ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქრისტიანნა
ჟანრი: პროზა
25 სექტემბერი, 2010


~უკვდავების მონა~

მე მოგიყვებით ერთ საინტერესო, მაგრამ იმავდროულად უცნაურ და დაუჯერებელ ამბავს, რომლის უნებური მონაწილე გავხდი, შეიძლება ითქვას “მთავარი გმირიც” კი.
ეს მოხდა საქართველოში, 2009 წლის ოქტომბერს. ცხოვრება თავის დინებას მიჰყვებოდა, საინტერესო არაფერი ხდებოდა ქვეყანაში, თუ არ ჩავთვალოდ ყოველდღიური პოლიტიკური ამბები. ვისთვის როგორ, აი რაც მე შემეხება, არ მაინტერესებს ეს სფერო  და ვცდილობ პოლიტიკაზე საერთოდ არ ვისაუბრო.
ყოველი ჩემი დილა იმით იწყებოდა, რომ ვიღვიძებდი და საყვარელი საქმეს ვაკეთებდი, საღამოს კი სახლში ვბრუნდებოდი და ვიძინებდი... და ასე ყოველ დღე!
მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი აირია! ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც გლობალურად შეცვალა ყველაფერი და ყველა! ყველაფერი აირია “უკვდავის” გამოჩენის შემდეგ. კი, თქვენ არ მოგესმათ, მე “უკვდავი” ვთქვი! მეც არ მჯეროდა, მაგრამ ბოლოს დავიჯერე და თქვენც უნდა დაიჯეროთ, რადგან ამ დედამიწაზე თურმე ხანდახან საოცრებებიც ხდება!

დილას დედამ მაღაზიაში გამაგზავნა პურის საყიდლად. მაღაზიიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, ჩვენი სახლის სიახლოვეს, ერთი მაღალი შენობის წინ ხალხი იყო შეგროვილი და რაღაცაზე აქტიურად კამათობდა. დამაინტერესა რა შეიძლება მომხდარიყო და მათ მივუახლოვდი. ყველა ვიღაც “უკვდავზე” საუბრობდა. ერთ-ერთს ვკითხე:
-რა ხდება აქ?
-შვილო, არ იცი აქ რა მოხდა?
-არა, - ვუპასუხე და უარყოფითად დავუქნიე თავი.
-საოცრება მოხდა, საოცრება! ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მეათე სართულიდან გადმოხტა, თავის მოკვლა უნდოდა...
-მერე, მოკვდა? – შევეკითხე ირონიულად.
-არა, გადარჩა! მიწიდან თავისით ადგა, ტანსაცმელი გაიფერთხა და სადღაც წავიდა! წარმოიდგინე მას არც ერთი ნაკაწრი არ ჰქონდა სხეულზე, არადა მეათე სართულიდან გადმოხტა!
-მერე რა? და ამიტომ ხართ აქ?
-წარმოიდგინე იგი ღმერთს სწყევლიდა, რომ არ მოკვდა! ეს ადამიანი, როგორც თავად გვითხრა უკვდავია! შენი აზრით ეს საოცრება არ არის?
    არ დამეჯერა, ვიფიქრე აზვიადებენ-თქო და სიცილით ვკითხე:
-და თქვენ გჯერათ, რომ იგი უკვდავი იყო?
-ნუ იცინი რა, რა გჭირს?! სასაცილო არაფერია! აქ მაღალი ძალები არიან ჩარეულნი! ღმერთმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ არსებობს!
-და ახლა სად არის ის უკვდავი?- ვკითხე მას, - თავად გითხრათ, რომ უკვდავია? ელაპარაკეთ? არ გითხრათ საიდან არის, ან საერთოდ რას წარმოადგენს?
-მარტო ის გვითხრა, რომ უკვდავი ჰქვია, მეტი არაფერი! იცი, ძალიან შემეშინდა მისი, იქნებ გიჟია, ან ...
-კაი, დაწყნარდი! ახლა სად არის ეგ “უკვდავი”?
- მდინარესთან ზის და თავისთვის ლაპარაკობს!
      ვერ ავღწერ, თუ როგორ მომინდა იმ ადამიანის ნახვა და მასთან საუბარი. გული მიგრძნობდა, რომ იგი ასე უბრალოდ არ გამოჩენილა, რაღაც უნდა მომხდარიყო! სწრაფი ნაბიჯებით მდინარისაკენ გავეშურე, მეშინოდა იგი არ წასულიყო... რომ მივედი ის იქ იყო! ქვიშაზე რაღაცას ხატავდა თითით და თან დაბალ ხმაზე უცნაურ და  ჩემთვის უცნობ მელოდიას ღიღინებდა. გავბედე და მივუახლოვდი. მან ალბად იგრძნო და ჩემსკენ მობრუნდა. ზუსტად ამ დროს შეხვდნენ ჩვენი თვალები, სადაც მე ამოვიკითხე, რომ იგი უბედური, ძალიან უბედური ადამიანი იყო! რამოდენიმე წამს მიყურა და შემდეგ ისევ ზურგი მომიქცია. გვერდით ჩამოვუჯექი და მივესალმე, მან არაფერი მიპასუხა.ვერ წარმოიდგენთ, თუ როგორ მეშინოდა – მე ხომ არ ვიცოდი ვინ არის, რას წარმოადგენს, საიდან ჩამოვიდა, ან საერთოდ საუბრობს თუ არა ჩვენს ენაზე!
- ღმერთო, რა ლამაზი მზის ჩასვლაა, ჰო? – შევეკითხე. მეგონა ამით
მის ყურადღებას მოვიქცევდი, მაგრამ მას თითქოსდა საერთოდ არ ესმოდა ჩემი.
- თავის მოკვლა რატომ გინდოდა?
- სიცოცხლისაგან დავიღალე! – მომესმა მისი ხმა. თავი ავწიე და მას შევხედე. მართლაც ძალიან დაღლილი გამოიყურებოდა!
- რა დაგიშავა ცხოვრებამ ასეთი? მაშინ ყველა ვინც დაიღლება, თავი მოიკლას?
- მე არავინ და არაფერი მომკლავს!
- რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული? მითხარი ვინ ხარ!?
- არ ვიცი...
- კარგი, საიდან ხარ?
- არ მახსოვს...
- არ ვარ ხუმრობის ხასიათზე!
- არ ვხუმრობ! არაფერი მახსოვს, სიბერისაგან ყველაფერი გადამავიწყდა! სკლეროზი მჭირს!
სიცილი ამიტყდა და სიცილითვე ვკითხე:
- შენ და ბებერი?! მაინც რამდენი წლის ხარ?
- თითქმის იმდენის, რამდენი წელიც გავიდა ქრისტეს დაბადებიდან!
- მეკაიფები, ჰო?
- სრულიად სერიოზულად გელაპარაკები! თუმცა ჩემი არავის სჯერა რატომღაც! წადი, გთხოვ! მარტო დამტოვე, არ ვარ ხასიათზე!
- რა თქმა უნდა ხასიათზე არ იქნები! მითხარი, გთხოვ, რატომ გინდოდა თავის მოკვლა? ალბად გოგონას გამო, ჰო?
- არა, იმიტომ რომ სიკვდილს ვყავარ დავიწყებული! მე დღეს მას უბრალოდ თავი შევახსენე, მაგრამ მან მაინც არ შემიწყალა და არ წამიყვანა! წადი, გთხოვ, მაინც არ დაიჯერებ, რომ...
- რას არ დავიჯერებ?! – აღარ ვაცადე მას წინადადების დამთავრება, - იმას, რომ შენ უკვდავი ხარ და რომ არასდროს მოკვდები? დამცინი, ჰო?
- კი, მე უკვდავი ვარ!
ისევ სიცილი ამიტყდა, მაგრამ ამჯერად ისტერიული სიცილი. ცხოვრებაში ასეთი აბსურდი არავის უთქვამს ჩემთვის! მან ცოტახანს მიყურა, შემდეგ ხელი ტუჩებზე მომადო და მთხოვა:
- ყველაფერს მოგიყვები,ყველაფერ ჩემი ცხოვრების პირველი დღიდან დაწყებული! ოღონდ ნუ დამცინი, გთხოვ! გულს ნუ მტკენ!
მისმა სიტყვებმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ უცებ გავჩუმდი და მივხვდი, რომ ძალიან მეცოდება ეს ბიჭი, რომ მინდა მას ის ტკივილი შევუმსუბუქო, რაც გულში ჰქონდა! ცრემლები ძლივს შევიკავე, გავუღიმე და ვუთხარი წყნარად:
    - კარგი, მომიყევი! ყურადღებით გისმენ...


Gგ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა    ი ქ ნ ე ბ ა ! ! !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები