მართლაც და შენ გაიხარე საქართველო! ქართველებო და ბატონო პეტრე! ახლა შემთხვევით შემოვედი და "მზესაფიცარის" აუდიო ვერსია რომ დამხვდა, გამიხარდა! ადრე კი მქონდა წაკითხული, მაგრამ თქვენი ხმით წაკითხულის მოსმენა აასმაგებს ეფექტს! გონაშვილის ფონი კი მთლად ხომ ძარღვებს გიფორიაქებს...
ახლა ოფისში ვზივარ... ყველა თავჩარგული იჯდა თავის საქმეში... როგორც კი ხმა გაიგეს, ყველამ უმალ ასწია თავი - უღრმეს მადლობას გითვლიან ბატონო პეტრე!
მომიტევეთ, მაგრამ ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: სტუდენტობის დროს ვარშავის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვიყავი პრაქტიკებზე. ერთხელაც სტუდენტურ სასადილოში ვიჯექი ჩემთვის კუთხეში და ვსადილობდი... ნაცნობს არავის არ ველოდი და მაგიდიდან თავიც კი არ ამიწევია... უცებ საიდანღაც ნანი ბრეგვაძის სიმღერის ხმა შემომესმა! მყისიერად ავწიე თავი და ხმისკენ გავიხედე! ვიღაც ზანგი სტუდენტი რადიომიმღებს ატრიალებდა... მაშინვე მიხვდა, რომ სიმღერამ მიიქცია ჩემი ყურადღება, ხმას აუწია და ჩემსკენ შემოატრიალა! ყველამ რატომღაც ჭამა შეწყვიტა და გაღიმებულები გვიყურებდნენ ხან მე და ხან ზანგ სტუდენტს სანამ სიმღერა არ დამთავრდა! ბოლოს ყველას მადლობა გადავუხადე! გაიხარეთ ბატონო პეტრე!