ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლას
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2010


ძმას_თ.ჭელიძეს

წვიმის გუბე ირეკლავს petrol-იან აკვარელს
და განწყობას გიმაღლებს მექსიკური tequila,
იმ ქუჩაზე მიდიხარ შენს სახელს რომ ატარებს
და იმ ლექსს იმეორებ ჯერ რომ არ დაწერილა.

ასანთის ღერს აწვალებ დაკვნეტილი ტუჩებით
ახლა სრულ სიმარტოვეს გივსებს ხმა- უჩინარი,
ბუნებაც კი ფოჩიან კანფეტივით ირჩევა
ცაზე ღრუბლის ტიტრები როგორც ფილმის ფინალი...

ცდილობ შენი მყოფადი სცენარივით შეცვალო
რითმები კი გელტვიან კვლავაც ანდამატებად,
გრძნობ როგორ გინაწილებს სითბოს პირმომცინარი,
ფოტოდან მომზირალი მშობელ მამის ხატება.

(გადაწყვიტე) სხვებს უთმობ ძვირფას დროს და სივრცესაც
საკუთარ ცხოვრებაში იშვიათად ერევი,
(დავალებას გაძლევდა უცხო ქვეყნის პრინცესა
სანადიროდ გიწვევდნენ ბრმა მონარქის მხლებლები)

გებრალება წვიმაში გალუმპული ბეღურა
ტელეფონის ხაზზე ზის ფლირტივით რომ გაბმულა,
მინდა ისევ ვიაროთ ქუჩაში ძველებურად
მკერდზე ამოვიტვიფროთ პოეზიის ტაბულა!...
                                                                              2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს