ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეტრე
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

ლეკური სიტყვა

შავი ხავერდის თვალები,
უნაბისფერი  თმა,
თეთრი ყირმიზი სახე და
ეგ ლერწამტანი მკლავს,

ქვევრიდან ხრიკით ნაღები,
ქუდმოხდილ ჩხავერს ვსვამ,
შენი ლიფლიფა ნათელი,
ჩემ ჯაჭვის ბეგთარს ხრავს,

გაზელ-ქორივით გახედვა,
ყელის საბელზე მწვდა,
მზემ ბღუჯა-ბღუჯა გაყარა,
პირმანგი სხივის კვრა,

სისხლს ცეცხლი მოკიდებია,
სული სახრინავს დგას,
მდინარის რძეში ასხლეტილ,
ბჟუჯის კალმახსა გავს,

ახაშენს ყურზე ეძინა,
მე ისევ ჩხავერს ვსვამ,
ციხე მჭადაქვით  ნაშენი,
ვხედავ ეძახის სხვას,

ხატი გამრისხავს, ზარს დაცემს,
ვეღარ გამოვყობ თავს,
ხოხბის ბოლოთი დაჭერა,
ყვავებს ჩააცმევს შავს,

სიმინდის ყანა ღადღადებს,
ფირუზ კამარა ცა,
ლეკური სიტყვა უნდა ვთქვა,
ჩემი მეცხედრე მყავს.   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები