ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2010


თაკას

პირი უჩანს ისეთი ცას,იწვიმებს ამაღამ,
ვშიშობ,მისი ფეთქვა რომ ვერ გაატანს ხვალამდე,
თუ შენს ღიმილს საკუთარ თვალით დღესვე არ ვნახავ,
არ ვირწმუნებ,რომც მითხრა,თითქოს გულში მალავდე
მას და შენს ფიქრს ყოველ წამს ხელის გულით ვეხები,
ვხვდები,სხვების სიცივე შენში უფრო მეტია,
ვისაც დრომ საათებით ვერ მოჭამა ფეხები,
მისი გული მიწაზე ვერაფრით დაეტია
და შენც იქით მიგიწევს მთელი აზრი,გონება,
სადაც დაგმობილია ნაკლებობა,მეტობა,
სადაც არ გაჭირდება შენი ხმის გაგონება
და დღეების სითეთრეს ლაქა არსად ეტყობა.
აქ კი თითქოს სიტყვები უგუბდებათ  ხატებთან,
მიწას ვერაცდენილი პირჯვრით,მეტანიებით
სხვებს და თუკი ნათქვამი ლოცვა ძალას  მატებდათ,
მცირედმორწმუნეობას ახლა ეტანებიან
მისით  და მოსვენება,ვხედავ,შენც გეკარგება,
ცაზე ლიბრად გადაკრულ,გაუფილტრავ ჰაერში,
რადგან აქ ყველაფერი მოჩანს შავ-თეთრ კადრებად,
არ იფიქრო არცერთი წამით ძირს რომ დაეშვი.
წესი,დოგმა,კანონი,რა იქნება შემდეგი,
ოცნებაში ხეირი არც აქამდე ეყარა,
აწერიათ შუბლებზე საბოლოო შედეგი:
არც ნაკლები,არც მეტი-დაიქცევა  ქვეყანა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები