ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2010


მზე ჩადის ისევ

მზე ჩადის ისევ, ჩადის მთებს მიღმა
ჩადიხარ ისევ, გხედავ ჰელიოს!
და მე ჩემს სევდას სულ ვეღარ ვნიღბავ.
უფალს ვთხოვ, დარდი გამომელიოს.

როგორ მჯეროდი, რომ ჩემთვის ნათობ
რომ ჩემთვის ნათობს შენი მშვენება
ახლა მიდიხარ, მე ვეღარ მათბობ
შავბნელი ღამე მოესვენება.

როგორ მჯეროდი? მჯეროდა შენი
არ მომაკლებდი მე შენს სინათლეს
ახლაღა ვხვდები, თავს კი ვერ ვშველი
სიკვდილმისჯილი შევხვდი სიმართლეს.

როგორ მჯეროდი, არ ჩაქრებოდი
ოჰ, როგორ მსურდა მელოცა შენზე
ახლა კი ვგრძნობ, რომ სიბნელე მოდის
ლექსებსღა ვტოვებ სინათლის მფენზე.

უკვე ვერ გხედავ... როგორ მჯეროდი?
შენი ნათლის წილ სიბნელე დადგა
გულს ვერ ვაჯერებ, რომ ჩაქრებოდი
ბნელი ღამე კი ჯალათად მადგას.

მას მიაქვს სული და შენზე ფიქრი
სიბნელეს ერთვი, დიდო ჰელიოს!
ამ ბნელ ღამეში აჩრდილად მივქრი
უფალს ვთხოვ, სევდა შემომელიოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები