ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით სოლოღაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2010


ილია

წიწამურთან რომ გავარდა ტყვია,
საქართველოსთვის იყო ნასროლი,
მტერმა უძლური გამოიმწყვდია,
ღონემიხდილი, სუსტი, ობოლი.
მამულის ბოძი, დიდი ილია,
სამშობლოს მკერდით გადაეფარა,
სიცოცხლე ძალზედ, ძალზედ ტკბილია,
რომელიც მგოსანს არ დაენანა.
ღმერთო სამშობლოს მამა უკვდება,
სასუფეველში გზა დაუმკვიდრე,
ერო შესთხოვე უფალს შენდობა,
შენი ქვეყანა შენ დაიმკვიდრე.
„ენა, მამული, სარწმუნოება”,
მომაკვდავიც კი ამას დარდობდა,
სისხლისგან დაცლილს, უკვე მილეულს,
სამშობლოს კალთა მაინც ათბობდა.
ქართულმა მიწამ გულში ჩაიკრა,
ქართველი ხალხის მამის ცხედარი,
ერის იმედიც ამ დღეს ჩაიკლა,
ამ დღეს ჩამოწვა შავი ავდარი.
ერო დრო დადგა, ფეხზე დადექი,
გეყოფა ძილი, მიდი აღსდექი
და საქართველოს გადარჩენისთვის,
მის სამსახურში მტკიცედ ჩადექი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები