ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათია კიმოთიძე
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2010


როგორ ივსება სიძულვილით გული გინახავს?...
ან როგორ ქრება მონატრება ძველი სიტყვებით,
შენც ვერ გაიგო შეიძლება თურმე ვინა ხარ,
თუ კი ოდესმე სულის ყველა ბნელეთს მისწვდები...
ჩაჰყვები ალბათ მოოქროვილ სიკვდილის ქუჩებს,
და მერე იქნებ შენც მინანქრად გადაიქცევი,
იქნებ ოდესმე შენც დაუწყებ ლაპარაკს მუნჯებს,
შენც გაიხსენებ რომ ვიღაცას არ ავიწყდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები