ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2010


შენ

შენ ყველაფერს ხედავ...
ჩვენ ვიზრდებოდით...და სადღაც, ვიღაც
გიყვარდებოდა, იყავი ჩრდილი, სული იყავი
და ჩრდილი შენი მელანდებოდა,
ვიზრდებოდით ერთად, მაგრამ მაინც მენატრებოდი,
მოჰგავდი წარსულს, რომელთანაც შეხვედრა მსურდა.

მოგონება კი თამბაქოს სუნს და ჭერში სივრცეს
მოჰგავდა ასე...
შენ კი, საოცრად მონაფერებ სიყვარულს ეტრფი,
და გაოგნებას ეძებ თვალებში,
ეძებ სიცივეს შემორჩენილს შენით ალყაში.

შენი ფასადი თრთის და რატომღაც
ტირის ვარდებთან მოქნეული ოცნების მიღმა,...
გადაღეღილი მკერდის სივრცეს მიაპობს სევდა,
სევდა, რომელიც მე და შენ მოგვგავს.

სიყვარულივით ჩამოვბერდით ცხოვრების ჭერქვეშ,
ტრამალზე სული განისვენებს შენ არსის მიღმა.

შენ ყველაფერს ხედავ... შენ ქალი ხარ და
უკვდავება არაფერია! არაფერია მონატრება ცრემლების გარდა!

ჩვენ ვიზრდებოდით და ვუყურებდით;
მცირეწლოვანი სიყვარულის ნაშვილებ თრთოლვას!
თრთოლვას, რომელიც პლაკატებზე დიოდა ცრემლად
და გაცრეცილი ამბავივით მოგგავდა ასე...

ვიყავი სი, რაც დარჩენილი იყო წვეთისგან
და ეს წვეთი კი მხოლოდ შენთვის დიოდა ციდან,
მაგრამ მომავლის ფანტელივით გავქრი უეცრად
და სეზონივით მოვგავდი ქროლვას...

თქვენ ჰგავდით წარსულს, ფეხმძიმეს სულით,
და გული იყო თვით სასოება, მაგრამ ბგერები
თითოდ და თითოდ, როგორც მზის სხივი
ათბობდა გულს და...

თუ ჩვეულებრივ არის ზღაპარი, ცოტა ტკბილი
და ისიც ბავშვური, მაშინ სად არის? მაშინ ბავშვური?..

შენ ქალი ხარ! და უკვდავება არაფერია!
შენ გრძნობა ხარ! და სიყვარულიც არაფერია!



დ. მუხიგულაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები