ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით სოლოღაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2010


ლოთიანი

ჩემს ბაღჩაში აყვავილდა ნუში,
მთელი ღამე არ მეძინა გუშინ,
შენზე ფიქრმა გამაწამა კარგო,
აბა მითხარ ამან მე რა მარგო.

ამოვიდა ყელში უკვე შური,
და ძნელია სულმდაბლობის წაშლა,
როგორ მინდა მე აქედან წასვლა,
მენატრება იმ ჩანჩქერთან ასვლა.

გავუყვები მერე ტყიან შარას,
იქ გლეხკაცის დავუმიზნებ მარანს,
ღვინოს მასმევს და არ მეტყვის არას,
დავთვრები და გავიხარებ მარად.

ჩამოასხი ჩემო ტკბილო კაცო,
ანკარა და მოჩუხჩუხე ღვინო,
შენ ნამდვილად გინდა გამაოცო,
რომ შემოვა ქალიშვილი ნინო.

ვივლი ასე სოფელ-სოფელ მთვრალი,
მეკიდება სიყვარულის ალი,
ვინც დამისხავს სადღეგრძელოს ვეტყვი,
თუ დამალავს მე არ დავდო ბრალი.

გადავლახავ მერე ლიხის მთვრალ ქედს,
მასპინძელო, - დავუძახებ ერთერთს,
მე მადლობას გადავუხდი უფალს,
სიყვარული რომ აჩუქა ჩვენს ერს.

მივადგები შემდეგ მორიგ ოდას,
მიმიღებენ როგორც ძველ მეგობარს,
იქ ხვანჩკარით სავსე ჭური არი,
გამიღიმებს ქალიშვილი მარი.

საქართველოს შემოვივლი თასით,
დაულოცავს არ დავტოვებ ოჯახს,
საქართველოს შემოვივლი ფეხით,
სიამეა აუღწერი ენით.

ასე დავლევ ჩემს ცხოვრებას ნელა,
სიმთვრალეში გავატარებ ლხენას,
თორემ ფხიზელს ამ ცხოვრების რწმენა,
რად ვიტანჯო მიპასუხე ნეტავ?!

დავდივარ და სიცოცხლე მაქვს დარდად,
ვეწაფები ვაზის ნაჟურს ხარბად,
რეალობა გამაწამებს მარად,
თორემ მერე ალბათ, ალბათ, ალბათ.

ალბათობით მე ვატარებ დღეებს,
ალბათობით მივაცილებ თვეებს,
ალბათობით იკარგება წლები,
დარდიმანდში ლოთიანი ვკვდები.

სიცოცხლეს კი როგორც ღვინოს აქცევს,
ყურძნის სისხლის დაღვრა ხომ დამაქცევს,
ერთი კაცი დამაყენეთ მშვიდად,
არას გერჩით, მითხარით რა გინდათ?

ცხოვრებაში ვარ სევდის ამარა,
რად მიმეტებთ?! – არა ვარ ავარა,
გთხოვთ ამივსოთ წმინდა სითხით თასი,
გაიჟღერებს სადღეგრძელო ასი.

მთელი ქვეყნის მწუხარება დამაქვს,
ერთი წუთით მოსვენება არ მაქვს,
დასათრობათ სიყვარულს არ მაძლევ,
რომ არ გავთბე ალერსსაც კი მართმევ.

მხოლოდ ღვინო არის ჩემი შვება,
არ მღალატობს, მუდამ მფერება,
მისი მადლით ნეტარება მივლის,
ამის შემდეგ ჩემი გული თბება.

შეიყვარეთ კაცნო ერთმანეთი,
სამშობლოზე გადავშავლოთ სუფრა,
ვიქეიფოთ ყველა კუთხის ღვინით,
წყაროს წყალი დავაყოლოთ სუფთა.

აფხაზეთში გაიშლება სუფრა,
ყველა კუთხე თავის სუფრას გაშლის,
მიადგავენ ერთმანეთს და უკვე,
ჩვენს სიყვარულს ვეღარავინ წაშლის.

აფხაზებო, ოსებო თუ სხვებო,
ნუ დავკარგავთ სიყვარულის წადილს,
დავიბრუნოთ ძველი სიყვარული,
როცა ფასი ჰქონდა ქალის მანდილს.

ერთმანეთი შევიყვაროთ მარად,
ერთმანეთი შევიყვაროთ მარად,
საქართველოს ბედნიერებისთვის,
ეს გულწრფელი სიყვარულიც კმარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები