| ავტორი: გაგნი ჟანრი: პოეზია 20 სექტემბერი, 2010 |
მომენატრეო, გაისმა ხმა და, კლდის ნაპრალიდან დაეშვა ლოდი, ნათქვამი იყო თითქმის ჩურჩულით, ნგრევის ძალა კი მოჰქონდა ლოდინს.
გელოდებოდი, გაისმა ხმა და, ზღვაში გამოჩდა მღელვარე ტალღა, ნათქვამი იყო კვლავაც ხმადაბლა მონატრებას კი მოჰქონდა დაღლა.
მუდამ მახსოვდი, გაისმა ხმა და, მთის ფერდობიდან დაცურდა თოვლი, გული გაყინულ კლდეს დაემსგავსა ძველებურადაც აღარ ძგერს ლტოლვით. არაფერს იტყვი? გაისმა ხმა და, დუმილი მოჰყვა დიდიხნის ლოდინს, ქალმა კარები გაიხურა და როდისღა ვნახავ, ვინ იცის, როდის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. კარგია, წარმატებები! +++++++++++++++++++++2 კარგია, წარმატებები! +++++++++++++++++++++2
9. რა ვციცი მე არ მომეწონა და...:) რა ვციცი მე არ მომეწონა და...:)
7. ქალმა კარები გაიხურა და როდისღა ვნახავ, ვინ იცის, როდის.
5 ქალმა კარები გაიხურა და როდისღა ვნახავ, ვინ იცის, როდის.
5
5. მომეწონა ლექსი, მუხედავად იმისა, რომ რითმები აქვს ცოტა მოძველებული:)
მომეწონა ლექსი, მუხედავად იმისა, რომ რითმები აქვს ცოტა მოძველებული:)
3. მშვენიერია! მშვენიერია!
2. ჰომ, კარგია,,, ისე, მე ერთხელ მქონდა პაემანი განშორებისთვის/// კარგი იყო
ლექსი კარგი, ქულაც კარგი 55555 ჰომ, კარგია,,, ისე, მე ერთხელ მქონდა პაემანი განშორებისთვის/// კარგი იყო
ლექსი კარგი, ქულაც კარგი 55555
1. კარგი ლექსია :) კარგი ლექსია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|