 | ავტორი: ლელდღუნია ჟანრი: პროზა 22 სექტემბერი, 2010 |
ქუჩაში დილიდანვე ხმაური იყო. ხალხის ყვირილი, გამამხნევებელი შეძახილები და სიმღერა დიდ ჟრიამულს იწვევდა. პატარა ხორხე დილის 7 საათზე წამოვარდნილიყო და უკვე გარეთ გაქცეულიყო, რათა გულშემატკივართა უმრავლესოჰბას შეერთებოდა და მათთან ერთად ეზეიმა ეს დღე. გულშემატკივრების მხიარულება საღამომდე გრძელდებოდა. შებინდდა და მოვიდა ის ნანატრი დროც, როდესაც მატჩი უნდა დაწყებულიყო. სანტიაგო ბერნაბეუს კარი ყველა მხრიდან გაიღო და იქ ხალხის მასაც დაიწყო შედინება. ხალხი ზღვასავით შედიოდა და დაუდგრომელი ტალღის ასოციაციას იწვევდა პატარა ხორხეში. ისიც ამ მასასთან ერთად იყო და ცდილობდა თავისი ადგილი ეპოვნა. როგორც იქნა სიტუაცია დაწყნარდა და ხალხმა ადგილები დაიკავა. სულ მალე ბერნაბეუს გაზონზე რეალის ლეგენდარული ფეხბურთელებიც გამოვიდნენ და მაყურებელთა უდიდესი ოვაციების ფონზე მსაჯმა სასტვენს ჩაბერა. მატჩი დაიწყო. სანტიაგოს ტრიბუნები ინგრეოდა, როცა მსაჯის სასტვენი მეტოქის სასარგებლოდ უსტვენდა. ხარობდა მაშინ, როცა მსაჯი რეალის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდა. ხორხე პირველად არ იყო სტადიონზე და მისთვის ნაცნობი იყო ეს სიტუაცია. ესპანიოლის ფეხბურთელები კონტრშეტევებით პასუხობდნენ რეალის პოზიციურ შეტევებს და ცდილობდნენ მეტოქის კარი აეღოთ, მაგრამ მსაჯის უაზრო ქმედებამ რეალის გოლის გატანის საშუალება მისცა და კრისტიანომ პენალტი ზუსტად გამოიყენა. ბერნაბეუ ქუხდა, ხარობდა, იცინოდა, ტიროდა, ყვიროდა. ასე იყო ხორხეც. იგი დიდი გულისყურით ადევნებდა თვალყურს მატჩს და ემოციებსაც ძლიერად გამოხატავდა. ბერნაბეუს ტრიბუნებზე განლაგებულ გულშემატკივარს კიდევ ორჯერ მოუხდა ასეთი სუხარულის გადატანა. ისინი ბედნიერები იყვნენ და ძალიან კმაყოფილნი. ხორხე იმდენად გახარებული იყო, რომ სასწრაფოდ ჩაირბინა კიბეები და რეალის ფეხბურთელებს შეუარდა შუა მოედანზე, რომლებიც მოგებას ზეიმობდნენ. ფეხბურთელებმა თავიდან გაიკვირვეს, იგუაინმა სიცილით გადასძახა დი მარიას : ნახე რა კარგი ბიჭი ჩამოვიდა მოსალოცადო. მცველები გამოეკიდნენ ხორხეს,მაგრამ ფეხბურთელებმა ისინი უკან გააბრუნეს და უთხრეს: არაა საჭირო, ჩვენ თავად მივხედავთო. მეორე დღეს ხორხე ტელკევიზორთან იჯდა, და დიდი სიამაყით უყურებდა თავის ცხოვრებაში პირველად საინფორმაციო გამოშვებას. სპორტულ რუბრიკაში წამყვანმა ასეთი ტექსტი თქვა: რეალის ტრიუმფს ფეხბურთელებთან ერთად პატარა ბიჭიც შეუერთდა. ბიჭი პირდაპირ გაზონზე შევარდა და მოთამაშეების პატივისცემა იმდენად მალე დაიმსახურა, რომ ბავშვი ხელში გონსალო იგუაინმა აიყვანა და ხელით შემოატარა.მთელი მოედანი. მასთან ერთად რეალის ყველა ფეხბურთელიც დარბოდა მოედნის გარშემო. მოდით ბიჭებო, ამ ჭიქით ჩვენს ოცნებებს გაუმარჭოს. ღმერთმა აგვიხდინოს ყველას ისე, როგორც ეს პატარა ხორხეს აუხდინა და ასე გაახარა ბავშვი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. :D ანანე კინაღამ არ გამოგრჩაა :D გ შენ არ გეკადრება :D :D ანანე კინაღამ არ გამოგრჩაა :D გ შენ არ გეკადრება :D
4. ძალიან აქტიური ვარ, რომ არ მეძინება იმიტომ. ხოდა ყველაფერი მომწონს რაც რეალზეა ხომ იცით :). დღეს წავიკითხე გარედან ეს და რომ მივხვდი კომენტარი არ მქონდა დატოვებული აღვშფოთდი. (ამ დროს რეალის ჰიმნს ვღიღინებ ჩათვალეთ) ძალიან აქტიური ვარ, რომ არ მეძინება იმიტომ. ხოდა ყველაფერი მომწონს რაც რეალზეა ხომ იცით :). დღეს წავიკითხე გარედან ეს და რომ მივხვდი კომენტარი არ მქონდა დატოვებული აღვშფოთდი. (ამ დროს რეალის ჰიმნს ვღიღინებ ჩათვალეთ)
3. ეს რა იყო? :D სადგეგრძძელო? :D და რეალმა მაგ ანგარიშით ბოლოს ვის მოუგო? :D არ ჯდება სამწუხაროდ :D ეს რა იყო? :D სადგეგრძძელო? :D და რეალმა მაგ ანგარიშით ბოლოს ვის მოუგო? :D არ ჯდება სამწუხაროდ :D
2. არ წამიკითხავს მაგრამ... :D
სპორტულ გაზეთში გამოდგება, ვატყობ... :D არ წამიკითხავს მაგრამ... :D
სპორტულ გაზეთში გამოდგება, ვატყობ... :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|