\"მე თქვენსავით უკვდავი არა ვარ\" - არასერიოზული კაცი
წყალი ყოველდღიურად კარგავს ამ თვისებას, ჩვენს სინამდვილეში მხოლოდ დროის გაყინვაღა შეიძლება, მამუ. ახლა, როცა ეს ლექსი იწერება, ცხრა თვის ხარ შენ, მე ოცდაცხრა წლის გავხდები მალე. ჯერ მარტო იმდენს ხვდები, რომ ის კაცი ვარ, ვისაც ყოველსაღამოს გაჰყავხარ ოთხი კედლიდან, საათი, საათნახევარი გვაქვს განსაზღვრული, მეტს არ გვანებებენ, მეტი არ შეუძლიათ. ყოველსაღამოს მოვდივარ შენთან და დამინახავ თუ არა - იცვლები ერთიანად, ააფართხალებ ხოლმე კიდურებს და ჭყივი, ერთი სული გაქვს როდის აგიყვან ხელში, როდის გავალთ გარეთ. იგივე კიდურების ფართხალი და ჭყივილი მეორდება, როცა, როგორც იქნება ავათავებთ ხოლმე მომქანცველ აღმართს და მივალთ საქანელასთან. იქ უკვე აღარცერთი ვემორჩილებით დროს, საწინააღმდეგოდ მომართულ მექანიზმებს, ციფერბლატების ჩვენებას. შენ გიხარია (მე უფრო), თან მიუხედავად მათი უფორმობისა, ჩემთვის მაინც ყველაზე სასიამოვნო ბგერებს გამოსცემ, ყველაზე გასაგებს და მეც სადღაც ჯანდაბაში მოვისვრი ხოლმე ჩენს ტკივილებს, ამ დამცინავ ბედისწერას, ძვლის ტვინამდე დასულ სიმსივნეს, მთელ ჩემს სერიოზულობას, რომელიც დროის ატრიბუტია მხოლოდ და რომელსაც მისი გადაჭარბებულად შეფასება იწვევს ჩვენში, უბრალო მოკვდავებში, თორემ ეს ორ ფეხზე მოსიარულე უკვდავები, ვინც ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავენ, სულ კარგად ბრძანდებოდნენ, მამუ, ხელებსაც ავწევ. მე შენ ყველაზე ხმამაღლა გეფერები, ყველაზე თავისუფალი ვარ, ყველაზე პოეტი და... ჰო, მამუნა, ჰო, სინამდვილეში - სწორედ ეს შენი თმასავით ღინღლი წუთებია ჩემი ცხოვრება და არაუშავს თუ ვტირი, თუ წყალმა დაკარგა თვისება გაიყინოს, შენ უკვე იცი, რა არის წყურვილი და რაც დრო გავა - უფრო და უფრო მოგინდება მომეკრა მკერდზე, ჩამბღუჯო მთელი ძალით, ახლავე მტკივა ძვლები - ისე და ჩემი სიცოცხლეც ეს არის, მამუ, შენი ფიქრი ვიყო, შენს სისხლს დავყვებოდე. ჰოდა, მე დამემგვანები, მამუნა, მე, სისულელეა ეს მკაცრად ლიმიტირებული დრო, განახევრებული ადამიანების განახევრებული გრძნობები, მატერიალურ-სოციალური და სულიერი დემონები, საქანელა ქანაობს, შენ ჭყივი და არაუშავს თუ წყალმა დაკარგა თვისება გაიყინოს, თუ ძალიან მალე სადღაც დასაკარგავში წაიღებს ამ ოცდაცხრა წელს, ჯანდაბამდე გზა ჰქონია მთელ ჩემს სერიოზულობას - ჩვენ ყველაზე მამუნიები ვართ ამწამს, შენი მამუ გყავს - შენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
44. და მეც სადღაც ჯანდაბაში მოვისვრი ხოლმე ჩენს ტკივილებს,
ჩემს.
და მეც სადღაც ჯანდაბაში მოვისვრი ხოლმე ჩენს ტკივილებს,
ჩემს.
43. რა არანორმალურად გამომივა მაგრამ ”ნიკა მამა” მინდა იყოს ჩემი მამა :( მერე როცა მამუნაა დიდი გოგო იქნება წარმომიდგენია როგორ იამაყებს თქვენით ნიკა ბატონო და დანარჩენები ვინც ამ ლექსს მოუსმენენ დიდი მამუნას წაკითხულს ყველას თეთრი შურით შეშურდება მისი ... რა არანორმალურად გამომივა მაგრამ ”ნიკა მამა” მინდა იყოს ჩემი მამა :( მერე როცა მამუნაა დიდი გოგო იქნება წარმომიდგენია როგორ იამაყებს თქვენით ნიკა ბატონო და დანარჩენები ვინც ამ ლექსს მოუსმენენ დიდი მამუნას წაკითხულს ყველას თეთრი შურით შეშურდება მისი ...
42. და არაუშავს თუ ვტირი, თუ წყალმა დაკარგა თვისება გაიყინოს, შენ უკვე იცი, რა არის წყურვილი და რაც დრო გავა - უფრო და უფრო მოგინდება მომეკრა მკერდზე...
ვკითხულობდი და მეღიმებოდა და,ძალიან მომინდა, სერიოზული მამუს თვალებით დანახული ეს ყველაფერი, ქალის ხედვით წამეკითხა... ანუ, დედუნიას პასუხს წავიკითხავდი სიამოვნებით.... :)
გადიხართ გარეთ. შენ და მამუ. დრო-ამოჭრილი სამკუთხედი ბრტყელ ციფერბლატზე. ჰაერი ამ დროს მძიმდება და მე ვეღარ ვსუნთქავ სინესტისაგან. უობდება დღეს სიმარტოვე. შენა გყავს მამუ. შენ ხარ მზე და მზის ბაჭიები, დაკუნტრუშობენ ყოველ დილით შენს წამწამებზე... მე სულს ვუბერავ ჩემს მაჯაზე გადაწნულ წამებს, გზა ვიტრაჟებად იხაზება ფანჯრების მიღმა. შემოდგომაა. საქანელებს ჯერ თოვლის ნაცვლად, მიწაზე ფრთხილად გაფენილი ქარვა უღიმის. არ გეტკინება ნაბიჯები, ჯერ წყლის თვისებას- გაიყინოს და ლოლუებად სახურავებზე... და ა. შ. და ა. შ.....ნუ, რაღაც ამდაგვარი, პირველი რაც თავში მომივიდა... :) და არაუშავს თუ ვტირი, თუ წყალმა დაკარგა თვისება გაიყინოს, შენ უკვე იცი, რა არის წყურვილი და რაც დრო გავა - უფრო და უფრო მოგინდება მომეკრა მკერდზე...
ვკითხულობდი და მეღიმებოდა და,ძალიან მომინდა, სერიოზული მამუს თვალებით დანახული ეს ყველაფერი, ქალის ხედვით წამეკითხა... ანუ, დედუნიას პასუხს წავიკითხავდი სიამოვნებით.... :)
გადიხართ გარეთ. შენ და მამუ. დრო-ამოჭრილი სამკუთხედი ბრტყელ ციფერბლატზე. ჰაერი ამ დროს მძიმდება და მე ვეღარ ვსუნთქავ სინესტისაგან. უობდება დღეს სიმარტოვე. შენა გყავს მამუ. შენ ხარ მზე და მზის ბაჭიები, დაკუნტრუშობენ ყოველ დილით შენს წამწამებზე... მე სულს ვუბერავ ჩემს მაჯაზე გადაწნულ წამებს, გზა ვიტრაჟებად იხაზება ფანჯრების მიღმა. შემოდგომაა. საქანელებს ჯერ თოვლის ნაცვლად, მიწაზე ფრთხილად გაფენილი ქარვა უღიმის. არ გეტკინება ნაბიჯები, ჯერ წყლის თვისებას- გაიყინოს და ლოლუებად სახურავებზე... და ა. შ. და ა. შ.....ნუ, რაღაც ამდაგვარი, პირველი რაც თავში მომივიდა... :)
41. თან თურმე თეკლას ეძღვნება დაა :)) თან თურმე თეკლას ეძღვნება დაა :))
40. რა თბილიაააააააააა ++++++++++ რა თბილიაააააააააა ++++++++++
39. თუ ძალიან მალე სადღაც დასაკარგავში წაიღებს ამ ოცდარვა წელს, ჯანდაბამდე გზა ჰქონია მთელ ჩემს სერიოზულობას - ჩვენ ყველაზე მამუნიები ვართ ამწამს, შენი მამუ გყავს - შენ.
მე - ვიტირე! ვის ან რას ვტიროდი, - ვერ გეტყვი, მაგრამ... ვიტერე! 5 თუ ძალიან მალე სადღაც დასაკარგავში წაიღებს ამ ოცდარვა წელს, ჯანდაბამდე გზა ჰქონია მთელ ჩემს სერიოზულობას - ჩვენ ყველაზე მამუნიები ვართ ამწამს, შენი მამუ გყავს - შენ.
მე - ვიტირე! ვის ან რას ვტიროდი, - ვერ გეტყვი, მაგრამ... ვიტერე! 5
37. უსიტყვოდ..... ძალიან საყვარელი ,,მამუნიები'' ხართ....:) უსიტყვოდ..... ძალიან საყვარელი ,,მამუნიები`` ხართ....:)
36. ..
გმადლობ.. ფრიდა.. ეს ნაწერი განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის.. ..
გმადლობ.. ფრიდა.. ეს ნაწერი განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის..
35. რაღაც დამემართა შენნაირის სწორი ფორმა გადამავიწყდა კიდევ ერთხელ განვმეორდები აქ ... მაგარი ნაწერიაა პატივისცემით ფრიდა 555 რაღაც დამემართა შენნაირის სწორი ფორმა გადამავიწყდა კიდევ ერთხელ განვმეორდები აქ ... მაგარი ნაწერიაა პატივისცემით ფრიდა 555
34. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ შენნაერი მამა:( უფრო ზუსტად რომ ვთქვათ შენნაერი მამა:(
33. გადავირიე რა მაგარი ნაწერიააა ბარვო მეც მინდა შენნაირი მამა!!! მინდაააააააა გადავირიე რა მაგარი ნაწერიააა ბარვო მეც მინდა შენნაირი მამა!!! მინდაააააააა
32. ჩვენ ყველაზე მამუნიები ვართ ამწამს, შენი მამუ გყავს - შენ.
კი...ყველაზე ყველაზე... :) ჩვენ ყველაზე მამუნიები ვართ ამწამს, შენი მამუ გყავს - შენ.
კი...ყველაზე ყველაზე... :)
31. კარგი ჩემგან აქ!!! გაიხარე შენა ჩერქეზიშვილო!!! კარგი ჩემგან აქ!!! გაიხარე შენა ჩერქეზიშვილო!!!
30. ვაიჰ.... რა ვქნა, გავხდ მეც მამუ?
2 ვაიჰ.... რა ვქნა, გავხდ მეც მამუ?
2
29. საშინლად ემოციური იყო აი უუუჰ საშინლად ემოციური იყო აი უუუჰ
28. ცუდად ვარ...მართლა...
ნიკ,მაგრად იმოქმედა ამ ლექსმა...აი ძალიან..ძალიან..და სატირალი რა იყო და ლამის ამეტირა,ბიჭო. ცუდად ვარ...მართლა...
ნიკ,მაგრად იმოქმედა ამ ლექსმა...აი ძალიან..ძალიან..და სატირალი რა იყო და ლამის ამეტირა,ბიჭო.
27. მაგრად მახსოვს ეს ლექსი რომ წაიკითხე შუაღამით, ფოტოების გადასაღებად როცა მივდიოდით...
მაშინაც გითხარი ჩემი აზრი - ძალიან ემოციური და მაგარია. მაგრად მახსოვს ეს ლექსი რომ წაიკითხე შუაღამით, ფოტოების გადასაღებად როცა მივდიოდით...
მაშინაც გითხარი ჩემი აზრი - ძალიან ემოციური და მაგარია.
26. ძალიან თბილი წერილია,ოღონდ ლექსი არაა ეს, გაღიმებული ვკითხულობდი და ცოტა შემშურდა კიდეც(კარგი გაგებით);) კარგი ადამიანი ხარ და მომწონს შენი ქმნილებანი+7 ძალიან თბილი წერილია,ოღონდ ლექსი არაა ეს, გაღიმებული ვკითხულობდი და ცოტა შემშურდა კიდეც(კარგი გაგებით);) კარგი ადამიანი ხარ და მომწონს შენი ქმნილებანი+7
25. ძვირფასია ახლა ეს ნაწერი შენთვის ძალიან და მიხარია მე ეს და კიდევ ის მიხარია, წლები რომ გავა და თეკლა-ქალისთვის რომ ასე ძვირფასი იქნება ყველა სიტყვა და ფრაზა აქედან და ყველაზე ახლობელი... ჩვენ არც უნდა გაგვეგო ამ ნაწერისთვის, ასე მგონია მე... მოგიკითხეთ... :) :) :) ძვირფასია ახლა ეს ნაწერი შენთვის ძალიან და მიხარია მე ეს და კიდევ ის მიხარია, წლები რომ გავა და თეკლა-ქალისთვის რომ ასე ძვირფასი იქნება ყველა სიტყვა და ფრაზა აქედან და ყველაზე ახლობელი... ჩვენ არც უნდა გაგვეგო ამ ნაწერისთვის, ასე მგონია მე... მოგიკითხეთ... :) :) :)
24. საერთოდ არ მომეწონა ნიკოლოზ ეს ნაწერი. საერთოდ არ მომეწონა ნიკოლოზ ეს ნაწერი.
23. უდიდესი პატივისცემით 5! უდიდესი პატივისცემით 5!
22. გენაცვალეთ! გენაცვალეთ!
20. საქანელა ქანაობს, შენ ჭყივიხარ :)))) რა საყვარელი შესახედები იქნებიიით!!!! :))) :-* საქანელა ქანაობს, შენ ჭყივიხარ :)))) რა საყვარელი შესახედები იქნებიიით!!!! :))) :-*
19. ნიკ :) გაკოცე მე და წავედი :* ნიკ :) გაკოცე მე და წავედი :*
18. ამაზე ლამაზი .. სხვა რა უნდა წვიკითხოო.. :)
უსაზღვროდ თბილი.. ამაზე ლამაზი .. სხვა რა უნდა წვიკითხოო.. :)
უსაზღვროდ თბილი..
17. გაოცებული და აღფრთოვანებული... გაოცებული და აღფრთოვანებული...
16. ძალიან მომწონს... ძალიან... :) ძალიან მომწონს... ძალიან... :)
15. თბილი და წრფელი წერილია:)
თბილი და წრფელი წერილია:)
14. გულში ჩამწვდა ეს ლექსი....
არც კი ვიცი რა დავწერო... შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ!!!!
რა თქმა უნდა ჩემი კუთვნილი +2 და ლექსი არაჩვეულებრივია :) გულში ჩამწვდა ეს ლექსი....
არც კი ვიცი რა დავწერო... შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ!!!!
რა თქმა უნდა ჩემი კუთვნილი +2 და ლექსი არაჩვეულებრივია :)
13. ავტორიც გავიგე... :) აზრი გამოთქმული მაქვს უკვე მე ამ ლექსზე :) ავტორიც გავიგე... :) აზრი გამოთქმული მაქვს უკვე მე ამ ლექსზე :)
12. მამუ, შენი ფიქრი ვიყო, შენ გენატრებოდე, შენს სისხლს დავყვებოდე.
რა კარგი მამიკო ხარ შენ! :) მამუ, შენი ფიქრი ვიყო, შენ გენატრებოდე, შენს სისხლს დავყვებოდე.
რა კარგი მამიკო ხარ შენ! :)
10. მამა შვილობა :) მამა შვილობა :)
9. გაიხარე ნიკა 5 გაიხარე ნიკა 5
8. შენ მამუ და ის მამუნი :) შენ მამუ და ის მამუნი :)
6. მამა–შვილობის ულამაზესი სითბო და სიყვარული. გაიხარე, ავტორო:) მამა–შვილობის ულამაზესი სითბო და სიყვარული. გაიხარე, ავტორო:)
4. სხვა ხმა მესმოდა.. რაღაცნაირი..
სხვა ხმა მესმოდა.. რაღაცნაირი..
3. აქ რომ შემოდიხარ,ფაქტია,რომ სხვა სამყაროში აბიჯებ.საოცრად საინტერესოსა და აზრიანში. გაიხარე შენ! აქ რომ შემოდიხარ,ფაქტია,რომ სხვა სამყაროში აბიჯებ.საოცრად საინტერესოსა და აზრიანში. გაიხარე შენ!
2. ჯანდაბამდე გზა ჰქონია მთელ ჩემს სერიოზულობას!!!
მართლა ძალიან თბილია და ნიკასეული :) ჯანდაბამდე გზა ჰქონია მთელ ჩემს სერიოზულობას!!!
მართლა ძალიან თბილია და ნიკასეული :)
1. თბილი და სერიოზული სტრიქონები! 5 თბილი და სერიოზული სტრიქონები! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|