეპელას.

ხან თვალები უელავს,
ხანაც თავად ქარია,
ჩვენი იგუაინი,
მთელი გუნდის ხმალია.

ზამენა გვყავს ძლიერი,
არ არს მისი ბადალი,
ნებისმიერს შეიყვანს,
მოუ, ჩვენი მთავარი.

მოდით ვიყოთ იმედით,
დაველოდოთ შედეგებს,
ნუ ჩაიდენთ ბიჭებო,
უშედეგო ქმედებებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები