ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენერამილოსელი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2010


* * *

დო , მი სოლ, დო მი, სოლ,
ისმის ბგერები,
მწვანედან ყვითელში გადადის ფერები
შემოდგომაა...

ნაცნობი ხმა და გიტარა,
აკორდი...
ღამის სილურჯეში ნანატრი ამბორი,
უკვე შორსაა...

მალე დრო გავა, მალე
მზე ჩავა.
მე მომწყინდება მსგავსი მინორი
უშენობაა...

მე შენ მაკლიხარ, შენ,
სხვა ინატრე...
და დილას ისევ უშენოდ ინათებს.
უიღბლობაა...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები