 | ავტორი: ვენერამილოსელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 24 სექტემბერი, 2010 |
მიშველეთ ხალხნო! - პასუხი არ არის. დუმილი, სევდა, ცრემლი, სიკვდილი. აუტანელი ხდება უკვე ეს ყველაფერი. არ ვიცი რა ვქნა, ვის შევჩივლო, ვისთვის ვიტირო. ყრუდ მესმის ხოლმე ვინმეს ტირილი, ვიღაცის კვნესა, ხანაც სიცილი, ისტერიული, სიმწრის სიცილი. ჩემთვის ვინ არის?- ვაი რომ არავინ. თავისი საზრუნავი აქვს ყველას. მე ვის ვახსოვარ?- არადა... მე ხომ სულ სხვა ვარ... მიშველეთ ვინმემ!- ისევ ნაცნობი ცივი დუმილი. ბადრი მთვარესავით გაფითრებულ ჩემს სახეს ვერავინ ხედავს, არადა მე ვარ!.. ნუთუ.. ვეღარ მცნობთ?.. თუ... სულაც არ მიცნობთ?.. ჰმ.. თქვენ მე არ მიცნობთ! რაღაც მონაჭორს მოჰკარით ყური და ... ნუთუ ყოვლისმცოდნენი გონიათ თქვენი თავი?.. სასაცილოა.. სირცხვილია, თქვენ მე არ მიცნობთ, თქვენ თავს არ იცნობთ უბადრუკებო! ცხოვრება ვნების, სურვილის დაკმაყოფილება გგონიათ მხოლოდ?- ეს ხომ მე მტკივა, ესეც ხომ მე ვარ. მთლად ნუ წამბილწავ გაუმაძღარო, მთლად ნუ გამწირავ... დედა ვარ შენი...დედა მშობელი... მიშველეთ შვილნო! მე შეუძლოდ ვარ! ნუთუ ამისი ღირსი ვარ თქვენგან?! ნუთუ მე შევცდი? მაგრამ.. სად? როდის? რაში?... უმადურებო! - ვაჟა გაჩუქეთ, გამართული მეტყველება დახვედრეთ, ენა დაუწუნეთ, ჭადი მტვერში გაუსვარეთ.. ილია გაჩუქეთ- სიყვარულის ნაცვლად ტყვია აჩუქეთ ჭავჭავაძეს. ტაბიძე გიბოძეთ-ფრთები არ მიეცით მგოსან გალაკტიონს, ფანჯარა არ დაუხურეთ იმ ცივ ღამეში... გოდერძიც გყავდათ, მსუნაგებო!- შიმშილით მოკალით ჩოხელი გენია... რომელი ერთი ვთქვა?? ვინ შეირგეთ? ვინ დააფასეთ უმადურებო ?! - აკაკი ? ლადო ? მირზა ? ტერენტი ? ტატო ? რუსთველი ? - ფეხქვეშ გათელეთ!... თქვენ ჩემო სახე ხართ გაუმაძღარნო! თქვენ მარტო არაფერნი ხართ! ვეღარ ვიმეტებ უკვე ვერავის... ვინ მოგაშველოთ ? ან რატომ ? მომიკლავთ იმ შვილსაც და მერე მომიხდით ბოდიშს, ჩამოიხოკავთ ლოყებს, მოჰყვებით ბრალდებებს და თითების შვერას „მისი ბრალი იყოო“... თქვენი ბრალია! ყველას ბრალია !... დაიარებით კეკლუცი სახეებით და იმას მპირდებით და მეფიცებით, ხატებთან მეფიცებით რომ ჩემი გადარჩენა გინდათ.. თქვენ!... თქვენ?.. თქვენი თავისთვის ვერ გიშველიათ.. დაფიქრდით, გაიხსენეთ ვინ ვარ, ვინ ხართ და ვინ ვართ ყველანი ერთად, თუ ეს „ერთად“ კიდევ რამეს ნიშნავს თქვენთვის... დაფიქრდი შვილო , ვინ გინდა ვიყო? შენთვის ვინა ვარ? თუ სკიდევ ვინმე ვარ... მთლად ნუ წამბილწავთ, მთლად ნუ გამწირავ, მთლად ნუ გამაქრობ... მიშველეთ ჩემნო!- პასუხი არ არის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. საქართველოში ფულს მეძავებს უხდიან , ჩოხელს კი შიმშილით კლავენ. ნუ გიკვირთ ეს ხომ საქართველოა, საშინლად ნიჭიერი ხალხის ქვეყანა! საქართველოში ფულს მეძავებს უხდიან , ჩოხელს კი შიმშილით კლავენ. ნუ გიკვირთ ეს ხომ საქართველოა, საშინლად ნიჭიერი ხალხის ქვეყანა!
19. ვერ მიგიხვდით პატივცემულო სერგეი ... ვერ მიგიხვდით პატივცემულო სერგეი ...
18. მე დავინახე მექანიკური შეცდომები : 1 ვენერას ხელები არ ქონდა ... 2 ვენერა არ ეწეოდა სიგარეტს .... 3 ტანსაცმელი , მითუმეტეს ზოლიანი , არ ეცვა ... 4 ვენერას ეშველა..... 5 და ჩვენ ?... მე დავინახე მექანიკური შეცდომები : 1 ვენერას ხელები არ ქონდა ... 2 ვენერა არ ეწეოდა სიგარეტს .... 3 ტანსაცმელი , მითუმეტეს ზოლიანი , არ ეცვა ... 4 ვენერას ეშველა..... 5 და ჩვენ ?...
17. შიშველი ემოციაა.... კარგი იქნება თუ დახვეწავთ ნაწერს...ანუ გადაჭარბებულ ემოციურ კომენტარებს მოაცილებთ.... ამით უფრო მოიგებს მთავარი სათქმელი.... და კვლავ კორექტურას მიხედეთ.... წარმატებები გაბედულ და ნიჭიერ ავტორს....;) შიშველი ემოციაა.... კარგი იქნება თუ დახვეწავთ ნაწერს...ანუ გადაჭარბებულ ემოციურ კომენტარებს მოაცილებთ.... ამით უფრო მოიგებს მთავარი სათქმელი.... და კვლავ კორექტურას მიხედეთ.... წარმატებები გაბედულ და ნიჭიერ ავტორს....;)
16. მადლობა ჩემო უცნაურო სტუმარო ... მადლობა ჩემო უცნაურო სტუმარო ...
15. რა გითხრათ,რით გაგახაროთ........ ეს ჩვენი მწარე და მტკივნეული რეალობაა... მაგრამ ის მაინც მახარებს, რომ ერთეულებს მაინც აწუხებთ ეს თემა.... რა გითხრათ,რით გაგახაროთ........ ეს ჩვენი მწარე და მტკივნეული რეალობაა... მაგრამ ის მაინც მახარებს, რომ ერთეულებს მაინც აწუხებთ ეს თემა....
14. მადლობა ჩემო კარგო :-* მიყვარხარძალიან :-* მადლობა ჩემო კარგო :-* მიყვარხარძალიან :-*
13. შენ კი იცი ჩემი აზრი ამ ნაწერის შესახებ. :* ჭკვიანი მყავრახ შოკოლადო. გრძნობ და წერ, მთავარი ეს არის. შენ კი იცი ჩემი აზრი ამ ნაწერის შესახებ. :* ჭკვიანი მყავრახ შოკოლადო. გრძნობ და წერ, მთავარი ეს არის.
12. მეც ეგრე მინდოდა... დავჯექი და "ვიყვირე" როგორც შემეძლო. ცუდია არავის რომ არ ესმის ოღონდ ... მეც ეგრე მინდოდა... დავჯექი და "ვიყვირე" როგორც შემეძლო. ცუდია არავის რომ არ ესმის ოღონდ ...
11. აუ "დამგრუზა" და მინდოდა მეყვირა აუ "დამგრუზა" და მინდოდა მეყვირა
10. მე ამას უფრო სირცხვილს დავარქმევდი mrs.smith ... სირცხვიალია ასეთები რომ ვართ და უსრო სირცხვილია როცა ამას ვხვდები და გამოსწორებას არ ვცდილობთ...
პატივისცემით
ვენერა მილოსელი მე ამას უფრო სირცხვილს დავარქმევდი mrs.smith ... სირცხვიალია ასეთები რომ ვართ და უსრო სირცხვილია როცა ამას ვხვდები და გამოსწორებას არ ვცდილობთ...
პატივისცემით
ვენერა მილოსელი
9. რამდენად საშინელი ერი ვართ, ზოგჯერ ვაცნობიერებ და მაჟრიალებს... ტკივილიანი და სიყვარულით სავსე. რამდენად საშინელი ერი ვართ, ზოგჯერ ვაცნობიერებ და მაჟრიალებს... ტკივილიანი და სიყვარულით სავსე.
8. მტკივნეულია!... ეგებ,უფალმა გონება გაგვინათოს!... მტკივნეულია!... ეგებ,უფალმა გონება გაგვინათოს!...
7. რატომრაც ქართველი პოეტის ცნობილი ლექსი გამახსენდა, ბერძნების თავისუფლებისთვის ბრძოლაში მოკლული ჯორჯ გორდონ ბაირონის ხსოვნას რომ უძღვნა: "მე სხვა ხალხს თავი როგორ შევწირო, ჩემი ერისთვის ვერ მიშველია?" რატომრაც ქართველი პოეტის ცნობილი ლექსი გამახსენდა, ბერძნების თავისუფლებისთვის ბრძოლაში მოკლული ჯორჯ გორდონ ბაირონის ხსოვნას რომ უძღვნა: "მე სხვა ხალხს თავი როგორ შევწირო, ჩემი ერისთვის ვერ მიშველია?"
6. მადლობა ლევან :) მადლობა ლევან :)
5. ვაააააააააა ამ საიტზე რა ხალხი ყოფილა საღოლ რა ++ ვაააააააააა ამ საიტზე რა ხალხი ყოფილა საღოლ რა ++
4. ''რომელ მსაჯულს ვკითხო სამართალია, ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია''. ``რომელ მსაჯულს ვკითხო სამართალია, ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია``.
3. დიდი მადლობა დიოადო ბლაგვი ... ჩვენგან არაფერი გასაკვირი სოლე.. ბიბლიაშიცაა ნათქვამი ;" დრო მოვა და კაცი ეშმაკსაც გააკვირვებსო". დიდი მადლობა დიოადო ბლაგვი ... ჩვენგან არაფერი გასაკვირი სოლე.. ბიბლიაშიცაა ნათქვამი ;" დრო მოვა და კაცი ეშმაკსაც გააკვირვებსო".
2. რაა გასაკვირი ჩვენგან,როცა იესოს, ბარაბა ვარჩიეთ?! რაა გასაკვირი ჩვენგან,როცა იესოს, ბარაბა ვარჩიეთ?!
1. ძალიან კარგია..... უძაანმაგრესია.....
მშფოთვარე და გრძნობით სავსეა.......
ფასკუნჯის ფრთის მსგავსია....
მონატრებული სიყვარულის გრძნობაა........
ფარული ვნებაა........
გარჟრაჟია.......
ნეტარებაა.........
ორგაზმია........
დიდი მადლობა ავტორს.........
პატივისცემით ”დიადი ბლაგვი” ძალიან კარგია..... უძაანმაგრესია.....
მშფოთვარე და გრძნობით სავსეა.......
ფასკუნჯის ფრთის მსგავსია....
მონატრებული სიყვარულის გრძნობაა........
ფარული ვნებაა........
გარჟრაჟია.......
ნეტარებაა.........
ორგაზმია........
დიდი მადლობა ავტორს.........
პატივისცემით ”დიადი ბლაგვი”
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|