ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ძოწენიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 სექტემბერი, 2010


ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზედ

როცა დიდი ილიას ცხედარს მთაწმინდის პანთეონისკენ მიასვენებდნენ, ანაზდად პროცესიას წინ გადაუდგა ერთი ქართველი ქალი მცირეწლოვანი შვილებითურთ და განაცხადა, - მე შორეული სოფლიდან ჩამოვედი, მინდოდა, ჩემი შვილები ერის მამას გამოთხოვებოდნენო. მანდილოსანმა უბრძანა ყმაწვილებს, მოხვეოდნენ დიდი ქართველის შუბლს. ისინი ასეც მოიქცნენ.


''განგმირულ ილია ჭავჭავაძეს, სიონში რომ ესვენა, ნატყვიარ შუბლზე მუხის ფოთოლი ეფარა''.
                  გიორგი ლეონიძის დედის ნანახი.


დიდი ილიას ცხედარი პანთეონში შეასვენეს. როცა დიმიტრი ყიფიანის საფლავს გაუსწორდნენ, ერთ-ერთმა ჭირისუფალმა შესტირა: - დიდო ილია, არ უთხრა დიმიტრი ყიფიანს, რომ ქართველის ხელით ხარ მკვდარიო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები