ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პუშკინ.
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2010


დამაგვიანდა !

დღეს!
არასად ვაგვიანებ .
არც გუშინ დამიგვიანია სადმე .
წარსულში დარჩენილ ნაიარევს
ესე მარტივად,აწმყოში ვანიავებ.
არ ვთვრები მარტო .
(სასმელი საერთოდ არ მიყვარს)
არ მიზიდავს !
ღიმილგამოცლილი, დასრულებული ადამიანები.
ზოგადად მრისხანე ვარ,ისე გაქექილი..
საკმაოდ ბინძური ფილტვები მაქვს
ტვინი თქვენსავით,სიგიჟით დასერილი .
ყავას მაშინ მივირთმევ,უშაქროს,რძიანს
როცა, გაყუჩებულ საათს გაფუჭებულს სძინავს.
საკუთარ გეგმებს თავად ვაღვიძებ
ვაწყობ და შემდეგ სხვაგან ვუთითებ.
"კერძო" -  ეს სიტყვა არ მიყვარს !
არაფერი გამაჩნია.
ისე,ლექსებს გამოვყოფდი
პოეზიამ დამამჩნია .
კვლავ.შარფისფერი შუაღამე შემობრუნდა !
ნოსტალგია გამოვაღე, ჩვეულებრივ გავასვენე.
პერსონაჟი,ძველებურად სხვა მხარეზე გადაბრუნდა
მთავრე ისე ვატრიალე, ტკივილისგან გამებუტა .
ვიღიმი !
ეს სამყარო მართლა კარგი მეჩვენება
სიზმარში რომ ცაზე ვდგავარ, ოცნებები მეჯერება .
ყვლაფერი ჩამოინგრა.
დილით დედა მეფერება.
გაჟღინთეს ღამე, ფიქრთა ვაგონებმა
და გაგრძელდა!
სიცვე სისხლში,ბოლოს გაჩერდა.
ცხელი ჩინური ჩაი .
ერთი ამოსუთქვით, მუზებივით გამოვცალე .
დახვრეტილი შემოდგომის ფეხსაცმელიც გამოვცვალე !
ვფიქრობ! ემოციებით, როგორც გაფრენილი
ვხუმრობ და განვიცდი ტკივილებს მეტად.
ხომ გეუბნებით: არ ვაგვიანებ .
არასად,არასდროს.
სიყვარულმა ღმერთთან,ერთადარეთხელ გამასწრო !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები