ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მესხი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 ოქტომბერი, 2010


მე....

სათქმელი დამიგროვდა და თანაც რამდენი მამაო....შენ კი არ ხარ, ღიმილით, რომ გამათბო...
ასე ახლოს ხარ გულში  ,მე კი სათქმელს ვერ გეუბნები, რომ მაპატიო.. .

ძალიან მიჭირს... დამეკარგად შენგან  ბოძებული თავის უფლება.... მე არც მისი მოპოვება შემძლებია და არც თავზე გამარჯვება.... შენი მოწყალე ხელი მაკლია, მზრუნველად ,რომ შეგიძლია დამადო თავზე.... მე კი გემთხვიო ...
რამდენის უფლებას მაძლევდი და მე ვერ შევინარჩუნე ეს საუნჯე.... ჩემთან მოდიოდი და სიხარული მოქგონდა.... ღიმილიანი საახეები .... იმედი... რწმენა ... სიყვარული...
მე  კი გცოდე უფალო..... გცოდე სიტყვით, საქმით,ფიქრით, მზერით, სმენით, ნებსით თუ უნებლიე.....
რამდენი წელია , მინოდოდა შენთვის სიტყვა მომეწვდია  და ეს სიტყვები თითქოს მეფანტებოდნენ ... თავს ვერ უკრებდი , წუთ-წუთ    გზადაგზა  მეფანტებოდა  ერთ ადგილას ხატის წინ მდომარეს......
  შენ მაინც მისმენდი, ასეთს......  და განუზომელ სიხარულს მჩუქნიდი.... შენთან მყოფობას... დილას .... მზეს..... ადამიანებს.... სიტყვებს..... განსაცდელს, ძალიან მტივნეულს, რადგან ყოველ დაცემისას, შენთან მოსასვლეად გზა ისე უსაშველოდ მიდიდებოდა.... მზერა მიწას ეკვროდა...და გულში შენი მყოფობის მრცხვენოდა....
მუდამ შენ გეძებდი  და მუდამ გკარგავდი ჩემი სისუტის გამო....ჩემი სურვილებზე ვიმარჯვებდი დრო და დრო და  კვლავ დაცემული შენ გელოდებოდი.....და გელოდები... რომ მიშველო, მე უძლური ვარ...... ძალიან უძლური......

აი მეც მინდა ისე ჩამოვჯდე ტპის ნაპირას....არ მინდა ქება,მომიძულონ , შენ თუ მასავით შემიყვარებ...

შენ მარად მაცილებ ქვათა სროლას  და სიყვარულს მანიჭებ ადამიანებისგან , რომელსაც ალბათ არ ვიმსახურებ, მაგრამ შენ  უკეთ იცი , რომ  ერთი პეშვი სითბო სასიცოცხლოდ მჭირდება... მე კი მარად ვიცი ,რომ შენ მჩუქნი თუნდაც ერთი წამით ჩემთვის გაცემულ ღიმილს და სიყვარულს  ადამიანებისგან....

მაპატიე.... მომეცი ძალა ადამიანთა სატვირთად..... შენ შემეწიე, რომ შევძლო ეს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები